შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-395 - 1958 წელი


საოჯახო.
ოქტომბერი.

1958 წ.
[Галактионология - მზადაა. მზადაა კლიშეები. 1. გალაკტიონოლოგია. 2. პორტრეტი].

პარასკევი. 21 მარტი.
1. Вызов с местного телефона городский станции производится путем набора цифры 8.  Ожидая городского гудка, и последующего набора номера городского абонента.
2. Вызывается, например, Гослитиздат - Е -1-63-11, тов. Деев. გამოვი¬და თუ არა წიგნი?
3. შემხვდა სასტუმროში დევი. მთხოვა სადეკადო ლექსი „კომუნისტისათვის“. მე ვუთხარი, რომ ლექსი უკვე დავუტოვე  „კომუნისტს“ თბილისშივე.
4. დამირეკა „Вечерняя Москва“-მ. გადავეცი, რომ დეკადისთვის ჩამოტანილი მაქვს 10 ახალი ლექსი, ყველას სათაურები ჩამოვუთვალე.  ვუთხარი ჩემი აზრი და სურვილები დეკადის შესახებ. დაიბეჭდებაო ხვალ, 22 მარტს. სასიამოვნოა, რომ დაინტერესდენ ჩემი ჩამოსვლით.
5. ჩვენები წავიდნენ გორკაში: მომცეს მეც წინადადება, მაგრამ...
6. ხვალ იქნება ჩემი პირველი გამოსვლა – სვეტებიან დარბაზში. მე ქართული ლექსი მზადა მაქვს, მაგრამ თარგმანი? რუსულიცა მაქვს, მაგრამ ის უნდა წაიკითხოს არტისტმა.
7. დღევანდელი გაზეთები სავსეა დეკადაზე წერილებით („Правда“, „Известия“, „Московская Правда“, „СоветскаяРоссия“, „Советская Культура“. ერთ მეთაურში კალე ბობოხიძის ციტატებია).
8. ეშმაკობენ აქ დამხდურნი: ჩიქოვანი, აბაშიძეები და სხვ. წერილებშიც მხოლოდ ისინი იხსენებიან, მაგრამ... ვნახოთ ბოლოს.
9. „მოსკოვის“ სასტუმროში ვისაც ვეკითხები, გამოვიდა თუ არა ჩემი წიგნი (გოსლიტიზდატი), ვკითხე, მაგალითად, ჩიქოვანს: არ ვიციო, - იყო პასუხი. ჰმ!.. ყველა, თურმე, აქ მხოლოდ თავის საქმეს იკეთებდა.
10. საინტერესოა ჯავახიშვილის, მჟავანაძის და სხვ. წერილები. რატომღაც აქ  მე არ მახსენებენ.
11. Обвал задержал нас в пути. Гоги по дороге заболел и решил вернуться обратно со станции Адлер в Сухуми.
12. Галактион Табидзе. Гослитиздат. 1958. დღეს მივიღე ორი ეკზემპლიარი. წიგნი შეიცავს 9.932.
9.932 - 99.320 - 10 მან. 99320 : 2 = 49.660 - 5 მან.
დეევმა გადმომცა ორი ეკზემპლიარი ჩემი ახლად გამოსული წიგნისა. წიგნი შეიცავს 9.938 სტრიქონს. დეევმა მითხრა, რომ ნაწილს ეხლა მომცემს გონორარისას, ნაწილს კი გამომიგზავნის (რას მაძლევს სტრიქონში, არ ვიცი - ხელშეკრულებაც დადებული არა გვაქვს).
იქვე ეგდო სიმონა ჩიქოვანიც.
დღეს სასტუმროში მოვიდა ვიღაც ფოტოგრაფი. ბევრი გვაწვალა. მთელი საათი მაპროწიალა მეათე სართულის (ეტყობა ვიღაცის მიერ მოგზავნილი იყო, - სთქვა ლეონიძემ) კორიდორებში: "კრიტიკოს" (ევგენი პეტრეს ძე რიაპასოვი) გვარი.
დეევმა რომ დაინახა, რომ ფეხით ძლივს დავდიოდი, მითხრა, წყალტუბოში უნდა წახვიდეთო. მე ოთხჯერ ვარ ნამყოფი წყალტუბოშიო. ჰმ! ჰმ! ჰმ!
აქ ჩამოიტანეს გაზეთი „კომუნისტი“.  პირველ გვერდზე ჩემი ლექსია.
ვანო წულუკიძემ სთქვა, რომ ამზადებს მონოგრაფიას, რომელიც გაიხსნება ჩემით (ჩემზე გამოთქმული მოსაზრებებით).
ვანო წულუკიძემ სთქვა, რომ ჟურნალი „ხელოვნება“ მიეძღვნება (ერთი მთლიანი ნომერი) ჩემს შემოქმედებას - 50 წელთან დაკავშირებით.
მხატვარმა სანაძემ სთქვა, რომ ამზადებს ჩემს პორტრეტს.
შევხვდი მოქანდაკე კანდელაკს, ამთავრებს, ნეტავი, ჩემს ბიუსტს?
სასტუმროში შემხვდა სიმპატიური კაცი: Вы меня не помните, - მითხრა, - Я Вас в 1935 году отправлял в Париж. - აჰ, - გავიფიქრე, - ეს ძვირფასი ადამიანი. მაშინ მან კოსტიუმიც შემაძენინა, საკმარისი თანხაც მიშოვნა, ბილეთების საქმე გაჩარხა. ერთის სიტყვით, ძალიან დამეხმარა. გუშინაც რკინისგზის სადგურზე დამხვდა. მძიმე ჩემოდანი ავტომობილამდის მიიტანა. Я и сейчас в союзе писателей работаю, - დაუმატა მან. აჰ, აჰ...
რაღაც საიდუმლოებაა ჩემი სასტუმროს ოთახის კარები: ვერც ვაღებ და ვერც ვკეტავ; მოვა კელნერშა: კიდევაც აღებს და კიდევაც კეტავს.
საღამოთი ვესტიბიულში დიდხანს ვსაუბრობდით: მე, მამია ასათიანი, საშა ქუთათელი, ოსი პოეტი. მათ ძალზე შეაქეს ჩემი რუსული წიგნი. იგონებდენ ჩემს ძველს ლექსებს (თეთრი პელიკანი და სხვ.). დიდხანს გულღიად და გულწრფელად ვსაუბრობდით.

22 მარტი.
რეკავს მ. ქვლივიძე: „ბატონო გალაკტიონ! დღეს რვის ნახევარზე თქვენ გამოდიხართ სვეტებიან დარბაზში. თქვენ პირველი გამოდიხართ და კითხულობთ ლექსს ქართულად, რათა დამსწრეებმა მოისმინონ ქართული ლექსის ჟღერადობა. ლექსი პატარა უნდა იყოს, ვინაიდან შემდეგ გამოდიან რუსის არტისტები. დიდი ლექსი საჭირო არ არის, მაშასადამე“. ეს ის ქვლივიძეა, რომელმაც სადგურზე ყვავილები მომიტანა, რისი ეშინიათ ნეტავი? რუსული თარგმანის? ვნახოთ, დიმიტრი გულია აფხაზურად წაიკითხავს თუ რუსულად, დიდსა თუ პატარა ლექსს. მე კი გამოვალ ჩემი პატარა ლექსით: დეკადის დროშები.
ქუთათელი (ყოყია) მეპატიჟება ტრეტიაკოვის გალერეაში. უარი ვუთხარი. რა მეგალერეება!
მამია ასათიანმა მომიტანა დღევანდელი (დეკადის ლიტერატ. პირველი) საღამოის შესასვლელი ბარათი სვეტებიან დარბაზში. თან გადამეხვია და გადამკოცნა. ჩემი პატრიოტია, ეტყობა!
დღევანდელი გაზეთები: „Правда“, „Известия“, „Лит. Газета!“, „Красная Звезда“, „Труд“, „Советская Россия“, „Комс. Правда“, „Московская Правда“, „Советская Культура“ - სავსეა წერილებით დეკადის გახსნაზე. ჩემს შესახებაც არის ძლიერი ადგილები „Литературная Газеза“-ში (გია მარგვ.) - „Вечерняя Москва“ დიდებულად იწყება ჩემი სახელითა და გვარით.
საღამოს 7 საათზე და 30 წუთზე სვეტებიან დარბაზში (პუშკინის ქ. №1) გაიხსნა ქართული ხელოვნებისა და ლიტერატურის - ლიტერატურული ნაწილი, ა. ს. სობოლევის თავმჯდომარეობით, გამოვიდა16 პოეტი. ლიტერატურული ნაწილი დაიწყო ჩემით (მქუხარე ტაშისცემა გამოცხადებისთანავე). წავიკითხე ლექსი „დეკადის დროშებით“. ოვაციები გამიმართეს. ფოიეშიც მილოცავდნენ ბრწყინვალე გამოსვლას: რა დიდებული, მაღალი, სასიამოვნო ტემბრის ხმა გაქვთო, - მეუბნებოდენ (არც ერთს ჩემს გარდა, ხმა არ უვარგოდა). შემდეგ ანტოკოლსკიმ წაიკითხა თავისი თარგმანი ჩემი ლექსისა „მაისი და მშვიდობა“. მშვენიერი პოეტია ანტოკოლსკი. ახასიათებს ზრდილობა და... არც ერთი პოეტის თარგმანები თვით მთარგმნელს არ წაუკითხავს, გარდა ან¬ტოკოლსკისა, ისე კარგად. მე მადლობა გამოვუცხადე მას. შალვა დადიანის და ცოტათი მარიკა ბარათაშვილის გარდა, ყველა დანარჩენი მწერლების ლექ¬სე¬ბი მოისუსტებდენ. მაგრამ საერთოდ არა უშავდათ-რა. მე მიხარია, რომ დღე¬ვანდელი საღამო, ასე თუ ისე, კულტურულად ჩატარდა.
ჟორჟიკა მდივანს, როგორც ეს მითხრა ჭინჭილაიამ, გადავეცი მოსკოვის გა¬ზეთებში დასაბეჭდათ 6 ლექსი - თარგმანები. დამპირდა. ვნახოთ, რა გა¬მო¬ვა.
ზლატკინმა სასტუმროში მითხრა, რომ იგი ამზადებს ჩემს წიგნს. წიგნის შედ¬გენა დაუვალებია ბუბუთოვისთვის. ეს დიდებული საქმეა. ჩას¬ვლის¬თა¬ნა¬ვე უნდა დავეხმაროთ (როგორც "ზარია"-ს, ისე აკადემიას, რომელიც I ტომს ამ¬ზადებს).
დეევმა მითხრა, რომ დღეს მხოლოდ ჩემი წიგნი იყიდება სვეტებიან დარ¬ბაზ¬ში (დეევი რაღაც უფრო სიმპატიურად მეჩვენება. ვნახოთ, როგორ დამ¬თავ¬რდება ჩემი და მისი დამოკიდებულება. 9.932 სტრიქონი! 7).
შალვა რადიანი და მისი ოჯახობა სასტუმროში მეუბნებოდენ, რომ ჩემი გა¬¬მოს¬ვლა - იშვიათი რამ იყო. განსაკუთრებით ხმა, მაღალი და კარგი. მოს¬წონთ ის, რომ აუდიტორია ჩემს გამოსვლას ასე დიდებულად შეხვდა.
ჟურნალი „Новый Мир“ გამოვიდა. შიგ არის ჩემი ლექსიც, სახელი და გვა¬რი აღნიშნვით: საქართველოს სახალხო პოეტი.
დიდი წიგნი „ანტოლოგია“ გამოსულია. ყველაზე მეტი ჩემი ლექსებია. ეს მოს¬კოვის „ანტოლოგია“ გახლავთ.. (ჰმ. არ გამოდგა ასე).
ასე ჩატარდა დღევანდელი დღე.
დაესწრნენ მჟავანაძე და ჯავახიშვილი.
(ჰონორარების ამბავი: ირაკლი აბაშიძე მამაძაღლობს, მამია ასათიანის გად¬¬მოცემით).

23 მარტი.
ჩემთან იყო რევაზ მარგიანი. - დიდებული იყავითო. როგორი აღტაცებით შეგ¬ხვდათ ხალხი, მთავრობა. მჟავანაძესაც ძალიან მოეწონა. ოო, თქვენი ლექ¬სი მოკ¬ლე იყო და სხარტი. სამწუხაროდო, ყველას გამოსვლები არ ვარგოდაო. გა¬აბესო ეს გრძელ-გრძელი ლექსები. განსაკუთრებით ის ქალი. რევაზს ძლიერ მო¬ეწონა ჩემი აქ გამოსული წიგნი. ოო, ძლიერ დიდი წიგნიაო. დეკადისთვის დღეს არაფერი არ უნდა იყოსო.
ლეონიძე შემხვდა სასტუმროსთან. მითხრა: - არ გისადილნია, კაცო! მო¬დი, აქ შავიდეთო. მას დაეთანხმა ქუთათელიც (ყოყია). მე ვუთხარი, რომ საქ¬მე¬ზე მეჩქარება-მეთქი. „დროშები მაღლა, მაღლა, სულ მაღლა!“
შემხვდა ზედგინიძის ვაჟი. აღტაცებით მითხრა: რა დიდებულად იყავითო გუ¬შინ. როგორ არტისტიულად კითხულობდითო. თან გაზეთი „კომუნისტი“ მიჩ¬ვენა! შეხედეთ, თქვენი ლექსი საუცხოვოთ პარველ გვერდზედაა და¬ბეჭ¬დი¬ლიო, მაგრამ თქვენ რომ წაიკითხეთ, მგონი, ის არ არისო.
მეც დავხედე გაზეთს: უკანასკნელი სტრიქონები სულ შეუცვლიათ, მაგ¬რამ „მაი აფერია“ - როგორც გურულები იტყვიან.
მოსკოვში დეკადისათვის გამოსულ ჩემს წიგნში 277 ლექსები და პო¬ე¬მე¬ბია მოთავსებული. წიგნი შეიცავს 475 გვერდს. თარგმნის ლექსებს 34 პოეტი: ან¬ტო¬კოლსკი, არსენევა, ალექსანდროვა, ანანიაშვილი, ბუგაევსკი, ბრიკი, გა¬ტო¬ვი, გრებ¬ნიოვი, გოლუბკოვი, გაფრინდაშვილი, დერჟავინი, დინნიკი, ზა¬ბო¬ლოცკი, ზვიაგინ¬ცევა, ივინსკაია, კორჩაგინი, კუზმიჩოვი, კრეიტანი, კა¬რა¬ბანი, ლიპსკეროვი, ლიუბი¬ნი, ლოკატელი, მეჟიროვი, მანუხინი, ნი¬კო¬ლა¬ევ¬სკაია, პოსტუპალსკი, პენკოვსკი, პეტრენკო, პოტაპოვი, სნეგოვა, სტა¬როს¬ტინი, სმირნოვი, სერებრიაკოვი, სოლოვი¬ოვი, ტალოვი, ტარკოვსკი, ტურ¬გა¬ნოვი, ტიხონოვი, ცაგარელი, ცველოვი, შალამო¬ვი. სახელმწიფო მხატვრული გა¬მომცემლობის დირეკტორია დეევი, მხატვარი - ბალჩევსკი, რედაკტორი - ხი¬თაროვა, მხატვრული რედაკტორი - კუდრიავცევა, ტექნიკური რე¬დაკ¬ტო¬რი - გონჩაროვა, კორეკტორი - ჩირკუნაევია. ყველანი უგული¬თადესი მად¬ლო¬ბის ღირსნი არიან ასეთი მშვენიერი წიგნის გამოცემისათვის.
მაგრამ ლეონიძე თავისას განაგრძობს. იგი მთვრალი შემხვდა კორიდორში (მა¬ტარებელში ხომ კაცს არა ჰგავდა. აგვიკლო ყველა. დადიოდა ვაგონებში და აწუხებდა ყველას). დღესაც მთვრალია. - რა გაძლებინებს მარტოს, - მე¬უბ¬ნება ის, - დაუძახე რომელიმე ქალს! მე ძალზე გამეცინა. გოგლა მომშორდა და იქვე მახ¬ლობ¬ლად სასტუმროს მეთვალყურე ქალს რაღაცას ძალზე სე¬რი¬ო¬ზულად ესაუბ¬რებოდა, თან ჩემზე მიუთითებდა. Нет, нет, - ეუბნებოდა ის ქა¬ლი. მე ვიგრძენი, რაზედ საუბრობდა გოგლა: აი, იქ რომ კაციაო, ჩემზე ეუბ¬ნე¬ბოდა, ახლავე რომელი¬მე ქალი მოუყვანეო... ალბად, ასე იყო. სასტუმროს მეთ¬ვალყურე ქალმა, ალბად, იგრძნო, რომ გოგლა ხუმრობდა. გოგლამ შემდეგ მე მომმართა: გალაქტიონ, წავი¬დეთ ჩემთან, დავლიოთ ღვინოო. მე მადლობა ვუთ¬ხარი დიდი, შემოვივლი როგორმე-მეთქი. იგი წავიდა. ღამის თორმეტის ნა¬ხევარი იყო.
ესეც შენი დეკადის მონაწილე!
ტკივილებმა ცოტათი მიკლო. ფეხები მაინც... ეჰ, წყალტუბო, წყალტუბო. დე¬ევი ყოველ წელს დადის იქ მოსკოვიდან. მე კი იქვე ვარ და ვერ მო¬მი¬ხერ¬ხე¬ბია.
ვიღაც უცნობი ინტელიგენტი მიახლოვდება, თავისი ქალიშვილით.
- ემთხვიე ხელზე, ხელზე ემთხვიე პოეტების მეფეს, - ეუბნება იგი ქა¬ლიშ¬ვილს. თან გულწრფელად მესალმება: Да здравствует король поэтов! - ამ¬ბობს იგი.
და აი -
კრემლის საათმაც თორმეტჯერ დარეკა...

24 მარტი.
„Правда“ - სამუდამოდ დასამახსოვრებელი წერილია დეკადის შესახებ. ალ¬ბად, მისი ავტორია „დეკადის შტაბი“. ირჩევა ამ წერილში თბილისის გა¬ზე¬თე¬ბის „კომუნისტი“-ს და „Заря Востока“-ს სადეკადო ნომრები.
- ქალბატონი ნინა მინდა, თუ შეიძლებოდეს, - რეკავს ვიღაცა, განგებ კი არ ასახელებს თავის სახელსა და გვარს. უზრდელი! ან შეიძლება ვინმეს სურს გაიგოს, მარტო ჩამოვედი თუ ოჯახობით.
ბევრს ვფიქრობ „გოსლიტიზდატზე“. ჩვენ ხომ არა გვაქვს დადებული ხელ¬შეკ¬რულება.
ვიღაცა კიდევ რეკავს: ვიღებ მილს. ქალის ხმა ამბობს: „Вы... простите, голос не тот...“
თორმეტ საათზე გავექანე გოსლიტიზდატისაკენ. დიდხანს ვუცადე იქ დე¬ევს, როგორც იყო, ვნახე. ვკითხე: მოგეწონათ თუ არა ჩვენი სადეკადო სა¬ღამო სვეტებიან დარბაზში. მან მიპასუხა: არა, არ მომეწონა. ბევრი რამ იყოო ზედმეტიო. რა საჭირო იყო დაფა-ზურნა, ცეკვები და სხვ. მე დავეთანხმე დე¬ევს, მართლაც, ბევრი რამ იყო ზედმეტი. მომწყობლების ბრალია-მეთქი.
გადავედით წიგნის საკითხზე. 9,932 სტრიქონია-მეთქი.
- არა, - სთქვა დეევმა, - კარგად ვერ გამოგიანგარიშებიათ. სტრიქონების რიც¬ხვი გაცილებით მეტია. აი, კალკულიატორები გამოიანგარიშებენ კარ¬გა¬დო.
- ლექსების სათაურებსაც ხომ არ თვლით სტრიქონებად?
- მაშა? სათაურებიც სტრიქონებად ითვლება. მეტია, რა თქმა უნდა. აი ნა¬ხავთ (მან გაიღიმა და ჩაწერა ჩემი გამოანგარიშება - 9.932 სტრიქონი). აბა, ვნა¬ხოთო.
- სტრიქონს როგორ ანგარიშობთ: ე. ი. ჰონორარი რამდენია?
- პირველად დაბეჭდილზე 20 მანეთი - დანარჩენზე 14 მან... (გულმა სი¬ხა¬რულით დამიწყო ძგერა: მე 5 მანეთზე მეტს არ ველოდი).
- გამოიარეთ დღეის სწორსო, - მითხრა (ე. ი. 31 მარტს), - საბოლოოდ და¬ზუსტებული იქნება ყველაფერიო.
აღტაცებით სავსე ვბრუნდები სასტუმროში. მაშასადამე... ერთი კვირა კი¬დევ. სას¬ტუმროს კარებთან მხვდება ბესო ჟღენტის ქალიშვილი. ძალზე კულ¬ტურული ბავში.  გულითადათ მესალმება. ჭილაია და გრ. აბაშიძე სას¬ტუმ¬როს ვესტიბიულში აგრო¬ვებენ მწერლებს  რომელიღაც საღამოზე წა¬სა¬რე¬კად. ჰმ! როდესაც მე მათ ვუთხარი, რომ რაღაცა ავადა ვარ-მეთქი, არა¬ფე¬რი, თითქო ბუზს გაუფრენია: რა უკულტურო ხალხია, ღმერთო ჩემო!

25 მარტი.
გამოსარკვევია ავტომობილის შეძენის საკითხი. აუცილებელია.
დარეკა მოსკოვის წიგნის რედაკტორმა ქალმა. ხვალ შევხვდებით მწე¬რალ¬თა კავშირში ( ვინ არის ჯალიაშვილი?). შესაძლებელია თუ არა შემდგომი ორი ტომის¬თვის მზადება? უნდა გადაეცეს ჩემი წიგნი, VIII ტომი, 2 ეგ¬ზემ¬პლი¬არი ხითაროვას.
დღეს „Известия“-ს პირველ გვერდზე ჩემი ლექსია.
ჯალიაშვილი ისევ იმავე გოსიზდატის თანამშრომელი ყოფილა. ქალი, ასე მით¬ხრა ხითაროვამ.

26 მარტი.
იყო ჩემთან რადიო-გადაცემის კორესპონდენტი ქალი. ჩაიწერა საუბარი.
12 საათზე მწერალთა კავშირში შესდგა ქართული პოეზიის გარჩევა (ძა¬ლი¬ან კრეტინული).
კ. ჭიჭინაძემ, გომიაშვილმა, რევაზ ასაევმა ერთად ვისადილეთ. საუბარი იყო დეკადაზე, გომიაშვილმა დალია ჩემი სადღეგრძელო და სთქვა: სთქვან თუ არა სთქვან რაიმე გალაკტიონზე, იგი მაინც გენიაა და პირველი პოეტი სა¬ქარ¬თველოსიო. ამან გამოიწვია კ. ჭიჭინაძის რეპლიკა.
ასაევს ვუთხარი, რომ ორი კვირის შემდეგ ვიქნები სტალინირში (ასაევი ცხოვ¬რობს სასტუმრო „Москва“-ში).
„გრანდ ოტელში“ ერთ სუფრაზე მოვხვდი თორმეტ მხატვართან (უჩა ჯა¬ფა¬რიძე, შალვა... და სხვ.). ოვაციები გამიმართეს. აძაგებდენ მწერლებს, რომ¬ლე¬ბიც დაძვრებიან და ხმაურობენ, ყალბ ცნობებს აწვდიან  რედაქციებსო. ძა¬ლიან დაუვიწყარი შეხვედრა გვქონდა. „მხატვართა კლუბის“ გამგე მხატ¬ვარ¬მა სთქვა - თქვენი გამოფენა უნდა მოვაწყოთო.
ასი პოეტი! ო, დიდებული იქნება. ჩასვლისთანავე. უჩა თუ ჩემს მხარეზეა.
წიგნის რედაქტორმა ს. ხითაროვამ მითხრა, რომ სურს მოაწყოს შეხვედრა ჩე¬მი და მთარგმნელებისა (სადილი). მე დავეთანხმე... გამაცნო ერთი მთარ¬გმნე¬ლი ქალთაგანი - კ. არსენევა.
გადაგვიღეს. ძალიან ბევრი ფოტო-სურათი გამოვა, რომ შეგროვდეს.
ხვალ 11 საათზე გაგრძელდება პოეზიის განხილვაო.
„Известия“-მ დამირეკა, რათა მივიღო ჰონორარი გუშინდელი ლექ¬სის¬თვის.
ახსენეს მიხ. გოლოდნი: მას ერთი ლექსი აქვს ჩემი ნათარგმნი.
ჭილაიას მონოგრაფია გამოსულა ჩემს შესახებ: არსად კი არა სჩანს, რო¬გორ მალავენ ყველაფერს.
ხითაროვამ მითხრა, რომ კალკულიატორებმა გამოიანგარიშეს სტრი¬ქო¬ნე¬ბის რიცხვი წიგნში. სულ არისო 9.645 სტრიქონი. მე კი მეგონა 9.932 ე. ი. 287 სტრი¬ქონი მეტი მიანგარიშნია. მაი აფერია.
უნდა ვიშოვო როგორმე დეკადის შტაბის სია.
ერთმა ამხანაგმა არ მირჩია ავტომობილის შეძენა! მართალია ის!
დღეს მოსკოვის რადიოთი ყოფილა გადმოცემა ჩემთან საუბრის შესახებ, რომ სრულდება 50 წელი ჩემი სალიტერატურო მუშაობის, რომ გამოდის ნა¬წარ¬¬მოებთა სრული კრებული, რომ 30 რუსი პოეტი მუშაობს ამ ნაწერების თარ¬გმანზე და გამოვა რუსული კრებულიც. ვაშა! 50 წელი გამოცხადებულია! ნა¬წარმოებთა სრული კრებული გამოცხადებულია! რუსული კრებულიც გა¬მოც¬ხადებულია. რადიო-გადაცემის შესახებ მიამბეს გ. ბერძენიშვილმა და შ. რა¬დიანმა.
შემხვდა ოსი პოეტი. ის არ მუშაობს ოსეთში, ის აქ არის, მოსკოვში, სწავ¬ლობს ლიტერატურის ინსტიტუტში: ოსეთში დარჩნენო შოვინისტებიო: ჰა¬ფე¬ზი და სხვებიო. გახსოვსო, მითხრა, როგორი საღამო მოგიწყვეთო სტა¬ლი¬ნირ¬ში, რა დიდი სიყვარულით შეგხვდნენო.
ერთმა მხატვარმა მითხრა, რომ მას ჰქონდა ვ. კროტკოვის მიერ და¬ხა¬ტუ¬ლი ჩემი პორტრეტი, და რომ ის პორტრეტი, არა მე, არამედ მუზეუმს ჩა¬ა¬ბა¬რა, მხატ¬ვართა მუზეუმს. საინტერესოა, აქვს თუ არა სხვა ჩემი პორ¬ტრე¬ტე¬ბი? როგორც მახ¬სოვს, გრიგოლ მესხმაც, მგონია...
დღეს მურმან ლებანიძე მეპატიჟებოდა, ვიღაცა ორი რუსი პოეტი ცხოვ¬რობ¬¬სო აქ...  მე უარი ვუთხარი. მურმანს აუღია გუშინ „ანტოლოგიის“ ჰო¬ნო¬რა¬რი. მეც ხომ მეკუთვნის. მივალ იქ ზეგ ანტოლოგიისთვისაც, იზ¬ვეს¬ტი¬ის¬თვი¬საც, პრავდის¬თვისაც.
სანდრო შანშიაშვილის ცოლმა ძალზე ზრდილობიანი ღიმილით დამიკრა თა¬ვი... მნიშვნელოვნად, არაჩვეულებრივად.
მოსკოვის რადიო-გადაცემას უუდიდესი მნიშვნელობა აქვს ჩემთვის.

27 მარტი.
მწერალთა კავშირში დღეს 11 საათზე მოეწყო განგრძობა დისკუსიის. გა¬მო¬დი¬ოდენ რუსები და აქებდენ სიმონა ჩიქოვანს და მისთანებს.
- ჩაწყობილია აქ რაღაც საქმე, - სთქვა იონა ვაკელმა და ეს სიტყვები სწრა¬ფად გავრცელდა - „ჩაწყობილია“?
კარგად გამოვიდა უკრაინის დელეგატი მწერალი. მან პირველად მე მახ¬სე¬ნა.
უკრაინელმა მწერალმა მითხრა, რომ ისა და პავლო ტიჩინა ამზადებენ ჩემს თარგმანებს.
კარგი იყო გამოსვლა ერთი მწერლის (რუსის), რომელმაც მეც მახსენა პირ¬ველი. როდესაც მან მოიგონა გიორგი ქუჩიშვილი - ტაშისცემის ქუხილი ატ¬ყდა მთელ დარბაზში.
ბევრს ლაპარაკობდენ ქვლივიძეზე. „ჩაწყობილია“ ეს საქმეც!
ფოტოგრაფებმა წელი წაიღეს: მიღებდნენ ხან ცალკე, ხან ჯგუფში. ყველა ეს სურათები რომ დაგროვდეს - მთელი გამოფენა გამოვა.
ჩაჩავა დაპროწიალობდა (სიმონას აგენტი) ძალიან ეშმაკურად. ბილეთი?
შემხვდა სერგეი გოროდეცკი. დიდი ხნის ნაცნობია (გულწრფელი კაცი).
შემხვდა ზაბოლოცკი - ჩემი ლექსების მთარგმნელი...
ერთმა დამსწრეთაგანმა წამჩურჩულა: გოჭებს ადიდებენ და ლომები ავიწ¬ყდე¬ბათო.

28 მარტი.
დიდებული შეხვედრა გვქონდა სამხედროებთან. ოვაციები გამიმართეს. სა¬ღამო მიჰყავდა კირსანოვს. კარგი იყო აკაკი ბელიაშვილის გამოსვლა.
მწერალთა კავშირში განაგრძობდენ ხულიგნობას.
კარგი იყო სანდრო ეულის გამოსვლა ფორმალისტების წინააღმდეგ.
ეულს უერთდება იონა ვაკელი: ყველაფერი ჩაწყობილიაო, - ამბობს.
საერთოდ გავრცელდა ფრაზა: ჩაწყობა, ჩაწყობილი.
ტიხონოვს ჩემი მხოლოდ ოთხი ლექსი აქვს ჩემი. სხვების... (გა¬მომ¬ცემ¬ლო¬ბა „Заря Востока“).
ანტოლოგია შეუდგენია ჩიქოვანს. თავისი ლექსებით გაუჭედია. ჩემიც არის: 14 გვერდი.
იგორ ურუშაძის წიგნში არის ჩემი პორტრეტი - ქანდაკება იაკობ ნი¬კო¬ლა¬ძის.
კალე ბობოხიძე ლაპარაკობს პლაკატზე, რომელზედაც მე გამოხატული ვარ ყველაზე დიდად.
გამოვიდა თუ არა წიგნად დეკადის კამათები?
შემხვდა ჩხიკვიშვილი (კულტურის მინისტრი).

29 მარტი.
რადიო აცხადებს: გამოვლენ ლეონიძე, ტაბიძე (მაინც თავისი გააქვთ ფორ¬მა¬ლის¬ტებს). ჰმ...
რეკავს ვიღაცა, როდესაც ავიღებ მილს, არავინ მპასუხობს...
მაშასადამე: დეკადაში გამოვედი ჯერჯერობით სულ სამ¬ჯერ: მაგრამ ყო¬ველ¬¬თვის პირველად. ლექსები დაიბეჭდა „Правда“-ში და „Известия“-ში. ინ¬ტერ¬ვიუ გადმოცემული იყო რადიოთი.
დღეს საჭიროა ვანნა და დასვენება საღამოთი. წამალი ხველებისა და გა¬ცი¬ვების.
ოთხი...
დიდებული შეხვედრა მქონდა წიგნის პალატაში.
შევიძინეთ იქ ჩემი პლაკატი. წიგნი „Октябрь в Москве“.
იყო საღამოთი შეხვედრა სადღაც. ჩაჩავასთვის საყვედური უთქვამთ - გა¬¬ლაკ¬ტიონი რად არ არისო. მე კი არა ვიცოდი-რა. ბილეთები ჩაჩავას ჩემთვის არ მოუ¬ტანია. ჩაჩავა ხან ავა, ხან ჩავა.
გოსლიტიზდატი მთხოვს ავტობიოგრაფიას (Гослитиздат, отд. критики и литературы. Димитриева. თუ აქ ვერ მოვასწარი, უნდა გამოვუგზავნო თბი¬ლისიდან).
უნდა მოველაპარაკო დოლიძეს (ისიდორეს, მამის სახელი არ ვიცი) ლე¬ნი¬ნის პრემიის შესახებ.
უნდა მოველაპარაკოთ ნ. ს. ტიხონოვს ლენინის პრემიის შესახებ.
უნდა ირაკლი აბაშიძესაც მოველაპარაკო, რაში იყო საქმე?
გადმოფრენას ეს ყორანი მადათოვზე აპირებს, გაანათებს რესტორანი ტი¬ვე¬ბი¬ან ნაპირებს. ასე მიდის ეს ზამთარი სიზმარივით მდევარი, ასე რეკავს სა¬ზანდარი, უქმი შემაქცევარი. ასე ისმის საიათნოვას დაჟანგული ჰანგები. მი¬ეთოვოს, მოეთო¬ვოს კედლებს ფარშავანგები. ოცნებაო ჩემო ძველო, ვართ ღა¬მეთა მთეველი, ბევრი, ბევრი სადღეგრძელო დაგვრჩა დაულეველი. სად¬ღეგ¬რძელო იყოს მისი, ვინც ომებში იწოდა, ვინც ირაკლის მარადისი აღტაცება იცო¬და. მოდიოდა ერთზე ასი, გზა გვშვენოდა დიდების, ჩვენ ავსწიოთ ყველამ თა¬სი ბედთან არ დარიდების. სადღეგ¬რძელო იყოს მისი, ვინც შიშმა ვერ და¬ხა¬რა, ვიდგეთ ფეხზე, ჩვენ ტფილისი ვადღეგ¬რძე¬ლოთ ჭაღარა. აქ სიცოცხლე და ხალისი ვის სხვად არ ეჩვენება, სადღეგრძელო იყოს მისი და დიდებით ხსე¬ნება. ოცნებაო ჩემო ძველო, ვართ ღამეთა მთეველი. ბევრი, ბევრი სად¬ღეგ¬რძელო დაგვრჩა დაულეველი.

30 მარტი.
გაზეთში „Советская Россия“ მოთავსებულია ჩემი ლექსი „Священный долг“. მშვენიერი თარგმანია.
სასტუმროში ქალმა მომიტანა 14 ეგზემპლიარი ჩემი წიგნისა (მოსკოვში გა¬მო¬ცე¬¬მულის) და ორი „Антология грузинской поэзии“.
ჩაიკოვსკის სახელობის დარბაზში ჩავატარეთ დიდებული საღამო. ეს იყო დას¬კვნითი, უკანასკნელი შეხვედრა.

31 მარტი.
- დღეს: გო...

*
Хитарова.
აკაკი ვასაძე. ვერიკო ანჯაფარიძე. კუშიტაშვილი (დამდგმელი).
ლევან გოთუა.
პიესები მარჯანიშვილის თეატრისათვის: სინათლის ყვავილი. მე და ღამე.

საიუბილეო დღეებისათვის
სალიტერატურო ასპარეზზე გამოვედი 1908 წ. 28 სექტემბერს (ძველი სტი¬ლით. ახალი სტილით ეს იქნება 10-11-12 ოქტომბერი - პარასკევი, შაბათი, კვი¬რა).
აპრილი, მაისი, ივნისი, ივლისი, აგვისტო, სექტემბერი - 6 თვე...
აპრილი და მაისი: ეს ორი წიგნის ისტორიაა: ფუძემდებლობის.

*
Работы по постройке дачи будут закончены к 7 ноября.
Театральная №7. Александр Георгивич.
Ломтадзе.