ფანცხავა სოსიკო - გალაკტიონს - 1
ჩვენოსიამაყევ!
ძმაო გალაქტიონ, ვერ შეგხვდი. დიდი ხანია გეძებ თბილისის ქუჩებსა და შენ დაწესებულებებში. ბოლოს მისამართი გავიგე და გიგზავნი ამ ბარათთან ერთად ბიცოლა ანეტას მომართვას. იმედი მაქვს, როგორც მე და შენ შევთანხმდით, ისე და იმგვარად შენ ლამაზ მოგონებას მომაწოდებ ბიცოლასთან მე. მე ვცხოვრობ გრიბოედოვის ქ. №15, ს. ფანცხავას. იყავი კარგად და მხნედ.
შენი სოსიკო ფანცხავა
20. V. 1945 წ., თბილისი