შუალედი - დან - მდე
 
 


ქავჟარაძე ვასილ - გალაკტიონს - 1


     ჩე­მოგა­ლაქ­ტი­ონ! (ჩე­მოკიარა, ქვეყ­ნისგა­ლაქ­ტი­ონ!).

     დღეს რომ ელ­ბა­ქი­ძის დაღ­მარ­თ­ზე შევ­ხ­ვ­დით ერ­თ­მა­ნეთს, შენ­ს­კენ მოვ­დი­ო­დი და მოვ­დი­ო­დი ძა­ლი­ან ჩა­ფიქ­რე­ბუ­ლი. ეს შენც შე­მატყ­ვე. უთუ­ოდ შე­მატყობ­და ჭკვი­ა­ნი კა­ცი, რომ ძა­ლი­ან ჩა­ფიქ­რე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი.
     მოვ­დი­ო­დი შენ­თან, შემ­ხ­ვ­დი და... ვე­რა­ფე­რი გითხა­რი... ხომ სა­ინ­ტე­რე­სოა? მი­დი­ხარ პირ­და­პირ კაც­თან, ეს კა­ცი გხვდე­ბა გზა­ში და არა­ფერს ეუბ­ნე­ბი... ახი­რე­ბუ­ლია სწო­რედ, მაგ­რამ მოვ­დი­ო­დი ისეთ საქ­მე­ზე, რომ­ლის თქმა ძა­ლი­ან მე­ზა­რე­ბა, მი­ჭირს, მა­წუ­ხებს, მაგ­რამ მა­ინც უნ­და გითხ­რა. მი­ჭირს თქმა იმი­ტომ, რომ ეს პრო­ზა­ი­კუ­ლი სა­კითხია; უბ­რა­ლო, უფე­რუ­ლი, მაგ­რამ ერ­თ­ში ვარ დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი: რო­გო­რი შე­დე­გიც არ უნ­და მოჰ­ყ­ვეს ამ ჩემს თქმას, ჩვენს ურ­თი­ერ­თ­და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ზე ზე­გავ­ლე­ნას ვერ მო­ახ­დენს უარ­ყო­ფი­თი მხრივ. პი­რი­ქით, უფ­რო გა­ნამ­ტ­კი­ცებს ჩემ­თ­ვის ძვირ­ფას ნაც­ნო­ბო­ბას.
     თავ­მოყ­ვა­რე­ო­ბის სა­კითხია, მწვა­ვეა ჩემ­თ­ვის, მო­ხუ­ცე­ბუ­ლი კა­ცის­თ­ვის. დრო არ ით­მენს, თო­რემ ოქ­ტომ­ბ­რის პირ­ველ რიცხ­ვებ­ში მე მას დავ­ძ­ლევ­დი, რად­გა­ნაც მა­შინ, რაც არ უნ­და იყოს, ცო­ტა სი­მინ­დიც მექ­ნე­ბა ჩე­მი ხე­ლით ნა­მუ­შე­ვა­რი:

                                        „ყა­ნაო, გლე­ხის დი­დე­ბავ!
                                        ოქ­როს ზურ­მუხ­ტო ყა­ნაო!
                                        იკურ­თხოს მი­სი მარ­ჯ­ვე­ნა,
                                        ვინც გთე­სა, მო­გიყ­ვა­ნაო...“

     ეს მე ასე შევ­ს­ც­ვა­ლე:

                                        ყა­ნაო, ჩე­მო ნუ­გე­შო! ჩე­მო სა­დახ­ლოს ყა­ნაო!
                                        ხომ იცი, რომ გა­ჭირ­ვე­ბამ მე შენ­თან მო­მიყ­ვა­ნაო!
                                        გთოხ­ნე და ოფ­ლ­ში გაგ­ბა­ნე, ფე­რი გაქვს იმის­თა­ნაო,
                                        რომ იმით გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლა სრუ­ლი­ად ეს ქვე­ყა­ნაო!
                                        დროა, რომ ტა­როც დამ­წიფ­დეს, ეს აღარ იცი გა­ნაო?
                                        რომ გა­მიწ­ბილ­დე, მე გულ­ში უნ­და და­ვირ­ტყა და­ნაო!
                                        შე­ნი იმე­დით ვსულ­დ­გ­მუ­ლობ, არც ვიხ­რი ქედს მტერ­თა­ნაო,
                                        ვი­მე­დობ, რომ და­მიდ­გე­ბა შე­ნით მე ოქ­როს ხა­ნაო;
                                        და­მა­ვიწყ­დე­ბა სრუ­ლი­ად უზო­მო თა­ვის ფხა­ნაო.
                                        ყა­ნაო სა­დახ­ლო­ი­სავ, ნაწ­ვავ-ნა­და­გო ყა­ნაო!
                                        ხომ იცი, რომ გა­ჭირ­ვე­ბამ მე შენ­თან მო­მიყ­ვა­ნაო...

     ამ „ვა­ლი­უ­ტის“ იმე­დით ვბე­დავ, შე­გა­წუ­ხო და ოქ­ტომ­ბ­რის შუა რიცხ­ვე­ბამ­დე გთხო­ვო ერ­თი ათას სა­მა­სი (1300) მან., რაც ისე მე­სა­ჭი­რო­ე­ბა, რო­გორც წყალ­დი­დო­ბის შემ­დეგ რი­ყე­ზე დარ­ჩე­ნილ თევზს წყა­ლი.
     რა თქმა უნ­და, შენ იქ­ნე­ბი დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი იმა­ში, რომ არა თუ 1300, არა­მედ 13000000 მე­ტად მე მი­ღირს მარ­ტო ერ­თი შე­ნი გა­მარ­ჯო­ბა და ხე­ლის მო­ცე­მა და ასეთ განძს მე დი­დათ გა­ვუფ­რ­თხილ­დე­ბი. აი, რა­ტომ მოვ­დი­ო­დი ასე ფიქ­რებ­ში გარ­თუ­ლი.

                                                                                                                                                  პა­ტი­ვის­ცე­მით ვა­სო ქავ­ჟა­რა­ძე
                                                                                                                                                                               13/VIII-1945 წ.