შუალედი - დან - მდე
 
 


* * * შენ ცხრაასიდან იყავი ლომი...


შენ ცხრაასიდან იყავი ლომი.
იმ იმედებში ეხლა მარხია
მძლავრი ახალი და მკაცრი ტომი,
რომელიც ქუხდა: მზე! ანარხია!
შენ მიუძღოდი მასსას, ლიდერი -
ეს იყო ღელვა ცხრაასხუთისა -
ნამდვილ რაინდის იყავი მკვიდრი,
მკაცრის ძლიერის და სათუთისა...