შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-397 - 1958 წელი


გალაკტიონ ტაბიძე. 1958 г., აპრილი.
Не терять зря ни одного погожего дня.

Ночь - союзница смелых и умелых.
აქ ღამე მოკავშირეა - გამბედავთა და გონიერთა (არა მძინარეთა, არამედ...).

*
- დაიწყე ნოვოკაინის კეთება, - მირჩევს ექიმი... - 140 лет ჯიბეში გექნება. შეხედე, როგორა ვარ...  Мне семьдесять лет - თმები კი გამიშავდა.
მაგრამ... ძალიან კარგად ვიცნობ - ხოლო გვარი არ ვიცი.
С одинадцати часов до двенадцати.
მე თვითონ...
საღამოთი ავადმყოფები ამბობდენ, რომ აქაური ნოვოკაინი სრულებით არ ვარგა. კარგიაო უცხოეთის.
- მე ვიცი, შენ რა გინდა, მაგრამ... თავი სადა მაქვს, - ეუბნება მოხუცი ავადმყოფი ახალგაზრდა ლამაზ ექიმ ქალს. ჰმ. გოგონამ მრისხანედ შეხედა მოხუც ავადმყოფს.

10 წიგნთსაცავი
ათი სალიტ. წრე
1. თბილისის დიდი საჯარო წიგნთსაცავი კეცხოველის ქუჩაზე.
2. ჯაფარიძის სახელობის წიგნთსაცავი...
3. ჩემი სახელობის წიგნთსაცავი ნავთლუღში...
4. უნივერსიტეტის წიგნთსაცავი.
5. აკადემიის წიგნთსაცავები.
6. წიგნის პალატა.
7. სახ. მუზეუმის წიგნთსაცავი.
8. წიგნთსაცავი უნივერსიტეტის ქუჩაზე.
9. სახელგამის წიგნთსაცავი.
10.    ლეჩკომბინატის წიგნთსაცავი.
N. B. 1. ვინ ხელმძღვანელობს ამ ბიბლიოთეკებს? 2. არის თუ არა...

*
1. ნოდარი. 2. ნუნუ (8-6 მდე უნივერსიტ.). 3. ზეინაბი. 4. სამკურნალო კომბინატის მიმ. ქალი დაგვპირდა.

* * *
Кто не понимает божественную силу поэзии - тот не человек.
ალფრედ-დე-მიუსსე
ვისაც არ ესმის არაჩვეულებრივი, მგ...

მარჯანიშვილის თეატრი!!!
როდის თავდება იქ სეზონი? სეზონის შემდეგ მთელი ზაფხულის განმავლობაში იქ მოეწყობა ჩემი სალიტერატურო საღამოები მაღალ დონეზე (На высоком уровне).
მაისი, ივნისი, ივლისი, აგვისტო (ყოველდღიურად, რა თქმა უნდა, ასი საღამო, მაშასადამე).
ამისთვის საჭიროა მომწყობთა თავდადებული ორგანიზაცია. მტკიცე პატრიოტები (პრეზიდიუმის მსგავსი რამ, და წევრები).
ასი საღამო...
მაგრამ შეიძლება მეორე ნაირად: ხუთ-ხუთი საღამო სხვადასხვა ორგანიზაციებში (წიგნთსაცავებში, სასწავლებლებში, კლუბებში, დაწესებულებებში, კავშირებში, და სხვ. (?) და თითო დასკვნითი საღამო მარჯანიშვილის თეატრში. ე. ი. ათი საღამო. შემაჯამებელი - მარჯანიშვილის თეატრში.
მთავარია: მხატვართა კავშირი, მხატვართა აკადემია, მხატვართა კლუბი. აგრეთვე: კომპოზიტორთა კავშირი. ეს ორგანიზაციები დაგვეხმარებიან საღამოების მოწყობაში.
მწერალთა კავშირი.

*
1500. სულხან-საბა. სექტემბერში. 16 გვ.
Заря. პოემა. სულაბერიძე.
25. 50.
I. II. III. IV. V. VI. VII. VIII. IX..