შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-371 - 1956 წელი


გ. ტაბიძე.
Александра Петровна.
37 X 6 = 222. 222 ქართველი ექიმი.
სამტრედია. რკინისგზის სახლი №12. ტ. ტაბიძე.

* * *
განცხადება მწ. კავშ. დაფაზე:
პარასკევს, 1956 წ. 28 სექტემბერს მწერალთა სასახლეში შესდგება საქართველოს საბჭოთა მწერლების კავშირის გამგეობის IV პლენუმი. დასაწყისი დღის 12 საათზე.
სსმკ გამგეობის პლენუმი

მარიკა ბარათაშვილმა ტელეფონით იკითხა: როდის იქნებაო პლენუმი.
კონსტანტინე! რიაბინინა.

*
Pecunia est nervus omnium rezum.
ვ. ოლინოვი

Сухуми. Сухумстрой.

პოემების პრობლემა. პოემა: „ჰიმნი მშვიდობას“. ფატი ნიშნიანიძე.

რუსთავი.

1. კალე ბობოხიძე. 2. ილია ხოშტარია.
"კომუნისტი", зав. отдела литерат. - აჯოევი.

თ. ჩუდეცკი.

სოსო ბარიშვილი (იოსებ). ტაქსა-მოტორების პარკი. ანაგის შეს. №1. 31 ოქტომბერი. 1956.

*
ვინც აღამაღლოს
თავი თვისი,
იყოს ყოველთვის
დამდაბლებული.
ვინც დაიმდაბლოს,
იგი ამაღლდეს,
იყოს ყოველთვის
ამაღლებული.

*
დაჰკა წერაქვი! დაჰკა წერაქვი.

დაჰკა წერაქვი,
დაჰკა წერაქვი,
ჰეი, დაჰკარი!
ნუ შეგაშინებს
მემაღაროეს
წვიმა და ქარი,
ნურც...
ნურცა სიბნელე
და ნიაღვარი,
სინათლის შ.
სიბნელისათვის
არის ლახვარი!

*
დაჰკა წერაქვი, დაჰკა წერაქვი,
ჰეი, დაჰკარი.
ვერ შეგაშინებს მემაღაროეს
წვიმა და ქარი.
სიბნელის კარებს ანგრევს სინათლის
მკლავი  მაგარი.
დაჰკა წერაქვი, დაჰკა წერაქვი
ჰეი, დაჰკარი.

*
თუ აქ შრომაა,
სადაც შრომაა,
მკლავიც იქ არი,
აზრიც იქ არი.

*
დაჰკა წერაქვი, დაჰკა წერაქვი,
ჰეი დაჰკარი.
გადმოანგრიე [მძიმე ფენები] აქ ქვანახშირის
(გადმოანგრიე კლდის, [და] ქვანახშირის)
ფენა მაგარი.
ვერ შეგაშინებს მემაღაროეს
წვიმა და ქარი.
დაჰკა წერაქვი, დაჰკა წერაქვი,
ჰეი, დაჰკარი.

*
1. რუსული ენის კაბინეტი. 8 წელია მუშაობს. 2. სხვა კაბინეტებში ორი ცვლაა: აქ ერთი. 3. მატერიალური უზრუნველყოფა. ქმარი არტისტია - უმუშევარი. 4. ეუბნებიან - გალაკტიონი. 5. თინა მრევლიშვილი, გინდა მგელაძე.

*
სქელი ღრუბელი,
შავი და ბნელი
სამშობლო მხარეს
გადაეფარა.

სხივთა მფენელი
მზისა ნათელი
ჩვენს სანუგეშოდ
სჩანდა აღარა.

ელვა მსწრაფლ გაჰქრა
ისევ...