შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-404 - 1958 წელი


12 ნოემბერი. 15 სექტემბერი.

1. ლიტერატურული მუზეუმის მიერ გამოყოფილია უფროსი მეცნიერი მუშაკები, რომელთაც ევალებათ შეადგინონ გამოფენისათვის სახალხო პოეტის - გალაკტიონ ტაბიძის ცხოვრებისა და შემოქმედების სტაციონალური გამოფენის თემატიკურ-საექსპოზიციო გეგმა (საგამოფენო ფართობის გათვალისწინებით).
ხელოვნების მუშაკთა სახლის მიერ დათმობილია გამოფენისათვის (გამოფენის ერთი ნაწილისთვის, სახელდობრ, სადეკადო ნაწილისათვის) ფართობი, მაგრამ საჭიროა მეტი ფართობი, რომ აისახოს სახალხო პოეტის 50 წლის შემოქმედება.
საჭიროა: 1. გამოიყოს ფართობი ხელოვნების მუშაკთა სახლის ეზოში საგამოფენო პავილიონის მოსაწყობად.
პავილიონი - უნდა აიგოს დაკვრითი წესით ერთი თვის განმავლობაში.
რა არის ამისათვის საჭირო?
1.  დადგენილება ფართობის გამოყოფის შესახებ.
2. გეგმა პავილიონისა (ინჟინერის მიერ შედგენილი).
ეს ფართობი გამოყოფილი ყოფილა კინო-თეატრისთვის. საჭიროა სხვა ფართობის გამონახვა.

დიდი გამოფენის ფართობის საკითხი
1. უშანგი თავაძისა და ვანო კაკაბაძის თაოსნობით ან შეთანხმებით - მოეწყობა პავილიონი ხელოვნების მუშაკთა სახლის ბაღში - თავისუფალ ტერიტორიაზე. საჭიროა ინჟინერი დაპროექტებისათვის.
ვანო კაკაბაძე - დირექტორი. 3-56-67.
ნინო ჩიხლაძე - უფროსი მეცნიერი მუშაკი. 3-56-67.
დავით შუღლიაშვილი - უფროსი მეცნიერი მუშაკი. 3-56-67.
9 საათზე ვანო კაკაბაძისა და უშანგი თავაძის შეკრება მოხერხდება?
უშანგი მოდის 10 საათზე.
მისი ტელეფონია - 3-89-21 (დირექტორისა და ბუღალტერიის).

31 აგვ.
ნუნუს, „Заря“-ს, ვ. კაკაბაძეს.

ტელეფონები:
ნუნუ - 3-28-66 - რუსული ენის კაბინეტი.
„Заря“ - 3-63-28 - „Заря“. Отд. лит. и искусства (12 საათიდან).
თეატრ. სტამბა - 3-43-21 - თეატრ. საზოგად. სტამბა. ალისტრო.
ვ. კაკაბაძე - 3-56-67 - ლიტ. მუზეუმი. ვანო კაკაბაძე.
უშანგი თავაძე - 3-89-21 - უშანგი თავაძის.
მწ. კავშირი - 3-55-25 - მწერალთა კავშირის.
სერგის - 3-93-49 - სერგი ჭილაია.
ირაკლის - 3-54-90 - ირაკლი აბაშიძის.
ირ. თოიძე, უშანგი, კოლა კანდელაკს.

*
სხვა პროექტი, სხვა პროექტი, სხვა პროექტი. ეს პროექტი მიუღებელია.. (ჰმ, ჰმ, ჰმ!).

29. გალაკტიონ ტაბიძის სადეკადო თემატიკა.
[გალაკტი.] თუ როგორ?
გადაწყობა მასალებისა... დიდი ჩარჩოების.
 
*
31 ივლისი.
დიდი ჩარჩოების პრობლემა:
1. დღეს უნდა განთავისუფლდეს ყველა ჩარჩოები.
2. მოინახოს ადგილი მათი გამოფენისათვის.
3. გადათვლილ იქნას [სტენდები] ფურცლები - „Советская Грузия“.
4. პორტრეტები:  1. ვავა გაბუნია. 2. დ. გველესიანი. 3. ირ. ტოფაძე. 4. ჩუ-დეცკი. 5. ირ. თოიძე. 6. უჩა ჯაფარიძე. 7. კორნელი სანაძე. 8. გრ. მესხი. 9. უც-ნობი მხატვარი.

გადიდდება: ირაკლი გამრეკელის „გალაკტიონ ტაბიძის ჟურნალი“. სიდამონ-ერისთავის პორტრეტი. ჩერნიშკოვი (II ტომიდან პორტრ.). კროტკოვი  (პორტრეტი).
მუშკუდიანი №№1, 2, 3.
მხატვარი! მხატვარი! მხატვარი!
ია ეკალაძე. აუცილებლად. ჩარჩოები ორი.

დავანებოთ თავი ახალ ჩარჩოებზე ზრუნვას, გამოვიყენოთ, რომელიც გვაქვს!!!
1958 წ., 31 ივლისს
ხელოვნების მუშაკთა სახლის ყველა...

მხატვარი
1. VIII ტომი. 2. Избранные стихи и поэмы. 3. Сов. Грузия в творч. Г. Табидзе. 4. შელამაზება „ჰაეროსურათის“. 5. „მშვიდობის წიგნი“. წარწერა თვით. გვერდზე. 6. „VIII ტომი“. წარწერა თვით. ტომ. 7. Избранные.
105. Тематика творчества поэта.

*
4 აგვისტო.
11 საათამდის.
1. ლურჯი ქაღალდები. 2. წელი. ჩარჩო. 3. არაა საჭირო მასალების ერთ ოთახში ჩაკეტვა. 4. გამოტანა ყველა სტენდების.
11-12.
სახელგამი - ხელშეკრულება - ბილეთები.
Заря - ფლური. ბილეთები.
ბილეთების დარიგება.
ქალაქის საბჭოში. ბილეთები.
როგორაა საქმე?
ტელეფონით და სხვა.
აკადემია. მწერალთა კავშირი.
ჩოგოვაძე.

3-32-20 - Такси. Площадь Ленина.

*
მხარი მხარს, მხარი მხარს,
მეგობრებო, მხარი მხარს!
აბა, ჰე, აბა, ჰე!
აბა, მივცეთ მხარი მხარს.

წავიდეთ, მივუდგეთ
გაერთიანებულ ჯარს,
აბა, ჰე, აბა, ჰე,
აბა, მივსცეთ მხარი მხარს.

მეხი მეხს - ქარი ქარს,
ჩვენ კი მივსცეთ მხარი მხარს.
აბა, ჰე, აბა, ჰე,
აბა,  მივსცეთ მხარი მხარს.

*
ძეგლი მაია წყნეთელს.
კედელს, კეთილს, მკვეთელს, ჰკეთეს, მცხეთის.

*
გამაგრებული წელი,
ათას ხუთასი წელი
თიბავს თიბათვის ცელი,
უუძველესი ძელი,
როგორც ცემენტის მზელი...