შუალედი - დან - მდე
 
 


საფო


[Мадрида профиль напряжен
            Весь скомкался].

საფო

ფარდის ახდისას ჩნდება მოედანი საფოს სახლის წინ. სიღრმეში ზღვაა, რომლის დაბალი ნაპირი მარცხენა მხრით თანდათან მაღლდება ქვის საფეხურებით. მარცხენით რიგი მარმარილოის სვეტებისა, რომელთა შორის კიბის საფეხურები, მიმართული საფოს ბინისაკენ. მარჯვნივ, ავანსცენაზე, მარმარილოს სკამი. ვარდისა და იასამანის ბუჩქები. ნათელი დილა.

გამოსვლა I

ფარდის ახდისას სცენა რამდენიმე ხნით ცარიელია. შორიდან მოისმის ყრუ, გაურკვეველი, ხან უფრო ხმოვანი, ხან მიწყნარებული გუგუნი ხალხის. შემდეგ მარცხნიდან გამოჩნდება და სწრაფად გაივლის სცენას ლეანდრი, თითქოს მიყურადებული ხმაურობს. მარცხნიდანვე გამოდის ჰარმოდი, მარჯვნიდან იმავე დროს არიონი. ისინი [ერთმანეთს] ხვდებიან და [სცილდებიან] და სირბილით შორდებიან ერთმანეთს. მარცხენა მხრიდან სცენაზე გარბიან ხან ცალკე, ხან პატარა ჯგუფებად, საუბრობენ ერთმანეთში, რაღაც ამბავს გადასცემენ ერთიმეორეს, თან მიუთითებენ იქითკენ, საიდანაც ხმაურობა მოისმის. ესენი არიან სოფლის ქალები და კაცები. მათ შორის ახალგაზრდები და ბავშვები. სცენაზე აჩქარებით გამორბის რამნესი და პირმიბრუნებული საფოს სახლისაკენ იძახის.

რამნესი
: მელიტა, ევხარისტ, მონანო, ადექით ჩქარა!
                 ის მოდის, მოდის! რა დროს ძილია!
                 სურვილებისთვის თუ ფრთები [არ] კმარა,
                 [სხეული თითქო შებორკილია].
                 თითქო ნანატრი [ჩანგი] ხმები ისმოდეს.
                 [აქეთკენ, ჩქარა, გეყოფათ ძილი].
                 [ვინ მოჰქარა რომ ახალგაზრდობა,
                 თითქო მოძრაობს, თითქო სწრაფია].
                 სურვილ[თ]ს ფრთები აქვს, მაგრამ სხეული
                 [ზარმაცობს განა?] ნებიერია და შებორკილი[ა]!
                 ახალგაზრდობა სწრაფ-ჩქარეული
                 ასეთი უნდა? [რა დროს ძილია!] გეყოფათ ძილი!

(მელიტა, ევხარის, ისმენა, მონები და მონა ქალები გამოსცვივდებიან საფოს [ბინ.] სახლიდან. მარცხნიდან გამოჩნდება კიდევ რამდენიმე სოფლელი - ისინი მიუყურადებენ რამნესის სიტყვებს).

მელიტა: - [ჩვენ] აქა ვართ! რაზედ გვიწყრები, ნეტა!
ყველა: - რა მოხდა?
რამნესი: - მოდის...
მელიტა: - ვინა, ვინ მოდის?
რამნესი:  - საფო, ბრუნდება თავის სახლს, საფო.

(სოფლელები გარბიან).

ხალხი: (სცენის იქით) კურთხეულ იყავ, კურთხეულ, საფო!