შუალედი - დან - მდე
 
 


* * * უსმენს მოხუცს ცხენოსანი...


უსმენს მოხუცს ცხენოსანი,
ფიქრობს: დიდი, სხივოსანი -
აზრით მოსჩანს მომავალი.
მას გრძნობს ხალხი და მგოსანი!

სამ ცეცხლს შუა მყოფი ჩქარა,
შეუერთდა რუსეთს. კმარა.
ძმად რუსეთი რომ არჩია,
საქართველო არ შემცდარა!

იმ გლეხობას ჰქონდა გრძნობა -
აწამებდა - არა ძმობა,
არა ხალხი რუსეთისა,
არამედ ღრძუ თვითმყობლობა.

არა ხალხი რუსეთისა,
არამედ თვით მეფის ტახტი...

არა ხალხი რუსეთისა,
არამედ გზა რუსთა მეფის.