შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-618-2 - 1956 წელი


I
1. კაბინეტის მილაგება. წყნეთში გამგზავრება. 2. გზაზე ავტომობილით. 3. გახსენება კავკასიონის. 4. გზაში ვმღეროდი. 5. შოფერს ძალიან გაუხარდა. 6. ამინდი შესანიშნავი. 7. ზაქრო. 8. დუთუ და ეკ. შვილიშვილი. 9. იდეა გარაჟის. 10. საიდან გაჰქონდა არტ.? 11. შევუდექით ხელნაწერების ძებ. 12. ჯუგა და ასინდა. 13. საერთოდ. 14. ორი დიდი ჩემოდანი და ტომარი. 15. ავტობუსში. 16. იქიდან ტაქსით. 17. ამოვიტანეთ სახლში ორი ჩემოდანი და ტომარი. 18. შევიტანეთ კაბინეტში. 19. მეორე გეგმა ტემებისა. 20. მზადება ხვალისთვის. ზურიკო, კაკინა.

II
1. ჯანმრთელობა (ტუშურ.). 2. გავხსენით ჩემოდნები. ტომარაც. 3. შევუდექით მუშაობას მე და ნინა. 4. ვმუშაობთ ხალისიანად. 5. დავიწყეთ დღის 2 საათზე. 6. დავასრულეთ 12-ზე. 7. ზოგი წელი გადატვირთულია. 8. ზოგი სულ მცირეა. 9. თვითეული წელი ცალკე ბწკარედები. მზა მასალა. 10. რვეულთა მნიშვნელობა. ცალ-ცალკე. 11. აკადემიის ხელფასი. 12. დღემ ნაყოფიერად გაიარა. 13. დაპირებანი. 14. მზადება ხვალისთვის. 15. აკადემიის ხელფასი.

1956 წ., ორშაბათი, 4 დეკემბერი, დილა.
1. - გახსოვთ, თამარ. თქვენ 6.000 სტრიქონი მთხოვეთ. მე გადმოგეცით წიგნი „ზარია ვოსტოკასთვის“, არა? შეარჩიეთ?
- მახსოვს, როგორ არა. მაგრამ ის მასალები მე მოსკოვის ანტოლოგიისათვის მინდა. გავაკეთე და გავაგზავნე კიდეც, აგერ ერთი კვირაა.
2. - როგორაა „ზარია ვოსტოკას“ გამომცემლობის საქმე. ხომ არ გადაგიციათ იქ რაიმე მასალები?
- არა. იქ თქვენ უნდა დაკავშირებოდით... რა აქვთ გეგმაში, მე არ ვიცი.
3. - ხომ არ იცით, დაახლოვებით, როდის გამოვა ის წიგნი?
- არა. მე „ზარიასთან“ კავშირი არა მაქვს.
4. - ვინ არის იქ, თუ იცით, რედაქტორად დანიშნული?
- არ ვიცი. თქვენ უნდა დაკავშირებოდით.
5. - ჰონორარის საქმეები იქ როგორაა? როდის მოგვცემენ?
- არც ეს ვიცი...
6. - მოსკოვის დეკადის საქმე როგორაა? გადაგზავნილი გაქვთ თუ არა მასალები? ვინ აკლია.
- ...
7. - უკანასკნელი ვადა წიგნის წარდგენის. მე მზადა მაქვს წიგნი. ერთ კვირაში სულ ყველაფერი მზად მექნება. საქმე გადაბეჭდვაა.
- დეკემბერთან.
8. - მაგრამ მომისწრებენ ერთ კვირაში. მე რომ ხვალ ან ზეგ მასალები გადმოგცეთ... როდის მოასწრებენ, თუ იცით?
- მწერალთა კავშირს სულ ფული არა აქვს.
9. - არ შეიძლება დაანაწილოთ? რამდენიმე მემანქანეს შორის? რომ დროზე მოესწროს?
- ფული არა გვაქვს.
10. - ამ გახსენებაზე, ხომ არ გახსოვთ რიაბინინას სახელი და მამის სახელი?
- ალექსანდრა პეტროვნა; გახსოვთ, 300 სტრიქონი რომ დაჰპირდით.
11. - ჭილაია რატომ წავიდა? ვინ მუშაობს ეხლა?
- რუმინეთში წავიდა. ისე, გასასეირნებლად.
12. - როგორაა ჩვენი შკაფი? გთხოვთ, ყურადღება მიაქციეთ.
- ოო, ჩაკეტილია. კარგადაა.
13. - ჯანმრთელად ხომ ხართ?
- კარგად გვინახულეთ.
14. - ამ დღეებში გნახავთ. წიგნის მასალებსაც დასაბეჭდათ გადმოგცემთ.
15. - ნახვამდის, ჩემო თამარ, თქვენ კარგი ქალი ხართ.
(ნინამ ეს სიტყვები რომ გაიგონა, დაადო ტელეფონს ხელი და საუბარიც ჩაიშალა).

1956. 4 დეკემბერი. საღამო!!!
1.018 р. Все в порядке.

- რამდენი ხანია - მონოგრაფიას რომ სწერ?
- რამდენი თავია? რამდენი გვერდი იქნება?
- ისევ პერიოდებად გაქვს დაყოფილი?
- მიჩვენეთ ეს ადგილები, თუ შეიძლება.
- ფუძემდებელი. რას ნიშნავს ფუძემდებლობა. ეს, მე მგონია, ისეთი თემაა, რომლითაც უნდა გაიხსნას წიგნი. ეს ისეთი თემაა, რომელიც ღრმად უნდა იქნას შესწავლილი. აქ ორი თუ სამი სიტყვა არ კმარა (ენციკლოპედიებში ნახეთ).
- XX საუკუნე? ოო. აქ პათოსით უნდა ლაპარაკი. ტემპერამენტით.
- ვინა სჯობია: მე თუ ლეონიძე? შენ აკადემიის ჟურნალებში პირველ პოეტად ლეონიძეს ასახელებდი, არა?
- ყოველი თავის წინ კარგი იქნება ციტატები ჩემგან - თუ [იქ] ეს შესაძლებელია.
- ალფეზ ხელაძის წერილი ილია ჭავჭავაძის შესახებ.
- დამოწმება ძველი მწერლების (ანდა ერთი თავი ამას უნდა მიეძღვნას სავსებით).
- დამოწება ახალი მწერლების (ერთი თავი ამას უნდა მიეძღვნას სავსებით).
- გონებისა და გრძნობის (Разум и чувство) გაერთიანების ტემა. ეს მთავარი დამახასიათებელი ხაზი ჩემი პოეზიისა, ფუძემდებლური ხაზი (ერთი თავი ამას უნდა მიეძღვნას სავსებით).
- გადაკრული სიტყვები.

*
1. Гога и Асида, 2. Москва, 3. Женщина на барик., 4. Первое сентябра, 5. Типографский рабоч., 6. Это война, 7. Новая набереж., 8. Сквоз тридцать лет под знамени октяб., 9. В траншеях, 10. В горах (отрыв.),11. Народ Амирани, 12. Беседа о лирике, 13. История одной ночи, 14. Плечом к плечу, 15. Сорок лет назад, 16. Пресса, 17. Храмгес, 18. Ждем оружия от в., 19. Восток (2 эт.), 20. Мохевская девушка, 21. Взрыв, 22. Девять генералов, 23. Так ведется на свет, 24. Огонь наведет на думы, 25. Изобретение, 26. Гори, 27. Гимн миру, 28. Симфония октября, 29. Я помню небо девятсот пят., 30. Гетера, 31. Акакий Церетели, 32. Китес.