შუალედი - დან - მდე
 
 


კაცი, რომელიც არა ჰკვდება


კომედია ხუთ მოქმედებად
ს. ს. ორბელიანის

I. იყო ერთი ვაჭარი და ჰყვა შვილი ერთი. რა ჰკვდებოდა, შვილს მართებული ასწავლა. სამასი ლიტრა ტყვია ერთ შვილის ამხანაგს მიაბარა. ამცნო შენახვა და შვილისა არა თქმა, ვინემ არ დაეჭირვოსო...
შენიშვნები: ა. შეიძლება მას ჰქონდა ტყვიის სადნობი ქარხანა? შეიძლება ის დღითა და ღამით შრომობდა ამ ქარხნაში? შეიძლება ეს შვილის ამხანაგი იყო პატიოსანზე პატიოსანი, გულკეთილი, ამხანაგის გამტანი, ერთგული მშრომელი. იგი ამ ქარხანას უყურებდა  არა როგორც საკუთრებას ამ მეფაბრიკისას, არამედ საკუთრებას მშრომელებისას. მან იცოდა, რომ ადრე თუ გვიან ეს ქარხანა გადავიდოდა მშრომელების ხელში, როგორც საკუთრება მშრომელებისა (იხ. ეჟენ პოტიე, განთავისუფლებული შრომა), ამასთანავე მას ებრალებოდა ამხანაგი. როგორ არ ებრალებოდა?
არ უნდა დავივიწყოთ, ეს ვაჭარი იყო ტიპიური ტფილისელი ვაჭარი, რომელიც იძენდა რა საკუთრებას, იყო ისეთივე ძუნწი, როგორიც პუშკინის, გიორგი ერისთავის ძუნწებია.
აი, ეს ვაჭარი ჰკვდებოდა. როგორ ჰკვდებოდა ეს ვაჭარი? ვინ ერტყა მას ამ დროს გარშემო? რა ატმოსფერა იყო მდიდარი ვაჭრის გარდაცვალების დროს? რა ცერემონიალები.
შEეიძლება შვილი უცდიდა მის გარდაცვალებას ისე, როგორც პუშკინის ანეგინი თავისი ბიძისას? ხომ ბევრი სწუხდა წინად, რომ ეხლა მდიდარი მამის გარდაცვალება შვილს უხარია მემკვიდრეობის დარჩენის გამო?
რატომ მან ქონება ჩააბარა არა თავის შვილს, არამედ [თავის] მის მეგობარს? - რადგანაც მისი შვილი ლოთი იყო.
რა შთაბეჭდილება მოახდინა [თვით] შვილზე ამ გარემოებამ (მისდამი გვერდის ახვევამ). რა თქმა უნდა, არაფერი, ის ლოთი იყო. ჩანს, ჯერ კიდევ ჰქონდა მომარაგებული საკმარისი თანხა.
სხვებზე რა შთაბეჭდილებას მოახდენდა: სჩანს, ვაჭარს მის მეტი არავინა ჰყავდა: არც ცოლი, არც შვილი.
მამა ამბობდა: ვინემ არ დაეჭირვოსო. სჩანს, კიდევ ეცოდებოდა, კიდევ ითვალისწინებდა მის თავზეხელაღებულებას, „რაც უნდა იყოს, ღვიძლი შვილია“, ოხერია - მარა მაინც ღვიძლი შვილია.
ამცნო შენახვა:
როგორც ვაჭარს შეფერის, იგი ტიროდა თავის თავს: რა კაცი ვკვდები, რა საქმეები დამრჩა დაწყებული. ვაჰ, ვაჰ. რამდენიმე ხურდა ფული გადაჰყლაპა, რომ საიქიოს თან წაიღოს; რამდენიმე ფართო შარვალში ჩაიდო. ცოტაოდენი მღვდელსა და ეკლესიას მისცა: ეს ჩემზე ილოცეთო. მაგრამ უმთავრესი მაინც მიწაში ჩაფლული დასტოვა.
II. მოჰკვდა კაცი იგი. შვილი მისი მემთვრალე იყო და ღვინის მსმელთა თანა ილხენდა!
მოჰკვდა კაცი იგი. დაასაფლავეს გვირგვინებით და დიდის ამბით. შვილი მემთვრალე იყო. მან იცოდა სახელები ყველა ღვინის, ყოველგვარი სასმელის, შეუდგა სმას. მან იცოდა ადგილები - სადაც შეიძლება ღვინის სმა. მას ჰყავდა ამფსონები (ვინ იქნებოდა მისი ამფსონები? ტარიელ მკლავაძეები. გამფლანგველები, თავზე ხელაღებული ხალხი. ეს იქნებოდა უმთავრესად ის მუშები, რომლებიც აცდენენ დღეებს, და ამითი ამოკლებენ სახ. ფონდს. ამტვრევენ მანქანებს მუშაობის დროს. ყველა ესენი იყვნენ „მემთვრალენი", სკანდალისტები, დებოშირები, ვითომ კარგი მოსიმღერეები. ვითომ თავზე ხელაღებულები, ამავე დროს ყოვლად საცოდავი ხალხი).
III. ყოველივე მამის მონაგები სრულიად გარდააგდო...
შესჭამა, გამოუყვანა წირვა.
IV. ...რომე ცოლის სამკაულიც გაჰყიდა...
მაშასადამე, ჰყავდა ცოლი, შეიძლება შვილიც. რა სამკაულები უნდა ჰქონოდა მას. რამდენიმე ნივთი, შეიძლება ოქროს ბეჭედი, ავეჯი.
V. ...დარჩა გლახაკი.
ე. ი. გამათხოვრდა. დაგლახავდა. ტანისამოსი შემოეფლითა, შემოეძარცვა, სახე გაუსივდა, ხელები უკანკალებს, ფეხები დაუიარავდა. ფიზიკურად დაუძლურდა. ჭუჭყი სჭამს. თვალები არაფერს გამოხატავენ. არავითარი იმედი მომავალში. კვალდაკვალ სდევს შიმშილი, წყურვილი, სიცივე.
VI. ...რა მისთა მეგობართა ნახეს, აღარა ჰქონდა რა, მისი სიყვარული გაცვითეს...
მეგობრები ხედავენ, რომ იგი დაგლახავდა. არ აცვია, არ ახურავს, ხელები უკანკალებს, ფეხები დაიარავებული აქვს - და ეხლა გვერდს უვლიან. გამარჯობის თქმა არ უნდათ, დანახვა ეჯავრებათ.. ვინა ხარ, საიდან ხარ, გასწი აქედანა, გადაეთრიე.
VII. ...მოაგონდა ტყვია და ჰკითხა მას [მონას] მეგობარს: „რა უყავ? მამაჩემმა სამასი ტყვია ლიტრა მოგაბარა, იგი მომიტანეო“. წავიდა კაცი იგი და ტირილით მოვიდა. ეგრე სთქვა: „მიწაშიგან დავფალ და თაგვს შეუჭამიაო“ და სხვ.

*

წავიდეთ, მე გიჩვენებ ისეთ რამეს, რაიც შენ არ გინახავს შენს სიცოცხლეში.
ვაჰ, ეს ბალდახინი აქ რაღასა დგას. მომკვდარა ვინმე? მეც მალე იგივე დღე მომელის.

- მომიტანეთ ცხელი ყავა და სურნელოვანი ყალიონი.
- რა ჩავიდინე ისეთი, რომ დამცინით?

[მოქმედება პირველი]

გამოსვლა პირველი


1

2 აპრილი
.

[თეიმურაზი და ანნა].
.: [ვაჰ! თელეთის მადლს ვფიცავარ, ვფიცავარ [თქვენი] ამათი [ვერა გამიგია რა] გალაკტიონ-ჯან, ხალხისა არა დაიჯერო რა! კაცო, ეს რა [ოხრობაა] ამბავია. გებნები, უნდა მოვკვდე-თქო, ვკვდები-მეთქი, რაღა. არა სჯერავთ, [კარგი, რა დროს შენი სიკვდილიაო!] არ მოჰკვდებიო! აბა, ერთი მოვიდეს ვინმე, დამისახელოს თუნდაც ერთი ვინმე ადამის დროიდან, რომ არ მომკვდარიყოს ან არ უნდა მოჰკვდეს. აბა, ვინ არ წასულა საიქიოს; ჩვენებაანთ გეო, გეურქაანთ მიხა, არტემაანთ პოღოსა, პოღოსაანთ არტემა... ეს იგივე სააგარაკოდ წასვლაა რაღა, მტვერს ჩამოიფერთავ კაცი, [ავიღოთ ჩვენი] საიქიოს ჰაერს გადაყლაპავ, იქაურ ბორჯომის წყალს დალევ, იქაურ ნარზანსა დაეწაფები, და მორჩა. ავიღოთ თუნდაც ჩვენებაათ გეო: აგე ახლა არ წავიდა საიქიოსა? (ტკივ.) აი, აი, აი.
.: ეხლა [თქვენაცა] შენაცა. [იგი] ჩვენებაათ გეო ოთხმოცდაათი წლისა იყო. სხვები კიდევ ესემე. არა, ჯერ არ მოკვდები! ას ხუთ წელიწადს იცხოვრებ.
.: ვაჰ, კაცო, ის ოთხმოცდაათისა იყო. მე რა 17 წლის გემნაზისტი მნახე. მეც კარგა ხნისა ვარ, იმდენისა, რომ არც ერთი საეკლესიო წიგნში ჩაწერილი არ აღმოვჩნდი. ისემე სულ დაკარგულა. ეხლა რომ ავადა ვარ, ეს ფილენჯიო, ეს ფლავი, ეს დოზანა. მიკვირს და გამკვირვებია, (ტკივილებისაგან) აი, აი.. აი.. აი, აი, აი!
.: ცოტა კიდევ შენი ბრალიც არის, გეო. მთელი შენი ცხოვრება სულ ფულის შოვნაზე გადაგილევია. შე კარგო კაცო, ზიხარ სულ ერთ ადგილასა, ერთ დახლში, ერთ ჩოთქთან, დაავადმყოფდები, მა რა იქნება. ვისთვის გინდოდა ე ოხერი ფული; ჩავიცომდი, დავიხურავდი, გავივლ-გამოვივლიდი, თვალს წყალს დავალევინებდი. ცოტას კიდენ ვიექიმებდი..
.: აპა.. პა, პა! ექიმებისა მე არა მჯერა. ექიმები უფრო ადრე აგზავნიან კაცს საიქიოს. [თუ ღმერთს უნდა, ვერავითარი ექიმი ვერ უშველის].  მაგათ სასწრაფო დახმარების კარეტას რომ არ დავინახავ, საიქიოს მეძახიან მეორეთ, მგონია, სულ შიშით მაკანკალებს. მერე როგორ დაიკივლებს ხოლმე [ის კარეტა..] (ტკივილებისაგან) აი, აი, აი... ( ამ დროს ქუჩიდან მოისმის სასწრაფო დახმარების ეტლის ხმა). აი, შენი [და ამოგდება] სინსილა ამოვარდეს. ეს რა თვალბედითად გაიძახის. [თუ] არა! თუ ღმერთს არ უნდა, ვერავითარი ექიმი ვერ გიშველის. არავის ჩემი შველა არ შეუძლია: ვკვდები რაღა, ვკვდები. აი, აი, აი..
.: (განზე) მგონია, მართლა კვდება ეს ჩვენი [ბატონი], [აღა] ცოდვით სავსე. (იმას) აღაჯან, ჩვენო პატრონო აღა, მღვდელს ხომ არ დავუძახო.
.: (ტკივილებით) აი, აი, აი. ჩემი შვილი, [ტონი] ტიგრანა სად არის?
.: აღაჯან, ჩვენებაანთ ექიმბავშს დავუძახებ, იქნებ წურბლები მოგიხდეს. რამე მშვენიერი წამალი წაგისოს.
.: (ტკ.) [აი, აი, აი. ვკვდები, ვკვდები]. მაშ, წადი, წადი. მეკუბოვესთანაც გაიარე. გაიგე, რა ღირს პირველი ხარისხის ბალდახინი.
.: (გადასძახის ფანჯრიდან) ფეფო, აი, ფეფო. (პასუხი) რა იყო; აღას გული უწუხს, ეხლავე აქ ამოდი.. გეურქა, ჰა, გეურქა, მღვდელთანა გაიქე, უთხარი, აღას გული უწუხს-თქო.
.: აი, აი, აი... გადამიარა, ეხლა უკეთა ვარ... მავიდნენ მაინცა. [ტონი] ტიგრანა სადღა არის, [ტონი] ტიგრანა... ჩემი შვილი [ტონი] ტიგრანა. სად დახეტიალობს ეს ვირისთავი. აქ მამა უკვდება, ის ვიღაც ოხრებთან წოწიალებს.
.: [ტონი] ტიგრანა, ჩვენი საყვარელი [ტონი] ტიგრანა. რა ეშველება, თქვენ ჯვარი გწერიათ და, რომ რაიმე მოგივიდესთ, აღა. ის ხომ ჯერ მცირეწლოვანია.
.: [მცირეწლოვნიო!] ჯერ ხომ მას არა[ფერი] გაეგება რა ამ ქვეყნისა. ვერც ვერასოდეს გაიგებს. რა აღზრდა-განათლება მას აქვს მიღებული, რომ როდისმე გაიგოს? ეე, ტყვილა მივაბარე ღემნაზიაში, ის იქ არ დადის.
.: რა ეგემნაზიება, ან რა დიდი საჭიროებაა.. ფული თქვენ, აღაჯან, იმდენი გაქვთ, რომ მას მთელი თავისი სიცოცხლის განმავლობაში ეყოფა. ფულის ხარჯვას კი რა დიდი ცოდნის [შეძენა უნდა] გამოჩენა უნდა?
.: ფულიო? აა, ფული არა, მე მაგას ფულს არ დავუტოვებ. გიჟი ვარ, მე ფული დავუტოვო იმას. განა ოხრად ნაშოვნია? მიმუშავნია, მიშრომნია, ოფლი მიღვრია, თავი გადამიკლავს. [ტონი] ტიგრანა კი, ვიცი, გაფლანგავს. ეგ ისეთი ოხერი ვინმეა. სულ ეშმაკობაზე მიუდის თვალყური. არა, ფულს არ დავუტოვებ.
.: ეშმაკობა, აღაჯან, არაფერია, ეგ ბუნებით მხიარული ბავშია, ცოტა მაინც უნდა გაიგოთ ბავშისა. ეგ ისეთი ბავშია, ეშმაკის მათრახი, ტარტაროზი! ხუმარა ვინმე. ეგ არაფერია.
.: არაფერიაო. კაცო, ემანდა გუშინ თავისი საკუთარი ფეხსაცმელი ბუხარში შეჰყარა და დასწვა. ფანჯრიდან დავინახე, [და] ვირზე შემჯდარ სოფლელ ბიჭს [აწვალებდა] შემოუჯდა და ისემე აწვალებდა. დედაკაცს სოფლიდან ჩამოტანილი ყველი ამოაცალა, თუ ეს [ეშმაკის] მათრახის ხუმრობაა, ისიც ჭკუამახვილი ყოფილა რაღა. ეეე. [დამანებე თავი] გუშინ არ იყო, რომე (ტკივილებისაგან) აი, აი, აი... საწოლში ვტრიალებ, რაღაც რევმატიზმიან ფეხზე მებღაუჯება: თურმე საწოლში ძილის დროს კატა შემოუწვენია... ააარა, ფულს არ დავუტოვებ.
.: საწყალი ვინმე ბავშია - რაღა! ავადმყოფიური ბავშია. გემნაზია მისთვის არაფერია - იგი იქ ვერ ისწავლის.
.: რა გემნაზია. სამიკიტნო, ორთაჭალა, ვერის ბაღები, თეთრი დუქანი, ჩოფურაშვილი, აი, მისი გიმნაზია. ამის კურსს იგი კარგად დაასრულებს, იცოცხლეთ. მე კი ფულს არ დავუტოვებ.
.: აღაჯან, რაღაც გამხდარია. მგონი, ჭლექი უნდა სჭირდეს საწყალ ბავშვს.
.: რისი ჭლექი. ჭლექი კი არა! [ისეა ჩასუქებული, როგორც ტახი, ამ ძველ ტფილისში ტოლი არა ჰყავს].
.: ხანდახან იგი ახველებს.
.: ჰო, როცა ცოტა ზედმეტ ღვინოს გადაჰკრავს ჩოფურაშვილთანა, ალბად, დაახველებს კიდეც.
.: მე მაშინებს მისი ფილტვები.
.: მეცა, განა. ხანდახან ისეთს დაიყვირებს, რომ ოსეფაანთ ვირი გეგონება, რა ფილტვებმა უნდა გაუძლოს. (სცენის იქით ისმის ხმამაღალი ძახილი [ტონისა] ტიგრანასი, იგი უძახის ძაღლს: ჰოპ, ჰოპ) აი, ისიც მოდის; საწყალი, რა ჭლექიანი რამე ფიგურაა.

II

ოთახში ჩამოკიდულია გალიები იადონებით.

*

კოჭლი საჰაკ დადის დალახლახითა,
თავი, პირი გასვრია ტალახითა -
მურდეშური, მრუდე პირისახითა -
ფეხებს ათრევს ვაითა, ვაგლახითა.

მონასეებრ დაგრეხია ფეხები -
დიდად მიკვირს, როგორ დაეხეტები -
ზურგთ აგკიდამ დამტვრეული პეჩები,
გაივლი და გამოივლი ზახითა.

[მონასეებრ, დაგგრეხია...]
გამაჯავრებ, ბევრსაც დაგკრავ თავშია,
შავი ჭირი გაგიჯდება ტანშია,
დაკუტდები, ვეღარ გახვალ კარშია,
ვაჭარ-ოღლან აგაყენებს კეტითა.

ვაჰ, დრონი, დრონი!

*

- ეე, სულელი ვინმეა ის მამაშენიცა. რათ უნდა ამდენი სიმდიდრე, ვის უნახავდა, შეერთო ცოლებად ლამაზ-ლამაზი ქალები, ის არა სჯობდა?

დაფიქრება: რა მომელის წინ?

უფულობა არ იცდის, ყოველდღე უკაკუნებს სახლის კარებზე. ეს არ არის, ის გვაკლია, საიდან უნდა იშოვო? მუშაობას მაინცა და მაინც მიჩვეული არ არის, ისე კი არავინა გაჭმევს.

- აბა, რასა ჰგავს ესა! მე ვმუშაობ, ვმუშაობ, შენ კი არაფერს არ აკეთებ და ჩემი შრომითა ცხოვრობ, არც კი გრცხვენია!
- არა მრცხვენია, მე მიჩვეული ვარ უზრუნველ ცხოვრებას.
- აა, თუ აგრეა, მაშ, გაიარე, გაიარე, ღმერთი მოგცემს.
- ღმერთიც შენსავით სულელია.
- სულელი შენა ხარ, ღმერთს რომ ცუდათ იხსენიებ, შენ არ შეგიძლია გაიგო, რაში გამოიხატება ბედნიერება.
- რაში?
- პატიოსან შრომაში.
- რაა ეს შრომა, [სულ] რამდენიც არ უნდა იშრომო, ბედნიერებას ვერ ნახავ. სულ სხვაა, უცებ რომ გამდიდრდები. მე დანარჩენებზე სულელი არა ვარ, რომ ეს ვერ გავიგო.
- აბა, კარგი. გამომიწოდე, მიჩვენე ხელი. იცოდე, რაც შენ ეხლა ხელში გიჭირავს, ეს არის უზარმაზარი სიმდიდრე (მიდის).
ის დახედავს ხელის გულზე და ქუჩაზე გადისვრის.
- დამცინის კიდეც. ჩემზე ახია. ქიშმიში მომცა.

*

1. ის უნდა დარჩეს იქ. როგორც ფირსი.
2. მეტეხის აფეთქება. „არ დარეკო, გოგია“.
3. კინტოს მონოლოგი. რა მასმევს ღვინოს.
4. კინო „მშენებლობა“.
5. ყველაზე უფრო აკტიური - ახალგაზრდა.
6. ფ. მახარაძის წერილი.
7. გრიშაშვილის წიგნი.
8. „კოჭლი საჰაკ“.
9. სილუეტები ფანჯარაში და კინტოური გამოძახილები.
10. უკანასკნელი ხმები აზიური მუზიკისა.
11. აფეთქება რესტორანისა „Не лучший голубщик“.
12. აფეთქება ავარა კინტოსი.
13. გაჰყავთ ახალი ტრამვაის გზები.
14. „კინტო“ კი არა, „კინო“.

„რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“. „ხანუმა“. „კინტო“ აკ. წერეთლისა. „საიათნოვა“ - „ჰაზირა“. „პედერასტია“. „მამალი კინტო“. „საერთოდ ძველი ტფილისის პოეტები“. „ბებუთის ტრიალი“. „კინტოს ათსართულიანი გინება“.

[1930-იანი წლები]