შუალედი - დან - მდე
 
 


* * * ბაღდათელი ხარ...


ბაღდათელი ხარ, სასმისს
გამოვეთხოვოთ, ნინო -
მართლაც საშინელ რასმეს,
ღალატს გვიმზადებს ღვინო.

ხედავ, გარედან მტვერი
გვიხშობს, გვიბრიყვებს, გვასმენს.
გარს იუდებით მტერი
აწყობს საზარელ რასმეს.

ხულიგანი და ქურდი,
მკვლელი ყაჩაღებს რაზმავს,
ახლა ყოველი მკვლელი
აწყობს საშინელ რასმეს.
დავემშვიდობოთ სასმისს.