დღიური-370 - 1956 წელი
1. რაიონის ფინ-აგენტის ცნობა, რომ გადახდილია ფლური (მოლოტოვის რაიონი). 2. 5 მანეთის ცნობა. 3. პირადი განცხადებები.
პოემები
„მხარი - მხარს“ - დუთუ.
იგი ომია - სოფა. მხარი მხარს - დუთუ. აფეთქება - სავლე. ჟუგა და ასიდა - სავლე. ცეცხლი ფიქრიანია - ბენო. სინათლის ყვავილი - ბენო. ოთხი დღე - ბენო.
ოთხის ნახევარია.
ოთხშაბათს პირველ საათზე უნდა შევხვდეთ მე და სავლე.
ჩავიბარე 5 სექტემბერს „ჟუგა და ასიდა“ - რუსული თარგმანი - 432.
*
1956.
აბულაძე სავლე - ლარსის ქ. №5 - დამპირდა თარგმანებს.
სამშაბათს 28 აგვისტოს. ოთხშაბათს 29 აგვისტოს (პირველ საათზე).
*
17 აგვისტოს, 1956 წ. „ზარია ვოსტოკას“ გადაეცა პოემები:
1. იგი ომია; 2. რევ. საქართვ.; 3. ოქტომბრის სიმფ.; 4. ეპოქა; 5. სინათლის ყვავილი; 6. ოთხი დღე; 7. ქიტესა; 8. ძლეული სენი; 9. ჟუგა და ასიდა; 10. ამბავი ერთი ღამისა; 11. აფეთქება.
Построчники от Аккермана. 153 стихов.
შაბათს „Заря Востока“ - о Блоке. 28 августа, 1956.
1. ჟუგა და ასიდა. 2. აფეთქება. 5 სექტემბერს - სავლე.
*
ბეგიაშვილი თედო (წარწერით მომცა თავისი წიგნაკი „ვეფხის ტყაოსნის“ წასაკითხი ლექციის თეზისები -1956 წ.).
ბენო: სინათლის ყვავილი. 4 დღე.
1. საათზე – სავლე. 2. კ. კანდელაკი. 3. ბენო.
*
კარნოზინი.
მიოკარდინი - გულის ჰიპერტონიის წინააღმდეგ. შიგ პასპორტიცაა.
23 аптека, угол Мардж. Плех. Карнозин – არაჩვეულებრივი პრეპარატი. 6 коробок – 9.50. დღეში ერთხელ.
ერთად კარდიოლოგიაში, რომ... მოსიევი დავითი. მახარაძის №12.
*
გორგაძე ვასო - რედაქტორობს თ. ბეგიაშვილის ბროშიურას.
სავლე.
420 სტრიქონი „გამოგონება“. 29 აგვისტოს, 1956.
ბესო ჟღენტის ტელეფონია - 20-49.
როგორა ხარ?
3 ს. ფრანკო. ხა, ხა, ხა, ხა!
სარგებლობენ მივლინებებით 10 დღით ოსეთში.
*
იფნიბაღში. 6 სექტ., 1956.
უცხო შოფერი მოვიდა. ჩვენს კარებთან გააჩერა ავტო.
- სად ცხოვრობს აქ რადიანი - ცეკას ბიუროს სხდომაზე იწვევენ.
ნეტა, რა ამბავია?
ანდრო პატარაია. Андрей Андреевич.
რამდენი ხანია ველოდები! რვა საათზე იქა ვარ. რომ არ ჩანს ანდრეი.
*
[აქ მიჰქრი-მოჰქრის მთის სურნელება]
ეს გამოფენა მაგზნებს, მახარებს,
გამბედავ [მერანს] ფერებს მთა მოაქანებს,
აქ მოწოდება ახლის ქაქანებს.
გაშალოს გრძნობათ უხვი ალმები.
ამ გამოფენას მე ვესალმები.
გაშლილა გრძნობათ უხვი ალმები,
მთა მოაქანებს მშვენიერ ფერებს,
შთაგონებისთვის იგი გვამღერებს.
* * *
[თქვენ მოგაქვთ] მას მოაქვს გრძნობათ უხვი ალმები!
ამ გამოფენას მე ვესალმები!
მთა მოაქანებს მშვენიერ ფერებს,
შთაგონებისთვის იგი გვამღერებს.
[მხატვრებო! მხარე]
და ემატება აგურს აგური -
მის ხმოვანებით ჟღერს ხეთაგური
[და მომავალი ჩვენი ოსეთის]
[მომავალია ჩვენი ოსეთის]
ახალი [ჩანგის] გულის, ახალი ბედის
მომღერალია ჩანგი ოსეთის.
ჩვენი სალამი ოსეთის მხატვრებს!
*
მახარებს, მაგზნებს.
გამოფენით. შოპენით. შემოსეთ. ოსეთი. მიმოზეთი. მერნებით. მთები.
1956. 1 ენკენისთვე. ოსების გამოფენა.
*
ვინ რა გაიფიქრა?
- დღეს ჯამაგირს მივიღებ. სახლში რამეს მივიტან! ხაზეინს რამეს დავტყუებ. გულში ჩავიცინებ. რას დავეძებ მე იმას, ხაზეინსა.
ორშაბათს.
*
- ცოტა ჩქარა, ცოტა ჩქარა! შახმატს ხომ არ თამაშობ <...>.
მელოდები, მელოდები, მელოდები!
ლიტფონდი გადავიდა პლეხანოვის ქ. №117.
58-75. ვისია ავტომობილი?
- Взрыв.
*
ფრანკოს საღამო გაზეთებში გამოცხადებულია - დასაწყისი 6 საათზეო. მწერალთა კავშირის დაფაზე - დასაწყისი 8 საათზეო.
3 ენკენისთვე.
ფრანკოს დაბადების 100 წლის თავი
დღეს ასი წლის დაბადების თავს უხდიან ფრანკოს.
კონსტანტინემ თავი უნდა რითმე გაიფრანტოს,
მისი ნიჭი ნუთუ ასე უნდა გაიფლანგოს?
ან მიწაში ჩაკვდეს იგი - ჩაკვდეს, ჩაიჟანგოს.
გაზეთებში გამოცხადდა ხომ საათი ექვსი.
ბევრმა ამისდა მიხედვით დაამზადა ლექსი.
ზოგმა ბრინჯი მოისურვა და გადასდო კექსი.
*
4 სექტ., 1956.
დათიკო ქუთათელაძე:
1. ძველი მწერლების მდგომარეობას ყურადღებას არ აქცევსო მწერალთა კავშირი. 2. პრეზიდიუმი მხოლოდ თავის თავზე ფიქრობსო.
გამოფენაო!!!
იმნაიშვილი ნიკოლოზ სოლომონის ძე - ლექსები.
*
დიდებულ
ამ ჩემს სამშობლოს
ეწოდება ივერია.
ერთი მხარე ამერია
და მეორე იმერია.
ათასი წლობით
მოსული მტრები
ბრძოლით იგერია,
შავთა დროთა
ვერ შეცვალეს,
სჯული მტკიცე ქვიტკირია.
*
ჩვენ მუდამ გვიყვარს ორი მდინარე,
ზვირთებბუტბუტა მტკვარი, რიონი,
პოეტებში კი მარად მძვინვარე
ლექსის ოსტატი გალაქტიონი.
<ვ. ჟვ.>
გალაქტიონს!
პოეზია უპირველეს ყოვლისა,
სული გვქონდეს უსპეტაკეს თოვლისა.
გალაქტიონი
*
ვამბობ გულში შესულია
სიხარული...
შვენის წვერის სითეთრე,
გალაქტიონს სიამაყე.
*
სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა
სიკვდილი სახელოვანი.
მე ვიქეიფებ, დამძრახე,
შენ მოკვდი სახელოვანი.
*
Камень - болен,
Но в болезни он
Родит растенья.
Камень болен,
Мох и плесень
Поростают его стан.
Но бъется пульс
И кровь сочится
Из его открытых ран.
Болен камень,
Значит жив.
*
მიდიმოდის [მანქანა] ალექსი,
ვისა გაქვთ დანები გასალესი.
გაჩნდა გოგო ცქრიალა,
ალექსიმაც მანქანა
დადგა, დააციალა.
*
1. მე, 2. ნინო, 3. დუთუ, 4. ნუნუ, 5. ირმა, 6. ჟოზე, 7. ვატა.
1. მუხის ფესვების [მხარე]. 2. იფნის მხარე. 3. [ძველი] მუხების ხეივანი. 4. ძველი გზა... 5. [სახლის] აივნის შინდები. I და II. 4. შვინდების ბილიკები. I, II, III. 5. [ბანაკის კედელი] მუხის მესერი. 6. დიდი კარების მხარე. დიდი კარების ბილიკი. 7. მუხების კორდი. 8. რგვალი მაგიდა. 9. მსხალთა - ვაკე. 10. ნეკერჩხლის კარები. 12. უძოს კარები. 13. თხილების ბილიკი. 14. გარაჟის კორდი. 15. ალაზნის ველი.
სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ახალი შენობა მუზეუმისათვის იმ სტილით.
* * *
ჩვენს ბავშებს, და საზოგადოთ ბავშებს კარგი თვალები აქვთ: უცებ მომინახეს სათვალეები. ზურაბამ მომიტანა...
- დაასაჩუქრე რითიმე, - მითხრა კაკინამ.
*
3 სექტ.
ფრანკო. დასაწყისი 6 საათზე.
ლორთქიფანიძე, ირ. აბაშიძე, გრ. აბაშიძე, კ. ბობოხიძე, გ. გაჩეჩილაძე, ალ. გომიაშვილი, ვ. გორგაძე, ს. ეული, ს. თავაძე, ა. თევზაძე, გ. მარგველაშვილი, რ. მარგიანი, ი. ნონეშვილი, ბ. ჟღენტი, ს. ფაშალიშვილი, დ. შენგელაია, ს. ჭილაია.
*
დეკადა:
1956 წ. 4 სექტემბერს შესდგება მწერალთა კავშირის პარტიული ორგანიზაციის ღია პარტიული კრება.
დღის წესრიგი: „1957 წ. მოსკოვში ქართული ლიტერატურის და ხელოვნების დეკადისთვის მზადების შესახებ“ (მომხსენებელი ამხ. ს. ჭილაია).
დასაწყისი - საღ. 8 ს. პარტბიურო.
ს. ჭილაიამ - როგორ ბრძანდებიო.
*
ფატი დიდია.
სახლი ტყეში. 24 - სიგრძე, 14 - სიგანე. ორი სართულია.
*
20 აგვ. 1956.
აგრონომია. მცენარეთა დაცვა.
მამა არა ჰყავს. ტყებუჩავა თეთნულდი. მებაღე-მევენახეობა.
სარიშვილი.
28 აგვ.
არა გამოვიდა-რა! ნიშნები, ყველაფერი, შესანიშნავი ჰქონია... მაგრამ... ადგილი არ არისო. რაღა გამოვიდა.
* * *
ელიზას შევეკითხე:
„რომელი საათია?“
მას კი ისე მოესმა,
რომ ელიზა ათია!
ასპირინი. Фельдшерица. ბორჯომი.
შემნახველი სალაროს წიგნაკი №86617.