შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-411 - 1958 წელი


„გული“. 1958.
*
 [რუსთაველი. რუს თაველი. ბუ რუსთა ველი. რუსთა ველი.]

გული
გულით. გულწრფელად. გულით მიხარია. გულით მოხარული ვარ.
გულითადობა. გულწრფელობა.
გულისა. გულითადი. გულის აბგა (ანატ.).
გულმოსულად. გულწრფელ მადლობას გიძღვნით. გულითადი ადამიანი. გულფიცხად.
გაგულისება. გულშემატკივრობა. გულჩვილობა. გულშემატკივარი. გულ-ჩვილი.
გულის მანკი (порок сердца). გული ძლიერ მიცემდა. გული მიძგერდა. გული მეკუმშება. გული მეწურება. წმინდა გულით. სულით და გულით. გულის წამღები. გული დაშოშმინდა. გულდამძიმებით. გულზე ხელის დადებით (положа). გულქვა. გულგრილად. გული მიგრძნობს. გულში რაღაცა აქვს. გულის გაქვავება (ожесточить с.). გული მისკენ მიმიწევს. როგორც თვალი შორს, ისე გული შორს. ამ ჯავრიან გულზე. გულძვირად ყოფნა ვიზედმე.
გულის ფრიალი. გულის ძგერა. გულის ფანცქალი.
გულთამხილავი. გულთმისანი. გულთმხიბლავი. გულის მომჯადოებელი. გულის ტკივილით. გულშემოსაყარი. გულის გამხეთქი. გულმოსაკლავი. გულ ჩვილი. გული დაჭრილი. გულთბილად. გული გადამიტრიალდა. გულს ეწვის. გული ამოუჩუყდა. გული ვერ დაუდო. გულ-გაპობილი. გულს გული იცნობს. გულითა მხიარულითა. გულდიდობა. გულის აცრუება.
გული კინაღამ გადამიქანდა. გულ-ღრძუ. გულიანი ხარხარი. გული მომწყდა! გულიდან გადამივარდა. გულ სუსტი. გულმაგრად დახვდა. უგულებელყოფა. ააგულიანეს. გულფიცხი. გულმკვდარი. გულია (დიმიტრი). გულისაშვილი. გულქან. გულმკერდიანი. გულაღმა წოლა. გულის მოგება. გულის მონახვა. გულმხურვალე. გულისხმიერი. გულაყრილი. გულამრეზილი. გულდათუთქული. გული გაბზარული. გულმრთელი. გულჭირიანი. გულგასაგმირი. გულმშვიდი. გულმწყრალი. გულმშფოთარი. გულჯავრიანი. გული გაუსკდა. გულგახეთქილი. უსულგულო. ეგულება (მეგულება და სხვ.). გულის ყური. გულშემზარავი. გულანაწყვეტი. გულის დამწყვეტი. გულამოსკვნილი. გული როგორ უძლებს. გული უვარგა. გული ვაჟკაცის. გული სვანის (ე. ი. ავი). გულდახურული. გულის ატოკება. გული გოროზი. გული ბოროტი. გული სათნო. გულსაწყალი. გულშავი. საგულე. გულგაურეცხელი. გულდაგული. გულდადაგული. გულდამწვარი. გულდათუთქული. გულგატეხილი. გულგამთბარი. გულდამტკბარი. გულჩათხრობილი. გულდახშული. გულღვარძლიანი. ნაღვლიანი გული. გულჯავარი. გულის ჭოჭმანი. გულიც ხომ ზღვა არის. გულიმჯან, სულიმჯან. ერთმა გულმა მითხრა (მეორეს დავუჯერო?). ერთგული. ორგული. ერთ გულზე... (კინაღამ დავეთანხმე). გული მიწაწკანებს... გული ამოვარდნას ლამობდა. გულწამხდარი კაცია. გულსავსე. გულის წასვლა. გულშემოყრილი. გულის რევა. გულგაცვეთილი. გულგახურებული. გულცარიელი. გულგამოცლილი. გულზვიადი. გულის აცრუება. გულშემკრთალი.

*
შოთა რუსთაველის ძეგლი.
ამასწინად - ძველი ადგილიდან მოხსნეს პუშკინის ძეგლი. პუშკინს აქ მარჯვენა ხელი ჟილეტის უბეში  აქვს ჩადებული, მარჯვენაში უჭირავს ცილინდრი.
როგორია ნიზამის ძეგლი აზერბაიჯანში?
როგორია შევჩენკოს ძეგლი უკრაინაში?

ვეფხის ტყაოსანი
I. შესავალი
1. ვინცა ისმინოს, დაესვას ლახვარი გულსა ხეული- გვ. 4.

2. აწ ენა მინდა გამოთქმად, გული და ხელოვანება - გვ. 4.

3. დავჯე, რუსთველმან, გავლექსე, მისთვის გულ ლახვარ სობილი - გვ. 4.

4. აჰა, გული გამიჯნურდა, მიხდომია ველთა რბენა.

5. მუშა მიწყივ მუშაკობდეს, მეომარი გულოვნობდეს.

6. კვლა აქაცა იამების - შაირია ამით კარგი.

7. მეორე ლექსი ცოტაი, ნაწილი მოშაირეთა
არ ძალუც სრულქმნა სიტყვათა გულისა გასაგმირეთა - გვ 6.

8. ჰხამს მიჯნური ხანიერი, არ მეძავი, ბილწი, მრუში,
რა მოშორდეს მოყვარესა, გაამრავლოს სულთქმა უში.
გული ერთსა დააჯეროს, კუშტი მიჰხვდეს, გინდა ქუში - გვ. 7.

9. მას უშმაგო ვით მიენდოს, ვინ მოყვარე გაამჟღავნოს,
ამის მეტი რამცა ირგო, მას ავნოს და თვითცა ივნოს,
რათამცაღა ასახელოს, რა სიტყვითა მოაყივნოს.
რა ჰგავა თუ მოყვარესა კაცმან გული არ ატკინოს - გვ. 8.

10. ავსა კაცსა ავი სიტყვა ურჩევნია სულსა, გულსა - გვ. 8.

II. ამბავი როსტევან არაბთა მეფისა
11. მან მისთა მჭვრეტელთ წაუღის გული, გონება და სული - გვ.  9.

12. გულსა მისსა მიჯნურობა მისი ჰქონდა დამალულად - გვ. 11.

13. საბრალოა სიყვარული, კაცსა შეიქმს გულმოკლულად  - გვ. 11.

14. უხვსა მორჩილობს ყოველი, იგიცა ვინც ორგულია- გვ. 12.

15. მოიხმო მისი გამზრდელი, ერთგული, ნაერთგულევი  - გვ. 12.

III. როსტევან მეფისაგან და ავთანდილისაგან ნადირობა
16. მეფესა ესე ამბავი უჩნს, ვითა მღერა ნარდისა,
უხარის ეგრე სიკეთე მისისა განაზარდისა,
აქვს მიჯნურობა ამისი, ვითა ბულბულსა ვარდისა,
სიცილით ლაღობს, მიეცა გულით ამოსვლა დარდისა.

IV. ნახვა არაბთა მეფისაგან მის ყმისა ვეფხის ტყაოსანისა
17. ნახეს უცხო მოყმე ვინმე, ჯდა მტირალი წყლისა პირსა,
შავი ცხენი სადავითა ჰყვა ლომსა და ვითა გმირსა,
ხშირად ესხა მარგალიტი ლაგამ-აბჯარ-უნაგირსა,
ცრემლსა ვარდი დაეთრთვილა, გულსა მდუღრად ანატირსა - გვ. 20.
18. წავიდა მონა საუბრად მის ყმისა გულმდუღარისად - გვ. 20.
19. ვერა ჰკადრა საუბარი, მონა მეტად შეუზარდა,
დიდხანს უჭვრეტს გაკვირვებით, თუცა გული უმაგარდა - გვ. 21.
20. მის მონისა არა ესმა – სიტყვა, არცა ნაუბარი.
მათ ლაშქართა ზახილისა იყო ერთობ უგრძნობარი,
უცხოდ რადმე ამოსკვნოდა გული ცეცხლთა ნადებარი- გვ. 21.
21. რა პასუხი არა გასცა, მონა გარე შემობრუნდა,
როსტანს ჰკადრა: "შემიტყვია იმას თქვენი არა უნდა,
თვალნი მზეებრ გამირეტდეს, გული მეტად შემიძრწუნდა" - გვ. 21.
22. მეფე გაჰკვირდა, გაცასწყრა, გული უც მისთვის მწყრომარე - გვ. 21.

23. მეფე გასწყრა, გაგულისდა, ლაშქარნიცა შეუზახნა
(კაცმა საქმე მოაგვაროს, ვეჭვ, ჭმუნვასა ესე სჯობდეს) - გვ. 22.

24. "რა უმძიმდა, არ ვიცოდი, ან ტიროდა ვისთვის კიდე,
ჩემად ნახვად არ მოვიდა, გავგულისდი, წავეკიდე - გვ. 24.

25. კაცნი წავიდეს, იარეს მათ ერთი წელიწადია...
ცუდათ მაშვრალნი მოვიდეს, მათსავე გულსა ზადია - გვ. 25.

V. თინათინისაგან ავთანდილის გაგზავნა მის ყმის საძებრად
26. მაგრა  შორი სიყვარული შენგან ჩემი შემიტყვია:
ვიცი, რომე გაუწყვეტლად თვალთათ ცრემლი გისეტყვია.
შეუპყრიხარ სიყვარულსა, გული შენი დაუტყვია - გვ. 29.

27. შენგან ჩემი სიყვარული, ამით უფრო გაამყარე...
გულსა გარე საიმედო ია მორგე, ვარდი ყარე - გვ. 29.

28. ფიცით გითხრობ... შენგან კიდე თუ შევირთო რაცა ქმარი,
სრულად მოვსწყდე სამოთხესა, ქვესკნელს ვიყო დასანთქმარი.
შენი მკვლიდეს სიყვარული გულსა დანა ასაქმარი- გვ. 29.

29. ყმა ეტყვის თუ: "შენთა მჭვრეტთა თავი ხელი ა სად აგეს
ცეცხლთა, მანდით მოდებულთა, გული ჩემი ასადაგეს - გვ. 30.

30. ყმა წავიდა...
გული ჰქონდა გულისათვის, სიყვარულსა ავალებდა - გვ. 30.

31. მე წავიდე, მოვიარო, ვილაშქრო და ვინაპირო,
თინათინის ხელმწიფობა, მტერთა თქვენთა გულსა ვგმირო - გვ. 31.

32.    ყმა ადგა და წამოვიდა, მას დღე მათი ჩანს გაყრილი,
    როსტან მისთვის აატირა გონიერი გული, ლბილი - გვ. 31.

33.    ესეა მონა შერმადინ, ზემოთცა სახელდებული,
    თანაშეზრდილი, ერთგულიდა მისთვის თავდადებული - გვ. 32.

34.    მიბრძანა: "მიცან ამბავი მის ყმისა დაკარგულისა.
    მოხვიდე, სრულვქმნა მაშინღა შენი წადილი გულისა - გვ. 33.

35.    მომცა წამალი გულისა, აქამდის დადაგულისა - გვ. 33.

36.    ჰხამს მეფეთა ერთგულობა...

37.    მერმე ცეცხლი დაუვსია, აღარა მწვავს გულსა მურად - გვ. 33.

38.    ზრდანი ჩემნი მოიგონენ, გული ჩემი მოიმდედრე - გვ. 34.

39.    მოახსენა: უშენომან გულმან რამცა გაიხარა!- გვ. 34.

VI. წიგნი ავთანდილისა თავის ყმათა თანა
40.    დაწერა თუ: ჩემნო ყმანო, გამზრდელნო და ზოგნო ზრდილნო,
    ერთგულნო და მისანდონო...

41.    უჩვენა იგი უსტარი, ამბავი მისი თქმულები,
    რა მოისმინეს, ყველაი დარჩა გულ-დანაწყლულები.

VII. ავთანდილისაგან მის ყმისა ძებნად წასვლა
42.    ახალმან ფიფქმან დათოვა; ვარდი დათრთვილა, დანასა,
    მოუნდის გულსა დაცემა, ზოგჯერ მიმართის დანასა.

43.    ვარდი მის მზისა გაყრილი უფრო და უფრო ჭნებოდა,
    გულსა უთხრის თუ: „დათმეო“, ამად არ დია ბნდებოდა.

44.    თვენი ესხნეს ორანიღა, ამად სულთქვამს, ამად იშობს,
    „ვა თუ საქმე გამიმჟღავნდეს“, - კვლავ ამისთვის გულმოშიშობს.
    ავსა კარგად ვერვინ შესცვლის, თავსა ახლად ვერვინ იშობს.

45.    იტყვის: „ღმერთო, სამართალნი შენნი ჩემთვის რად ამრუდენ...
    გულით ჩემით სიხარულნი აღჰფხვრენ, ჭირნი დააბუდენ“...

46.    კვლაცა იტყვის...
    „დღეთა მეტად ნუ მოჰკვდები, გული ჩემი ნუ დადნების“.

47.    ორთა კაცთა წვეროსანთა ყმა მოჰყვანდა უწვერული,
    თავსა იყო დაკოდილი, შეებნიდა სისხლსა გული.

48.    „ვითა მე მივხვდი წადილსა, ჩემის გულისა ნებასა,
    აგრემცა ღმერთი ნურას იქმს ძმისა თქვენისა ვნებასა“.

49.    სული დაიღო მან ქალმან, დათმო გულისა წყლულობა,
    ქვაბს შეაყენა ტაიჭი, მოჰხადა აკაზმულობა - გვ. 46.

VIII. ამბავი ავთანდილისა, ასმათს რომ ეუბნების ქვაბშიგან
50.     კვლაცა ჰკითხა ზენარობით, მიუყარნა მუხლნი წინა,
    მაგრა ვერა ვერ დაჰყარა, მუდარობა მოეწყინა...
    პირსა ზედა გაგულისდა, თვალთა სისხლი მოედინა,
    ადგა, თმითა წამოზიდნა, ყელსა დანა დააბრჯინა - გვ. 49.

51.    ვარდისა ბაღსა მოგუბდა ცრემლისა საგუბარია,
    კვლა იქით ქალი ატირდა, მისთვის გულ-ნალმობარია.

52.    რა ქალსა მიჰხვდა ყმისაგან მიჯნურობისა სმინება,
    გულ-ამოხვინჩვით დაიწყო ასკეცად ცრემლთა დინება - გვ. 51.

53.    ავთანდილს ღმერთმან წადილი მისცა, გულისა ლხინება.

54.    "ღრუბელიცა ვერ მიჰხვდების, მე მისრულვარ სადა, მის, სად;
    გული თქვენი მიპოვნია, მისი შენდა, შენი მისად - გვ. 51.

55. მისი სახე გულსა ჩემსა, ხატად ასრე გამოვხატე.
მისთვის ხელმან, გამოჭრილმან, ლხინი ჩემი ვაალქატე - გვ. 52.

56. ქალმან უთხრა ყმასა სიტყვა პირველისა უამესი:
წეღან საქმე მტერობისა გულსა ჩემსა შთამოსთესი,
აწ მოყვარე გიპოვნივარ, დისაგანცა უფრო დესი  - გვ. 52.

(სიტყვა, ამხანაგო, პირველად აქვს რუსთაველს, მაგრამ...).

57. ცოტად მიწვა, მიიძინა, თუცა ყოლა ვერა მეტი,
შეკრთა, დიდნი დაიზახნა, წამოიჭრა ვითა რეტი.
იზახდის და წამწამ იკრის გულსა ლოდი, თავსა კეტი.
ცალკერძ ზის და პირსა იხოკს ქალი მისი შენამჭვრეტი - გვ. 55.

58. უბრძანა: "დაო, ეგეა მსგავსი შენისა გულისა,
მაგრა არ არი წამალი ქვეყანად ამა წყლულისა - გვ. 55.

IX. შეყრა ტარიელისა და ავთანდილისა
59. ქალი ადგა და წავიდა მის ყმისა მოსაყვანებლად;
"არ ეწყინაო", უამბობს, არს მისად მაგულვანებლად - გვ. 57.

60. რას მაქნევდით, რა გინდოდათ, ერთმანეთსა რითა ვგვანდით?
თქვენ მორჭმულნი თამაშობდით, ჩვენ, მტირალნი, ღაწვსა ვბანდით.
რა მონანი შესაპყრობლად, მომწიენით, გაჰგულვანდით,
აწ ვეჭვ, რომე ჩემად ნაცვლად თანა მკვდართა მოიტანდით.

61. ამა დღემან დამავიწყა, გული ჩემი ვინ დაბინდა.
დამიგდია სამსახური, იგი იქნას, რაცა გინდა - გვ. 60.

62. ტარიელ უთხრა: მე შენი გული აწ მემხურვალების,
მიკვირს, თუ ნაცვლად მაგისად შენ ჩემი რა გევალების! - გვ. 60.

63. კაცმან ვით ჰპოვოს, ღმრთისაგან რაც არა დანაბადია,
მით გული ჩემი სახმილმან აწ ასრე დანაბა დია - გვ. 61.

64. ასმათს უთხრა: მოდი, მოჯე, თანა წყალი მომიტანე,
დაბნედილსა მაპკურებდი, გული მითა გარდამხანე - გვ. 62

65. მოსთქვამს: ჰაი, საყვარელო, ჩემო, ჩემთვის დაკარგულო,
იმედო და სიცოცხლეო, გონებაო, სულო, გულო - გვ. 62.

66. ვინ მოგკვეთა, არა ვიცი, ხეო, ედემს დანერგულო,
ცეცხლმან ცხელმან ვით ვერ დაგწვა, გულო, ასჯერ დადაგულო - გვ. 62.

X. ტარიელისაგან თავის ამბის მბობა ავთანდილთანა
67. ხალვა მოსძულდა, შეექმნა გულს კაეშანთა ჯარები - გვ. 64.

68. აწ მე მწადს თქვენსა წინაშე მეცა ვცნა ძალი გულისა - გვ. 64.

69. დაბნედასა მიეწურა, ასმათ ასხა გულსა წყალი - გვ. 65.

70. ვუყვარდით და სწორად ვუჩნდით მეფესა და დედოფალსა,
აწ ვახსენებ, ვისგან ჩემი დაუდაგავს გული ალსა - გვ. 66.

71. ერთგულთაშეჰქმნეს ვაება, მტერთა - ხსენება იშისა - გვ. 67.

XI. ამბავი ტარიელის გამიჯნურებისა
72. მაშინ დავიწყე გარდახდა მე საწუთროსა ვალისა...
ალმასისა ხამს ლახვარი, ლახვრად გულისა სალისა.

73. ასმათ ფარდაგსა აზიდნა, გარე ვდეგ მოფარდაგულსა,
ქალსა შევხედე, ლახვარი მეცა ცნობასა და გულსა.

74. ასმათმან წყალი დაასხა, ცნობად მოვიდა ტარია,
დიდხანს ვერა სთქვა, სევდამან გული შეუპყრა, დარია.

75. მე პასუხი ვერა გავეც, ვითა შმაგი, შევკრთი დია;
კვლა დავეცი დაბნედილი, გულსა სისხლი გარდმეთხია.

76. „აქა ყოფნა გამამჟღავნებს, სახლსა ჩემსა მიმაწვინე!“
მანვე ჰქმნა და მორევჯობდი, გული წყლული გავარკინე.

77.    მე მოვახსენე: „პატრონო, გული აწ უფრო მრთელია,
    ცხენსა  შეჯდომა მწადიან, ვნახნე წყალნი და ველია“.

78.    ზაფრანის ფერად შეცვალნა ბროლი ცრემლისა ბანამან.
    გული უფრორე დამიჭრა ათიათასმან დანამან.

79.    დღენი გამოხდეს, და გული უფრორე დამწვეს კვლავ ალთა.
    ვეღარ ვუჭვრეტდი ლაშქართა, მინდორს თამამად მავალთა.

[2-ჯერ]. 300. 333.