შუალედი - დან - მდე
 
 


ალუჩა


მოქმედება II

გამოსვლა I. შემოდის მოხუცი ალუჩა და მისი მეზობლები. ისინი გამართავენ რჩევას, თუ როგორ უნდა დაიჭირონ თავი ისახანის მოსვლისას (მთელი სოფელი ორ ნაწილადაა გაყოფილი: ისახანის მომხრე კულაკობა და მოწინააღმდეგე - ახალი თაობა).
გამოსვლა II. შემოდის ისახანი თავის მხლებლებით (ისახანმა არ იცის, სად მოხვდა.. იგი უცერემონიოდ იჭერს თავს). აქ საუბარი გაიმართება ისახანსა და მის ამხანაგებს შორის. ერთი ამხანაგთაგანი არის ჩეკისტი, რომელსაც დავალებული აქვს „მოთოკვა" ისახანისა.
გამოსვლა III. იგინივე და მოხუცი ალუჩა (მიესალმება ყველას. თავის გდება. საუბარია საქვეყნო საქმეებზე).
გამოსვლა IV. მეგობარი ქალიშვილი და სატრფო ერთმანეთს მოულოდნელად ხვდებიან. როგორ არ უნდა გაუმხილოს მან თავის მეგობარ ქალს ასეთ ყალბ მდგომარეობაში ყოფნა?
გამოსვლა V. ისახანი. ამხანაგები უხსნიან მათ, რომ მათი შეყვარებულები ახლო არიან. ისახანი ვერ გარკვეულა, რაშია საქმე.
გამოსვლა VI. შეხვედრა ისახანისა და ქალის. ქალი არწმუნებს მას, რომ მას არ შეუძლია გაჰყვეს ცოლად ისახანს. ისახანი იმუქრება.
გამოსვლა VII. მოჯამაგირე, მოხუცი ალუჩა და მისი ცოლი. საუბარი ოჯახურ საქმეებზე. შემდეგ მომსვლელები შეთანხმდებიან ამეღამვე [გაიტაცონ სადმე] გადამალონ სადმე გასათხოვარი ქალი, რომელსაც ისახანი მოტაცებას უპირებს.

1920-იანი წლები