დღიური-629-7 - 1956 წელი
6 დეკემბერი. 1956.
1. მუშაობა პოემებზე. 2. შემოდის ბაღჩიე ისკო. 3. რეკავს ტელეფონი. ფატი აკადემიიდან. 4. 6000 სტრიქონი. 5. რიაბინინა ჩამოდისო? მართლა? როდის? 6. მშვიდობის წიგნი. 7. რადაც არ უნდა დაჯდეს, დეკემბ. დამლევსო, - ამბობს ფატი. 8. ეთერის წერილი. რაო? 9. რა იქნება, რომ 3 წრე დაარსდეს. ნინა. 10. პედაგოგიური ინსტიტუტის ამბავი. 11. შემოიჭრება... ბენო... 12. საღამოთი განვაგრძოთ მუშაობა 50 რვეულზე. ვეძებთ გადასაბეჭდ ამბავებს. მოვაგვარეთ. 13. მემანქანეები? 14. ალფაბეტის (საერთო შინაარსის). 15. ჭეიშვილის გამოსვლა; ცინიზმი, მტრული განწყობილება, ნინას რომ... "ბანკეტი არ იქნებაო". 16. ირმა უარს ამბობს მომსახურებაზე. ფეხს არ შემოვდგამო!
ჰმ! ჰმ! ა! ო! ეე! უუ! აჰ! ოჰ! ეჰ! უჰ! (ჰმ). (ჰმ!). (ჰმ).
ტელეფონით „ზარია“. შენგელაია. ზლატკინი.
„Банкeт у Ариадны“
ა. ჭეიშვილის პროზას
თუ გამოვაკლებთ "ოზა"-ს,
დარჩება მხოლოდ "პრ" და -
წუნსაც აღნიშვნა უნდა!
თუ მივუმატებთ "პრ"-ს წუნს,
მივიღებთ პრუწუნ-პრუწუნს.
გ. ტაბიძე
1956