დღიური-641-5 - უთარიღო
[იავნანა; [მშფოთარე გ.; დაიძინე, შვილო].
დედაჩემი ჩემს პატარა ბიჭობის დროს, [ეცვა] ატარებდა ხავერდის ტანთსაცმელს. ალბად. ამიტომ მე [მაშინ] ყოველთვის ასე ვეუბნებოდი: მეძინება, ჩემო ხავერდის დედიკო! დამაძინე, ჩემო დედავ! მითხარი იავნანა, ჩემო ხავერდის დედავ!
და თმაზე გადმესებოდა ხოლმე ხავერდის ხელი, თვალებზე, შუბლზე ხელი, [წყნარი] ნაზი ხავერდის კოცნა დედისა. და ხავერდის იავნანა... და... შვილო, დაიძინე გენაცვალოს შენი ხავერდის დედა. [და ჩამეძინებოდა]. თვალით თითქოს ვხედ., სიზმრები ხავერდის მესიზმრებოდა. გა... კი ვიყავი ბავში - [ლამის] არა ხავერდისა, არამედ... ვი... რა ვიყავი...
* * *
[ჩემო ძვირფასო დედა! როდესაც...]