შუალედი - დან - მდე
 
 


ახვლედიანი ოთარ - გალაკტიონს - 1


     სა­ლა­მი პა­ტივ­ცე­მულ გა­ლაკ­ტი­ონ ბი­ძი­ას!

     უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, გი­სურ­ვებთ ჯან­მ­რ­თე­ლო­ბა­სა და ხან­გ­რ­ძ­ლივ სი­ცოცხ­ლეს თქვე­ნი ოჯა­ხო­ბით. გა­ლაკ­ტი­ონ ბი­ძია, მე ვიმ­ყო­ფე­ბი ქ. რუს­თა­ვის ლა­გერ­ში. მის­ჯი­ლი მაქვს ორი წე­ლი პას­პორ­ტის და­კარ­გ­ვა­ზე. ვარ უკი­დუ­რეს მდგო­მა­რე­ო­ბა­ში. და გთხოვთ უმორ­ჩი­ლე­სათ, მე რომ მო­გე­ცით დე­დას ნა­წე­რე­ბი, თუ და­ი­ბეჭ­და, გთხოვთ, ცო­ტა­ო­დე­ნი გრო­ში, მე გა­მოვ­გ­ზავ­ნი კაცს აქე­დან და გა­მო­ა­ტა­ნოთ. და თუ არ და­ბეჭ­დი­ლა, მა­შინ გთხოვთ, ლექ­სე­ბი გა­მო­ა­ტა­ნოთ. აქ მითხ­რა ერ­თ­მა კაც­მა, მე ვი­ყი­დიო. მე თქვენ ამას რომ გწე­რავთ, ეგ ჩემ­თ­ვის არის სიკ­ვ­დი­ლი. მაგ­რამ, აბა, რა ვუ­ყო მე, უბე­დურ­მა, უპატ­რო­ნო და ობოლ­მა პა­ტი­მარ­მა, რო­მელ­საც არა­ვინ გა­მაჩ­ნია. თო­რემ თქვენ რო­გორ შე­გა­წუ­ხებ­დით. გან­ვიც­დი შიმ­შილ­სა და აუტა­ნელ პი­რო­ბებს. ამი­სათ­ვის გთხოვთ, გა­ლაკ­ტი­ონ ბი­ძია, თქვენ, რო­გორც ჩვე­ნი ოჯა­ხის ახ­ლო­ბელს, გან­ს­ვე­ნე­ბულ დე­და­ჩე­მის, მწე­რალ და­რია ახ­ვ­ლე­დი­ა­ნის მე­გო­ბარ­სა და ამ­ხა­ნაგს, შეხ­ვი­დეთ ჩემს მდგო­მა­რე­ო­ბა­ში და გა­მი­წი­ოთ დახ­მა­რე­ბა. თბი­ლი­სი­დან რუს­თა­ვამ­დე არის ერ­თი სა­ა­თის სა­ვა­ლი. ლა­გე­რი სად­გურ­თან ახ­ლოს არის. გთხოვთ, პა­სუ­ხი მომ­წე­როთ წე­რი­ლის მი­ღე­ბის­თა­ნა­ვე. ჩე­მი მი­სა­მარ­თია: ქ. რუს­თა­ვი, ს. ყ. 123/02 „ა“. ოთა­რი გი­ორ­გის ძე ახ­ვ­ლე­დი­ა­ნი.
     გთხოვთ, პა­სუ­ხი ჩქა­რა მომ­წე­როთ. იმე­დი მაქვს, დე­და­ჩე­მის პა­ტი­ვის­ცე­მით მა­ინც მო­მაქ­ცევთ ყუ­რადღე­ბას.

დი­დი ბო­დი­შით ოთარ ახ­ვ­ლე­დი­ა­ნი

1/IV-50 წე­ლი

პა­სუხს ვე­ლი.