შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-408 - 1958 წელი


41 წლის თავი ოქტომბრის.
1. რადიოში ბარიტონს მიჰყავდა გადმოცემა. ნეტავი ვინ არის?
2. ჰიმნი რუსული და ქართ. ორკესტრი.

3 წლიანი გეგმა  
1. გამოიცეს თხზულებანი [12] 9 ტომად.
2. თვითეული ტომის მიჩენილი იქნას ცალკე რედაქტორი.
3. კომპოზიტორთა კავშირის დახმარებით - სიმღერები.
4. მხატვართა კავშირის დახმარებით - პორტრეტები, ილიუსტრაციები, საბიოგრაფიო მასალები.
5. კედლის პორტრეტები.
6. აკადემიური გამოცემები.
7. სალიტერატურო წრეები.
8. შვიდი წიგნის ძეგლი კომკავშირის მოედანზე.
9. ბორჯომში ჩემი სახელობის ბიბლიოთეკა.
10. ტობანიერში ჩემი სახელობის ბიბლიოთეკა.
11. ნავთლუღში ჩემი სახელობის ბიბლიოთეკა.
12. უნივერსიტეტის ქუჩაზე ჩემი სახელობის წრე.
13. ორთაჭალაში ჩემი სახელობის ქუჩა.
14. მარინეს გაზეთი (კედლის გაზეთი).
გალაკტიონოლოგიის დაფუძნება.