შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-470-13 - 1958 წელი


გაფრინდაშვილი - 100. შალვა აფხაიძე - 116.  ქუჩიშვილი - 120. მარგიანი - 152. ნონეშვილი - 164. ნადირაძე - 172 (172). [გრიშაშვილი - 236. ირ. აბაშიძე - 232]. გვეტაძე - 218. ირ. აბაშიძე - 232. ქუთათელი - 236. გრიშაშვილი - 236. გრ. აბაშიძე - 292. ეული - 328. გომიაშვილი - 328. შანშიაშვილი - 348. ლეონიძე - 412. მაშაშვილი - 420. ჭიჭინაძე - 420. [კალაძე] მოსაშვილი - 444. აბაშელი - 444. კალაძე - 424. გ. ტაბიძე - 616. ს. ჩიქოვანი - 656.

*
6. მოსაშვ. - 444; 10. გ. ტ. - 616; 8. ჩიქოვანი - 656; 4. ეული - 328; 7. ლეონიძე - 412; 3. გრიშაშვილს - 236; 3. ნონეშვილს - 164; 4. გრ. აბაშიძე - 292; 3. ირ. აბაშიძეს - 232; 1. შ. აფხაიძეს - 116; 1. გაფრინდაშვილს - 100; 3. გვეტაძე - 218; 5. გომიაშვილს - 328; 7. კარლო კალაძე - 424; 1. ქუთათელი - 236; 3. ქუჩიშვილს - 120; 2. მარგიანი - 152; 7. ალიო - 420; 2. კოლაუ ნადირაძე - 172; 8. ჭიჭინაძე კ. - 420; 4. ს. შანშიაშვილი - 348; 6. ს. აბაშელი - 444.

*
მიხეილ ჩიქოვანი: წერილი ფოლკლორზე მე მეკუთვნოდა, მასალებიც მე მივეცი. ამის შესახებ არაფერი არააო ანტოლოგიაში (ე. ი. ჩემი სახელი და გვარი არაა გამოცხადებულიო), ჰონორარიც არ მოუციათო (ვინ დაუკავებდა ჰონორარს?). ს. ჩიქოვანს ვთხოვეო მოსკოვში: მიჩვენე-მეთქი оттиск-ები. სიმონს ეჩქარებოდაო და მითხრა: ტფილისში გიჩვენებო, თბილისში ჩამოვედით, სთქვა: მოსკოვში გიჩვენებო! საერთოდ არ მიჩვენა და სჩანდა, რომ რაღაცას მამაძაღლობდაო.
- ამ წიგნის შესახებ დისკუსია უნდა მოვაწყოთ აკადემიაშიო (მაგრამ რატომ აკადემიაში და არა მწერალთა კავშირში?).
- როსდისთვის აპირებთ-მეთქი, - შევეკითხე.
- აი, როგორც კი წიგნი გავრცელდებაო! ჯერ არავის არა აქვს ეს წიგნიო (წიგნი ნამდვილად მხოლოდ ავტორებს ურიგდება ჩუმჩუმად, ფასის გადახდით, ისიც არა მწერალთა კავშირში, არამედ წიგნის მაღაზიაში №2 პლეხანოვის პროსპეკტზე: ასე შორს მწერალთა კავშირიდან? ასეთი მაგალითი ჯერ არ ყოფილა, რაღაც შიშიანობას ჰგავს. უმალავენ არა მარტო მწერალთა წრეებს, არამედ მთელ საზოგადოებას. რატომ ხდება ასე?).
მაშასადამე, დისკუსია მალე არ მოხდება.

ნოდარი - წიგნი იყიდებოდაო უნივერსიტეტში.  გამოჩნდა თუ არა, მაშინვე დაიტაცესო!

რუსთაველის ძეგლის გახსნის გამო
სწერდა მგოსანი: „თაყვანს ვერა ვსცემ...“