დღიური-636-9 - 1956 წელი
მჟავანაძე
ეს არის მასსის მხნე, არ დასათმი, [და] თვით ლენინგრადის სიცოცხლის კითხვა.
ასის, ათასის დღეს გმირისადმი - სახელოვანი თავდაცვის სიტყვა.
და ცისკრის ხანზე მღელვარე გულით ხალხის მძლეობა მძლეთ გაემართა,
ვრცელ მოედანზე დიდი გუგუნით - [მტერთან] მტრისთვის შეხვედრა რომ გაემართა.
უყვართ დამცველი ლენინგრადისა ბრძოლის ოსტატი და ხელოვანი.
ამ დიადი გზით გასწევს მარადის - მხედართმთავარი სახელოვანი.
ისევ მარადი მზისკენ ეძახდა გამონათება ახალი არის -
როს ლენინგრადი საგანი გახდა სხვა დაბადებათ მძლავრი ხანძარის!
ხელით აყვანილს ჯართა მორევზე ნევიდან სცემდა გრიალი ქარის,
ზღვა-ოკეანის ერთ-მეორეზე არხევდა გემთა მეომართ მხარეს -
იმ მეომართა მათ ახალთა გზებს [უმწვერვალესი ეგრძნოთ ნაღარა] ეგრძნოთ თავდაცვათ სიძლიერეში:
გმირის მიმართვა პირველსავე დღეს - პირველი სიტყვით: წინ, იერიშით!
ჯახუა კირილე
...ჯახუას ნაწილები, რომლებიც გაძლიერებული იყვენ გომელის სახალხო ლაშქრით...
სოფ. პოკოლიუბიჩი ამხ. ჯახუამ სამჯერ წაართვა კონტრიერიშში გერმანელებს.
სამამულო ომის დაწყებისას ჯახუას ნაწილები მდინარე ბუგის ნაპირებზე იდგა და საბჭოთა საზღვრებს იცავდა.
"მტერი არასდროს არ გამიხარებია. დედა ვუტირე მას ფინეთში (ჩემი ხასიათი ხომ იცი)".
დაიბადა სოფ. ჭოლევში, მარტვილის რაიონში.
შეიჭრა ვიბორგში (ფილიანდია).
"არ გავახარებთ მტერს, სულს ამოვახდენთ. ჩვენი დედების, დებისა და შვილების გამწარებისათვის!"
კოტე ნიკოლოზის ძე ლესელიძე
გურულია, სოფ. ხვარბეთიდან, დაიბ. 1903 წ. „მიხარია, რომ საბჭოთა ქვეყნის სახელოვან და ვაჟკაც დამცველთა შორის მისი სახელიც გაისმის“.
თავდადებული მებრძოლი. მოსიყვარულე შვილი, მამა და მეუღლე.
„მკლავი და თვალი კარგად მიჭრის“.
„ქვემეხის მძლავრი ცეცხლით გაარღვიეს მტრის რკალი ჩემმა მებრძოლებმა“.
„ჩვენს მიწა-წყალზე მტერი ვერ გაიხარებს“.
„ამ დიდ სამამულო ომში“ მუხანათ მტერზე საბოლოოდ გამარჯვებისათვის!
ლესელიძე (კონსტანტინე ნიკოლოზის ძე)
კავკასიის მთებში. „უკანასკნელ ხანს იმ უბნებში, სადაც მეთაურ ლესელიძის ნაწილები მოქმედებენ მტერი უკუქცეულ იქნა. ჩვენმა მეომრებმა რამდენიმე ათასი ფაშისტი გასწყვიტეს. მეორე მიმართულებით ჩვენმა ნაწილებმა ხელთ იგდეს ორი მნიშვნელოვანი მაღლობი. მტრის ზურგში გადავიდნენ და მას უკან დასახევი გზა გადაუჭრეს („კავკასიის მთებში არც დღისით და არც ღამით არ სცხრება გააფთრებული ბრძოლები, რომლებიც ახალ-ახალ საბჭოთა დევგმირებს შობენ“).
კომ., 27 სეკტ., 1942
თავართქილაძე
„გერმანელ დამპყრობთა წინააღმდეგ სამშობლოსათვის ბრძოლებში გულადობის გამოჩენისათვის, სიმტკიცის, მამაცობის, დისციპლინისა და ორგანიზებულობისათვის, პირადი შემადგენლობის გმირობისათვის 76-ე მსროლელი დივიზია გარდაქმნილია გვარდიის 51-ე მსროლელ დივიზიათ.
დივიზიის მეთაურია პოლკოვნიკი ნიკოლოზ ბორისის ძე თავართქილაძე.
გარდაქმნილ დივიზიას ეძლევა გვარდიის დროშა.
ვიბრძვით გააფთრებით, ვანადგურებთ მტერს. მე არ ვიშურებ მთელ ძალ-ღონეს, რათა ჩემს ნაწილში მქონდეს რკინისებური სამხედრო დისციპლინა... ჩემი ვაჟკაცი მებრძოლები თავდადებულ სიმამაცეს იჩენენ, იბრძვინ თავგანწირვით, შეუპოვრად და მედგრად. იბრძვიან სამშობლოსათვის, სტალინისათვის“.
ბათომელი
თავართქილაძე
გერმანელ დამპყრობელთა წინააღმდეგ ბრძოლის ფრონტზე სარდლობის საბრძოლო დავალებათა სანიმუშოდ შესრულებისათვის და ამასთან გულადობისა და მამაცობის გამოჩენისათვის - გენ-მაიორი ნიკოლოზ ტარიელის ძე თავართქილაძე დაჯილდოებულია წითელი დროშის ორდენით.
იმ გვარდიელების სიმამაცეზე, რომლებიც ამხ. თავართქილაძის მეთაურობით იბრძვიან სტალინგრადის ჩრდილოეთის ერთ-ერთ ფრონტზე.
სტალინგრადის ჩრდილო-დასავლეთით ჩვენმა ჯარებმა მტრის შეუპოვარ წინააღმდეგობას სძლიეს და წინ წაიწიეს. შენაერთის მებრძოლებმა დილაადრიან მიიტანეს იერიში მტრის გამაგრებულ პოზიციებზე და მისი სანგრების პირველ ხაზში შეიჭრენ. გერმანელები ამაოდ სცდილობდენ, ქვეითი ჯარისა და ტანკების ძალებით კონტრ-იერიში მოეტანათ ჩვენი შემტევი ნაწილების წინააღმდეგ. ჰიტლერელთა ყველა კონტრიერიში მოგერიებულია. ჩვენმა მებრძოლებმა მოწინააღმდეგეთა დასაყრდნობი პუნკტი დაიკავეს. დღის განმავლობაში მოსპობილია 2.000-მდე გერ. ჯარისკაცი, წამოღებულია 30 ქვემეხი. სხვა უბანზე გვარდიელებმა ამხ. თავართქილაძის მეთაურობით - 3 კონტრიერიში მოიგერიეს, 300 ჰიტლ. მოსპეს.
ნანეიშვილი ვლადიმერ ვარდენის ძე
ავიაციის გენერალ-მაიორი. დაჯილდოებულია წითელი დროშის ორდენით. საბჭოთა კავშირის გმირი. ქართველი ხალხის სახელოვანი შვილი. მოწინავე მხედართ უფროსია.
დაიბ. 1903 წ. სადგურ რიონის ტელეგრაფისტის ოჯახში. სამხედრო ავიაციაშია თეთრფინელების წინააღმდეგ იბრძოდა. სახელოვანი მონაწილეა.
„გულადობა და სიმამაცე გვიცავდა საჰაერო ბრძოლებში“.
გამბედაობა, თავმდაბლობა, ნამდვილი სიმამაცე, სტალინური შევარდნები.
სამამულო ომში პირველი დღიდანვე დაჯილდოებულია წითელი დროშის ორდენით.
მიქელაძე მიხეილ გერასიმეს ძე
ხელჩართულ ომში იგი პირადი მაგალითით აღაფრთოვანებდა თავის მებრძოლებს.
იგი დაიჭრა, მაგრამ ბრძოლის ველიდან არ გასულა. „გამოიჭედა მისი, როგორც წითელი არმიის ერთ-ერთი ნიჭიერი მეთაურის ნებისყოფა და ჯარების გაძღოლის უნარი. სამშობლოს დიდებისა და თავისუფლების სადარაჯოზე. დაჯილდოებულია წითელი დროშის ორდენით.
იგი დაბადებით ახალციხელია, მამა გადმოსახლდა თბილისში, ვაგონების მტვირთავად.
1916 ომში გაიწვიეს.
საბჭოთა წეს-წყობილების დაფუძნებიდან სულ წითელ ჯარშია“.
(დაიბადა 1889 წ.).