შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-372 - 1956 წელი


3-93-49 - ჭილაია.
კორნელი სანაძე.

* * *
10 ოკტ. 1956.
ავადმყოფებმა მთხოვეს - წავუკითხო რამე - ახალი, ლიტერატურული ნაწარმოები. ამის გამო, მე ვფიქრობ, პატარა, უმნიშვნელო შეხვედრა რომ მოეწყოს, კარგი იქნება. ეს შეხვედრა, კარგი იქნება, მოეწყოს სამკითხველოში. არა ეხლა, არამედ დღეის სწორს, ე. ი. ოთხშაბათს, 17 ოკტომბერს. არაფერი, უბრალო შეხვედრა. ეს ჩემი მოვალეობაა. სახალხო პოეტის.
იქნება: ერთი მომხსენებელი, რამდენიმე თავი მწერალთა კავშირის,  ადგილკომი.
გავიმარჯვეთ!

*
პოემა დაიბეჭდა რომანის ფორმატით - 300 ეგზემპლიარი, აკადემიის სტამბაში.
წიგნის შესწორების მიზნით, მხოლოდ იმ მიზნით, რომ ნათელი გახდეს წიგნის დადებითი და უარყოფითი მხარეები, რომ ავტორს შეეძლოს ამხანაგების მითითებით შეასწოროს ესა თუ ის ადგილი.
რამდენი მოქმედი პირია წიგნში - იმდენი მომხსენებელია საჭირო.
რამდენი თავია წიგნში, იმდენი მომხსენებელია საჭირო.
რამდენი პერსონაჟია - იმდენი მომხსენებელი.
ჩვენ არ გვეშინია სიახლის.
ჩვენ არ გვეშინია წარსულზე საუბარის.
ჩვენ არ გვეშინია პოემის სიდიდის...
ჩვენ არ გვეშინია მტრების, რომლებიც პოემას თავს ესხმიან.
ხმამაღლა, ხმამაღლა!
სატირიული მომენტები პოემაში! დეე, იყოს (აქვს რუსთაველსაც). პირიქით, ის ძალიან საჭიროა.
არ გვეშინია განმეორებების. ისინი საჭირონი არიან - სიახლის ფონზე.
არ გვეშინია მრავალსიტყვაობების. ის აქვს ყოველ დიდ პოეტს, რუსთაველსაც კი.
რაშია აქ სიუჟეტის სიახლე?
სიუჟეტი ერთია: დაეძებენ წიგნს, მშვიდობის წიგნს!
ხალხის როლი პოემაში (პირველი პოემაა, ასე თუ ისე ღირსშესანიშნავ პოემათა შორის, სადაც მთავარი მოქმედი პირია ხალხი). პიროვნება ემორჩილება ხალხს, ბუნება ემორჩილება ხალხს, მშვიდობის იდეას ქმნის ხალხი, დიადი კულტურისკენ მიისწრაფის ხალხი, უკულტურობას დასცინის ხალხი, გამარჯვებას დღესასწაულობს ხალხი, მშვიდობის ჰიმნს მღერის ხალხი, მშვიდობას ეძებს ხალხი. უკვდავი ხალხი. გაუმარჯოს ხალხის მიერ შექმნილ მშვიდობის წიგნს...
ქალების როლი პოემაში - დიადია, ბრწყინვალე.
უარყოფითი ტიპები პოემაში.
ფაზისის როლი პოემაში.
ძველი ვანი პოემაში.
ძველი ხელნაწერების მნიშვნელობა პოემაში.
ეს არის ჰიმნი წიგნისადმი!
სიხარული მოაქვს წიგნს.
რა არის გმირობა, რა სახეს იღებს გმირობის იდეა პოემაში?
გმირი ემსახურება ხალხს.
გმირი ემსახურება წიგნების იდეას.
გმირი ებრძვის წიგნისადმი მტრულად განწყობილთ.
გმირი არ უშინდება საფრთხეებს.
გმირი ასრულებს ხალხის დავალებას.
გმირი ფრთხილია, დაკვირვებულია, ფრთხილად მოქმედი.
გმირი სიცოცხლესაც არ დაიშურებს.
გმირი ხალხისთვის თავსაც გასწირავს.
გმირი იცავს ხალხის ტრადიციებს.
გმირი ამასთანავე უბრალოზე უბრალო ადამიანია.
გმირი სიამაყით  ატარებს ტარიელის სახელს.
გმირი არაა ცრუმორწმუნე.
რაშია ამ პოემის სიდიადე? ხალხისადმი სიყვარულში.
რაშია ამ პოემის უკვდავება? ხალხისადმი თავგანწირულობაში.

*
ცხადი იყო, ახლა კი უფრო ცხადი გახდა. შენზე დანდობა არ შეიძლება თურმე.

20 ოკტ.
- ბესია.
- აუცილებლად!

ბიურო სტენოგრაფიის.

9, 10, 11, 12, 13, 14, 15,1 6, 17.
მომხსენებელი [ფატი ნიშნ.] ბესო ჟღენტი (ცხოვრობს).

ადგილობრივი ძალები: თუ არის? მოვიწვიოთ გუნდი.
ჩუდეცკი მხატვარი, ან ვინმე, სულ ერთია.

*
კორნელი! შენ მიღალატე!
არაფერია, გაიძულებ, აასრულო შენი დანაპირები, ყოველი ძალით, ყოველი შესაძლებლობით.
17 ოკტ., 1956

*
15 ოკტომბერი. 1956.
3-19-69. აკადემიის ბუჰღალტერია.
- არის თუ არა ხელფასი?
- შეიძლება თუ არა გამომიგზავნოთ ან და...
არა... უკეთესია - ნუნუს მივსცემ მინდობილობას?
არა... ის დააგვიანებს - საქმე კი სასწრაფოა: ზეგ ჩემი საღამოა აქ - სამკურნალო კომისიაში.
საჭიროა ფული სტენოგრაფისტი ქალისთვის.
აგრეთვე ბესოსათვის...
მაშ, როგორ? როგორ მოვიქცე?

*
ავტოს საკითხი.
1. ფოტო კორნელი კეკელიძეს. 2. აკადემიაში: ბიულეტენი. საღამოს შუამდგომლობა. 3. ტელეგრამა: რიაბინიანას და... 4. დაწვრილებითი პროგრამები, აფიშა. 5. მუსხელიშვილი უნდა ვნახო დღეს. 6. აგრეთვე შ. რუსთაველის ინსტიტუტი. 7. აფიშა აკადემიის სტამბაში. 8. აკადემიის აპარატი - აფიშების გაკვრაში და ბილეთების გავრცელებაში (ინსტიტუტები). 9. ვიქტორ კუპრაძე.

*
ცხრაას ჩვიდმეტი წელი  გალაკტიონ ტაბიძის შემოქმედებაში.
1917 წელი გალაკტიონ ტაბიძის შემოქმედებაში.
1917 წლის ასახვა გალაკტიონ ტაბიძის შემოქმედებაში.
მომხსენებლები, პოეტები, მხატვრები, კომპოზიტორები.
„კომუნისტის“ კულტურის განყოფილება. გამოაგზავნონ ფოტო-კორესპონდენტი.
11 число _ сегодня.
ბესო 16 ოკტომბერს არ ჩამოსულა. აქაც  საეჭვოა საქმე.
6, 7, 8 ноябрь,  თინა.
შევთანხმდით მე და ბესო. 17, 17, 17.
3-67-40 - კორნელი სანაძე.
ოთხშაბათი, 17 ოკტომბერი. ცხრაას ჩვიდმეტი გალაკტიონ ტაბიძის შემოქმედებაში.
 გვიღალატა! ორ კვირაზე ადრე არ იქნებაო (16 ოკტ.). საზიზღარი ტიპი: ისეთი პათოსით წაიღო, რომ...

*
იაზან-სან-სან,
(ფუზან) ბოზან-სან-სან,
ქიმ დიერ ქი
[სან] იალან სენ, იალან.
     
დამწერიც შენა ხარ,
წამშლელიც შენა ხარ,
ვინ იტყვის, რომ
მართალი შენ არ ხარ.

საავადმყოფოში
1. ამბავი 7 გერმანელის დახვრეტის. 2. ამბავი აუღებელი ქალაქის გარშემო. 3. ამბავი „კოიტო-ტერაპიისა“. 4. ამბავი მანქანიდან გადმოვარდნისა. 5. ამბავი ცხრა გენერლისა. 6. ამბავი ირაკლი მეორის. 7. ამბავი ლევიტანის და რაკოსოვსკის. 8. ამბავი ქალის მიერ 500 დაჭრილის გამოყვანისა. 9. ამბავი 200 მკვდრის დასაფლავებისა. 10. ამბავი მკლავის გადატეხის. 11. ამბავი სალიტერატურო და სამედიცინო. 12. ამბავი მანქანის გადავარდნისა. 13. ამბავი აბაშიძის ქალის. 14. ამბავი დოჭვირის „მამა-დედასი“. 15. ამბავი ჩანგაშვილისა. 16. ამბავი კრასნოდარიდან ქუთაისამდე. 17. ამბავი ჭიათურისა.  18. ამბავი შ. დადიანის, ევდოშვილის, ბარველის. 19. ამბავი...  

*
მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩემი წიგნი დაიკარგა, გაქრა უკვალოდ, ვეძებ თხუთმეტი წელიწადია და ვერსად ვიპოვე, სად გაჰქრა, ვინ გააქრო, როგორ, რანაირ პირობებში, ეს სულ ერთია: პოემა დაიკარგა, მაინც ხალხისადმი სიყვარული ჩემს გულში აღმოუფხვრელია.

*
12 ოქტომბერი.
თქვენი მისამართი როგორაა?
კორნელიმ სთქვა, რომ ტილო მზადაა. ეხლა ხატვაა საქმე.
ჩარჩო გაგზავნილ იქნა ბორისის საშუალებით. წვიმაში. ქარში. მაინც მიიტანა მან ჩარჩო კორნელისთან.
ხოშტარიას №1. კორნელი სანაძე - 3-67-40.
გიგზავნით ჩარჩოს.
მანქანა რუსთაველის ძეგლიდან, არა?
მანქანა პირდაპირ სახლთან ჩერდება, არა?
აღმართზე, არა?
შემდეგ ხელით ჩამოსატანი, არა?
თქვენ სახლში რომელ საათზე იქნებით?

*
მოსკოვიდან რამდენიმე ხნით მე ჩამოსული გახლდით ქუთაისში, სადაც იმ დროს მძლავრი ლიტერატურული მოძრაობაა. სხვადასხვა მდგომარეობათა გამო, იმ ხანებში მე არალეგალურად, ხან ერთ ამხანაგთან, ხან მეორესთან...

*
16 ოკტომბერი.
1. ბესო ჟღენტის ამბავი: ჩამოვიდა თუ არა?
2. კორნელის ამბავი: მზადაა თუ არა ნახატი?
3. მერი კუჭაიძეს: აუდიტორიის უზრუნველყოფა.
ფატის მისამართი - ნუნუს.

18 ოკტომბერი.
3 საათზე ვანნა. აბანო.
4 - სადილი, შემდეგ - საბანში (არ გავცივდეთ).
5 - მზადება გასამგზავრებლად.

*
მზადება მოსკოვისათვის ერთ კვირაში, 20 ოქტომბრიდან 30 ოკტ.
1. გადათვალიერება ყველა მზა მასალების, რომლებიც თარგმნილია რუსულ ენაზე.
2. გადარჩევა 3.000-ზე მეტი სტრიქონის.
3. გადაწერა, გადაბეჭდვა.
4. მივლინების აღება.
5. ლიტფონდიდან რაიმეს აღება.
6. სალიტერატურო გაზეთიდან რაიმეს აღება.
7. აკადემიიდან რაიმე ჯამაგირის აღება.  
8. 1000 მანეთით სახლის უზრუნველყოფა.
9. 2000 მანეთი აკადემიიდან. 3 ათასი მანეთი ლიტფონდიდან.  1000 მანეთი სალიტ. გაზეთიდან.
10.    გადაფრენა ჰაეროთი.

*
სალიტ. გაზეთი 2 ნოემბერს ლექსით.  
მზადაა შესავალი სიტყვა - ნ. მუსხელიშვილი.
I სიტყვები:
მზადაა: წაკითხვა მხცოვანი მწერლების წერილების.
მზადაა: II. მოხსენება. III. ლექსების კითხვა: პოეტების მიერ, ბოლოს მე. IV. საკონცერტო განყოფილება.

ანონსი:
ორშაბათს, 5 ნოემბერს ლენინის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში შესდგება საქართველოს სახალხო პოეტის, გალაკტიონ ტაბიძის თემატიური საღამო.
ბილეთები თეატრის კასაში.   

*
1. უნივერსიტეტი...  2. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი. 3. კომერციული სასწავლებელი. 4. სახელგამი... 5. პოლიგრაფტრესტი... 6. საქწიგნი... 7. სამკურნალო კომბინატი. 8. ბიბლკოლეკტორი... 9. საჯარო ბიბლიოთეკა. 10. აკადემია. 11. მწერალთა კავშირი. 12. პროფკავშირები.

პლეხანოვი 104, I подъехзд, III этаж. ჩანგიშვილი გაბრიელ ივანეს ძე.

*
ტელეფონით მწერალთა კავშირში:
თამარ ანდღულაძეს გადავეცი რუსული წიგნი ჩემი ლექსების (მან თვითონ მთხოვა). 1. რა უქნა ამ ლექსებს. 2. რა ამოარჩია. 3. ვის გადასცა? 4. ან ვის უნდა გადასცეს? 5. "ზარიას" თუ შეუძლია გამოცემა, <დავანახებ>.

*
Телеграмма: Москва. Гослитиздат. Рябининой.
Был тяжело болен. Выписался сегодня. Обещанную книгу сдам Вам к концу октября. [Буду очень благодарен, если [ответите телеграммой] пришлете немедленно].
Телеграфируйте немедленно: Тбилиси, Марджанишвили четыре. Буду очень благодарен.
Галактион Табидзе

*
ირემს რად უყვარს მთის წყარო,
ვაჟკაცს ნაჭედი ხმალია,
ან მე რად მიყვარს სამშობლო,
განა ეს საკითხავია?

Букева Д. В.
კ. კეკელიძე, ა. შანიძე, ა. ბარამიძე, ნ. მუსხელიშვილი, შ. რუსთაველის ინსტ. დირეკტ., ვ. კუპრაძე, ვ. ხაჭაპურიძე, კ. ერისთავი, გ. ახვლედიანი.
მომხსენებელი.
უნივერსიტეტის ქ. №5. სამკურნალო კომბინატი.
3-58-00 - Бюро стенографии на ул. Павлова два.
Университетская д. №5. Лечкомбинат.
13-64 - ჯაფარიძე.