ვანოს
ამხ. ვანო!
როგორც მოგეხსენებათ, მე ამჟამად უბინოდა ვარ. თქვენ დამპირდით ბინას, თუ მას სადმე აღმოვაჩენდი ამხანაგების დახმარებით. მე აღმოვაჩინე ბინა საბჭოთა სახლში. ბინა განთავისუფლდება პირველ ივნისისათვის. შესდგება ორი პატარა ოთახისაგან. იმედი მაქვს, შეხვალთ ჩემს მდგომარეობაში და ამ ბინას მე მომცემთ, რადგან ბევრი სამუშაო მაქვს.
გ. ტაბიძე
1928, 23 მაისი