შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-540-4 - 1956 წელი


27 ივნისი. 1956.
1. პატარა სკამი. 2. მოწყობა შიგნით: ელეკტრონის გაყვანა. 3. დასალაგებელი ფიცრები. 4. გრაფინი წყალისათვის. ჭიქა. 5. ორი პატარა მაგიდა (100 მანეთი). 6. კნოპკები. 7. ყდების შესაკრავი ზონარები. 8. კაკინას დასაჯდომი. 9. ფოტო-ლაბორატორია (ფოტო დღიური). 10. გალაკტიონოლოგია. 11. ქვედა საცვალი. 12. ინგლისური ქინძისთავები. 13. მტრული გამოსვლების რვ. 14. მხატვრების მობილიზაცია. 15. XX საუკუნის პოეზიის ისტორია. 16. რუსეთი: რუსული საღამოები, 17. რუსული თარგმანები,  18. რუსული გამოფენები, 16. მზადება დეკადისათვის. 17. სახელგამი, მწერალთა კავშირი, კულტ. სახლი, ოფიცერის სახლი, მხატვართა კავშირი, კომპ. კავშირი. 18. ცინკოგრაფიის მასალები (აკტივობაა საჭირო, როს მტერი აგიხირდება). 19. ჩემს წინააღმდეგ ომების ისტორია. 20. აღმოჩენანი. 21. Yთვალყური. „ნ. ნ.“ 22. გაზეთების გამოწერა.

ეპიგრამები ცალკე.
იუბილეების ისტორია. ავტობიოგრაფიები. ბიოგრაფიები (10 იუბილეჲ).
ქრონოლოგია.

1-7. წიგნები ცალკე. 8. გაზეთები ცალკე. 9. რუსული წიგნები (подстрочники). 10. სხვათა მასალები (თუ არის - რაც არის). 11. ფოტო მასალები. 12. გაზეთების ყველასი გადახედვა (წერილები, ნახატები, იუბილეები, სათაურები). 13. ნუმერაცია. 14. სიები მწერალთა კავშირის წევრების, მხატვრების, კომპოზიტორების, ერთგული ადამიანების. 15. წერილების კრებული (ტომი). 16. სახლის განმტკიცება.