შუალედი - დან - მდე
 
 


ობობა


მცირე ბუზანკალს მოდიდო ბუზი ჰგონია დევი ან იალბუზი,
ბუზიც ამიტომ მათ შორის თავს გრძნობს, როგორც ხელმწიფე ან                                 
                                       ბუბნის ტუზი.

მაგრამ იქ, სადაც არის თავანი, ობობაც სუფევს ამპარტავანი.
(ფრთები არა აქვს), ფრენა არ იცის, მაგრამ სხვა იცის ავან-ჩავანი.

ჩუმად მქსელველი მაცდური ბადის, განთიადიდან განთიადამდის -
იგი ბუზივით კი არ დაფრინავს, იგი ჰაერში დადის და დადის.

და მსხვერპლს ბადეში გაბმულს ფეხებით - იგი მისწვდება
                                                                                            გულგამეხებით.
სცანით ამ ლექსის ანალოგია - სხვა საკითხებს კი ჩვენ არ ვეხებით.

იმ ბუზს ფრთიანი მუზა ჰგავს, როცა მჩატე გონება უხელთებს                                     
                                                    დროსა,
ობობა, მისი სულთა მხუთავი - ესაა პროზა და მხოლოდ პროზა.