შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-407 - 1958 წელი


* * *
ინგირი - აქვს თუ არა რაიმე კავშირი ამ პატარა, მშვენიერ სადგურს სახელწოდებასთან - ენგური? ჭაირეხ. პალმა. იქით - ხის პავილიონი. თუ ააგებ რაიმეს, უნდა იყოს მკვიდრი, საშვილიშვილო! ლითონზე უფრო მაგარი, პირმიდებზე მაღალი. იგრძნობა აფხაზეთის ტყეები, მათი ნიადაგის ნოყიერება. დრო, დრო აღნიშნე! აღნიშნე ეს ადგილიც. ინგირამდე კი ცაიში.

* * *
ამოდის. ამოდის, აჰა, ამოვიდა კიდეც აფხაზეთის დიდებული მზე.
გალი! მალე იქნება ოჩამჩირე (აკაკი, ნამიჭეიშვილის).

[15 Сентябрь].
დილით ცხრის ნახევარზე. მელაძე. გ. ტაბიძე. 1958 წ.