შემოდიან ცოლ-ქმარი ოთარბეგები
მოქმედება I-ლი
გამოსვლა I. (შემოდიან ცოლ-ქმარი ოთარბეგები. ისინი საუბრობენ თავიანთ მოჯამაგირეზე. მეტის მეტად ოინბაზ ვინმეზე).
გამოსვლა II. იგივენი და მოჯამაგირე (დახასიათება). მოჯამაგირე მალე მიდის.
გამოსვლა III. მონოლოგი ქმარის.
გამოსვლა IV. შემოდის ოჯახის წევრი ქალიშვილი. მამა ატყობინებს მას, რომ ის უნდა შერთოს ისახანს. მამა აქებს ისახანს. ქალიშვილმა არ იცის რა მისი. იცის, რომ ყაჩაღია და არ უნდა გაჰყვეს, მაგრამ ეშინია. მამა მიდის დასაძახებლად, მოსამზადებლად, უწოდებს მეზობლებს.
გამოსვლა V. შემოდის ქალიშვილის ახალგაზრდა ქალი. მეგობრები ერთმანეთს უზიარებენ გულის ნადებს. აღმოჩნდება, რომ ისახანი მეგობარია მისი სტრფოსი.
სურათი მეორე
I. მოჯამაგირე იმყოფება ამხანაგების წრეში, სოფლის თავზე. ისინი სვამენ ღვინოს და მღერიან. მოჯამაგირე ამბობს ლექსებს.
II. ერთი ამბობენ, რომ საიდანღაც გამოჩნდა ორი ცხენოსანი და პირდაპირ მათკენ მოეშურებიან.
III. იგინივე და ისახანი თავისი ამხანაგებით. ისახანი ჰკითხულობს. ჩამოხტება და ქეიფში გაერთობა. მოჯამაგირე აწყობს პლანს, რომლის საშუალებითაც მას სურს გადაარჩინოს ოჯახი არასასურველი მდგომარეობიდან.
მოქმედება II.
„ღობეს ვეფარებოდი“.
[1920-იანი წლები]