ორახელაშვილი გრიგოლ - გალაკტიონს - 2
ბატონო გალაქტიონ!
ძალიან გთხოვთ, გამისწოროთ ეს თემა. თუ არ წაშლით შიგნით რაიმეს, ძლიერ მეწყინება. რაც მეტს წაშლით, მით უფრო დავფიქრდები. ახლა ამას სანამ საბოლოოდ არ დავამუშავებ კარგად, „ინდუსტრიალიზაციას“ ვერ ვიწყებ. გთხოვთ, გასწორებას ნუ დამიგვიანებ.
„დიდი ოქტომბრის სოც. რევ.“ თემა ლიტ. გადავამუშავე და გავამდიდრე. 70 – გვერდი დადგა.
თქვენი პატ. გრ. ორახელაშვილი
[მაისი, 1945]