* * * ბედნიერი...
ბედნიერი
ბევრი ერი,
ცა, ჰაერი
მინდა ვაქო.
ვაქო მინდა,
სადაც წმინდა
მზე გაბრწყინდა
საარაკო.
ბევრი სადაც
მძლე და სადა
დაიბადა
სვე და მაქო,
სადაც მღერა,
გულის ძგერა -
არის ბგერა:
ამხანაგო!
ამხანაგო!
ხმას უმანკო
გადავაგდო
მინდა ბორკი.
სამოსახლო,
სასიახლო
იყოს ახლო,
შორი-შორ-კი
წყალთა მნაყველს,
არრის მნახველს,
წყალი გაყვეს,
მიჰყვეს ხორგი.
გული ქარის,
მომთაბარის,
ჩვენთან არის
მაქსიმ გორკი.
თუ ამინდის
გზებით მიდის
ზოგი სინდისს
მოკლებული,
პოეტს მართებს,
რომ სიმართლეს
გადაართოს
წრფელი გული.
[1928]