დღიური-582-4 - 1956 წელი
1956.
1. ბწკარედები: 1. მაჩაბლის ოთახი. 2. ჯაფარიძე. 3. ნინა. 4. ნუნუ. 5. ბენო. 6. გოგი.
2. უნდა სასწრაფოდ დამზადდეს 6.000 სტრიქონი (ანდრო). (მე და ლუბა).
მოსკოვში ჩვენი მასალები ზარიასი.
3. მოსკოველ მთარგმნელთა სია. წიგნში - 6. 6. 6. ა? 6?
4. დღიური: მოსკოვი. რა?
5. 6.000 სტრ. გაყოფილი 48 იქნება - 125.
6. სია მოსკოველი მთარმნელების ძალზე საჭიროა (სია. მისამართები‚ ტელეფონები ზოგი მათგანის. მწერალთა კავშირის წევრები). არც არიან (3?).
7. თავგანწირულად‚ ლომივით შევებრძოლები ქვეყანას,
რას მომცემს ან რას დამაკლებს, გული რომ დამწყდეს მისთანას.
აკაკი
8. № № №.
9. გადაწყობილია პოემები: 1. ცხრა გენერალი, 2. ცეცხლი ფიქრიანია, 3. პირველი ენკენისთვე, 4. ამბავი ერთი ღამისა, 5. შემოგვიგზავნეთ იარაღი, 6. გამოგონება, 7. ჟურნალი „შუქი“, 8. ძირს პაციფიზმი, 9. მხარი მხარს, 10. ორმოცი წლის წინ - დუთუ. 11. ლენინგრადისთვის.
ახალი IX ტომიდან მასალების თარგმნა.
*
აბა სოფა,
ჩემო სოფა,
გაანათე
ჩვენი ყოფნა.
*
ბესიას ტელეფონი (გრ. აბაშიძე?).
გასაკეთებელია პოემები: 1. 1941, 2. 1942, 1943, 1944, 1947, 1948.
დეკადის კომისია: გრ. აბაშიძე‚ სერ. ჭილაია‚ მიხ. მრევლიშვილი‚ ბესო ჟღენტი‚ კარლო კალაძე‚ სიმონ ჩიქოვანი.
*
1956 წ. 17 აგვისტოს.
სრულ 9 საათზე ჩემს ოთახში შემოფრინდა ჩიტი.
პირველად მძინავდა ჩემს ოთახში ზევით.
მიიყვანა მანანა მაგიდასთან ნინამ.
დუთუ მუშაობს.
16 აგვ.
დარჩა: 1. პირველი ენკენისთვე. 2. გამოგონება. 3. ლენინგრადისთვის. [ოქტომბრის სიმფონია]. ლენინი. ქარი. აფეთქება. სინათლის ყვავილი.
ხალხი. კომპიენის ტყე!