შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-559-4 - 1958 წელი


გოგის სამუშაოები:
1. მშვიდობის წიგნი (პირველად).
2. დანარჩენი წიგნები (III‚ IV‚ V‚ VI‚ VII‚ VIII). დიდი ერთტომეულის პრობლემა.
3. კავშირი აკადემიასთან.
4. გალაკტიონოლოგიის საკითხები.
5. ქართველი მწერლები ჩემს შესახებ (500 მწერალი ქართულად).
6. ქართველი მწერლები ჩემს შესახებ (რუსულად).
7. დიდი გამოფენის პრობლემის გარშემო.
8. კავშირი ხელოვნების მუშაკთა სახლთან (10 თებერვლის პრავდა).
9. საჭიროა შკაფი (ნუნუ, ნუნუ)... უსათუოდ საჭიროა.
„იქ სიცივეა“.
როდისაა მომავალი პრეზიდიუმის კრება. იქ პირდაპირ დავსვათ საკითხი საიუბილეო კომიტეტის შესახებ. თორემ ისე გავა ეს წლები‚ რომ არაფერი იქნება. თუ თბილისის იუბილეს აპირებენ... დეკადაზე უნდა იცოდნენ‚ როდის იქნება ჩემი იუბილეჲ.
10. სია პორტრეტებისა, რაც არის!
11. დაგროვება ყოველივესი‚ რაც არის!
12. არგამოტოვება არაფრის მისგან‚ რაც არის!
13. სისტემაში მოყვანა ყოველივესი, რაც არის.
14. ჩარჩოებში ყველაფერი - რაც არის.
15. აღრიცხვა‚ ზუსტი აღრიცხვა ყოველივესი, რაც არის.
16. აბა ჰე, აბა ჰე! არ დაიკარგოს არაფერი, რაც არის.
17. უნდა გავაცნო გოგის: სოლომონ ყუბანეიშვილი და დავაახლოვო.