შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-355 - 1956 წელი


გალაკტიონ ტაბიძე. მშვიდობის წიგნის თავგადასავალი წიგნი პირველი. 1956 წ.

* * *
გამოყენებულ იქნას მრავალწერტილები.
1. თამარს? ვინ იტყვის, რა იყო!
მამიასთან სახლში.
Ярче! ტარიელი ტანისამოსს გადიცვლის.

ლუარსაბს სძინავს.
ლუარსაბმა. დაბმა. დაფმა. დაფდაფმა. ლაფმა. ძაფმა. ქაფმა. ჩქაფმა. ლამბმა. ხაპმა. სამფა. ღიღაბმა. ჩაბმა. დუღაბმა. ნიკაპმა. მძაფრმა. ბამბა. აბა. [ყასაბმა].
ლუარსაბი. ყარასაბი. არ-სამი. ჭარბი. წარბი. გარბი. ხაპი. სწრაფი. მიზრაფი.
ლუარსაბს. არ სწამს.
ლუარსაბები. კაბები. დაბები. ნადიმი. ქათიბი. საქადები. სახადები. ნატიფი.

არს. მარაბდ. 168, 202, 197.

*
ნაწილი პირველი - სოფლის დატოვება. ჩამოსვლა ზღვის პირად. ცხენის დატოვება.
ნაწილი მეორე - ისევ დაბრუნება. ჯერ ზღვის პირად. ავადმყოფობა. მორჩენა.
ნაწილი მესამე - ფაზისის გზით გამგზავრება.
ნაწილი მეოთხე - მშვიდობიანი დღეები. ქალთა შეკრება.
ნაწილი მეხუთე – ფაზისის კვლავ ადიდება. ღონისძიებები.
ნაწილი მეექვსე - მგზავრის გადარჩენა.
ნაწილი მეშვიდე.

შუამთა ორ პერიოდში. წინამთა ორ პერიოდში. ზედამთა.

*
მე, მეოცნებე
[ვწერ ამ პოემას]
[სულში უთქმელად]
თვალის გახელად,
ვის პოეტთ მეფე
მერქვა სახელად.
                        
*
მახსოვს: მე - პატარა, დედაჩემი და ბიძაჩემი [ვდგე]ვართ ბიძის აივანზე. ბიძა წამოწოლილია სკამლოგინზე. მე და დედაჩემი ფეხზე ვდგევართ.
- კარგი, მიდიხართ. მიგყავს ბავში ქუთაისში. შენ მას იქ თავს უნდა დაადგე. აქ სახლს რას უშვები?
- სახლს ჩავკეტავ. შიგ მაინც არაფერია ისეთი.
- არის, ვიცი, რომ არის.
- სახლი თქვენი სახლის წინა დგას. თქვენ მიხედავთ ხოლმე.
- არაფერსაც არ მივხედავთ. არავითარი საშუალება თქვენ არა გაქვთ, რომ ბავში აღზარდოთ. დარჩით სოფელში. ბავში ნურსად მიგყავთ. ეს არის ჩემი რჩევა.
- არ შემიძლია, საწყალი ვასილის (მამაჩემის) სიკვდილის წინ უკანასკნელი სიტყვები იყო: „ბავშებს მიხედე, ბავშები გაუნათლებელნი არ დატოვო. ჩემი ძმა, იუსტინე დაგეხმარებაო“...
მახსოვს, დედაჩემს თვალთაგან ცრემლები გადმოსკდა.
- მე არაფრით დახმარება არ შემიძლია. მე თვითონ საშინელ გაჭირვებაში ვარ.
- მე თქვენ არაფერსა გთხოვთ, - უპასუხა დედაჩემმა, – მე მხოლოდ რჩევისთვის მოგმართეთ.
აღარ მახსოვს, რა უპასუხა ბიძაჩემმა.
                    
*
სად შეიძლება საღამოები:
1. აფხაზეთი, 2. ქუთაისი, 3. სამხრეთ-ოსეთი, 4. თბილისი, 5. ქუთაისი, 6. აჭარა, 7. ფოთი, 8. ჭიათურა, 9. რუსთავი, 10. გორი, 11. ადიგენი, 12. ამბროლაური, 13. ასპინძა, 14. ახალქალაქი, 15. ახალციხე, 16. ახმეტა (რაიონი), 17. ბაგდანოვკა (რაიონი), 18. ბოლნისი, 19. ბორჯომი, 20. ვანი, 21. გარდაბანი, 22. გეგეჭკორის რაიონი, 23. გურჯაანი, 24. დმანისი და სხვ. სულ 65 რაიონი.

*
22 იანვარი, 1955.
აღნიშნავდენ რადიოთი კალეს პოეტურ მოღვაწეობას: სიტყვაც არ უთქვამთ მისი პოეტური შემოქმედების ხარისხზე.
არც იმაზე - თუ ვისგან გამომდინარეობს მისი მთავარი სახენი, თითქო ციდან იყოს ჩამოვარდნილი.
ეს ვირობაა!
სჩანს: შემუშავებული აქვთ მტკიცე გეგმა. ჩვენც დავუპირდაპიროთ.

წინასიტყვაობა
ჩემო ძვირფასო
მკითხველო!  შრომის
    რომ სცნობ
    [გზას სავალს].
როსმე გიამბობ
იმ შვიდი ტომის
    თავგადასავალს.
(ეს? ტ.).

*
1955 წ. მარტისა და აპრილის ხარჯები - 16.772.
1955 წ. მარტისა და აპრილის შემოსავალი - 38.522 მან.
მომავალი ხარჯები: დურგლებს - 3000 + მესერები - 500 + ბიჭიკოს 1000 + შიფერი და სხვ. - 1000 = 6.500.
სადაა 1000 მანეთი?
ვანნა. პლიტა.

*
გასაკეთებელია 285.
С соответствующим.
სახლი ზღვის პირად. სახლი ტყის პირად. სახლი ფაზისის პირად.
1915.

*
თვალების წვეთები - ხუთი დღის წინად უნდა მოეტანა ცინკის წვეთები. მოიტანა ბაბილინამ ის წამალი დღეს, 22 იანვარს. წვეთების თვალებში ჩასხმისთანავე - ვიგრძენი - თვალთა ცქერა უფრო დამისუსტდა.
რას ნიშნავს ეს? ხომ არ იყო წვეთებში გარეული სხვა რაიმე? ხომ არ მაბრმავებს ეს ქალი? ან რატომ დააგვიანა ხუთი დღე? რაიმე შეთქმულებას ხომ არა აქვს ადგილი?

*
გალაკტიონ ტაბიძეს - სინდისს ქართული მწერლობისას...
ილია ზურაბიშვილი
ჰოი, [შენ,] სვინტრო! (ბალახია იმერეთში).
არისტო ჭუმბაძე
აწ ყოველ დროში.
ქართველი მწერლები.
ხომ ცოცხალნი ხართ?
ცოცხალი ხართ ხომ?
ცოცხალნი ხართ?
ვითელვით. ვითელვით.
[სანამ არ გადავსწერ მთელ პოემას].
ფოტოთი გადიდება.

*
ამ წიგნის დამთავრების შემდეგ შევუდგეთ მზადებას დეკადის წიგნისას.
24 იანვარი, 1955

VII ტომი მაქვს გამოცემული, არც ერთ ტომში არაა სიტყვები: 1. უკვე, 2. საწყლის, 3. ტრაქტორი.
ამოიწერე.
ცხრის ათი წუთია.

*
სურათი ახალგაზრდა მწერლებთან.
ნინა, ნუნუ, დუთუ, ჟოზე, ზურიკო, კაკინა, ნოდარი, ვატა, მე.

დაამზადონ წერილები - სტუდენტებმა.

*
მე ეს ფაზისი
სად არ მატარებს,
არ ვაძლევ საშველს,
მკითხველს ვთხოვ,
გლახა ჭრიაშვილს
ნუ შემადარებს.

*
VIII ტომის გამოსვლით აღინიშნება VII ტ.
ამ რვეულში: 1. 560 ოთხსტრიქონიანი ტაეპი. 2. 2240 სტრიქონი მთლად. 3. 4480 თუ რვა-სტრიქონ[იან]ად გაკეთდა.
წყნეთის რვეულში (გადაწერილში): 4. 3320 სტრიქონი (415 X 8). 5. სულ: 7800. 6. (როცა მიემატა ვასკას რვეულიდან გადაუწერელი 800 (100 X 8), გამოვიდა 8600. 7. საჭიროა 50 ტაეპი (8 სტ.) და იქნება 9000 სტრ. 8. კიდევ გადათეთრება 600 = 9200.
ამ რვეულში მოთავსებულია 30 გვერდი. 2 ფურცელს - 15 დღე. 4 ფურცელი - 7დღე. 3 - 10, 5 - 6; ასე რომ, ყველაფერი დამთავრდეს 21 იანვ. მთელი თავები უნდა გაიჟღინთოს წიგნისადმი უდიდესი სიყვარულით.
21 იანვარი. 1956 წელი. 21 იანვრისთვის მზადა მაქვს 6,064.
საოცრება! ამ რვეულში უნდა გამეკეთებინა - 4480 სტ., მაგრამ გავაკეთე - 2744 და... ესაა საინტერესო - 1965 სტ. ე. ი. წლევანდელი წელი!
ეეჰ, არაა ასე! მაგრამ საინტერესოა, რატომ მომეჩვენა ასე? გასაკეთებელია 1736 სტრ. სულ დაახლოებით 300 გვ.
25 იანვარი - 8,749 სტრ.
28 იანვარი - დავამთავრე უკანასკნელი თავების დამუშავება.
დამრჩა 28 იანვრისათვის: 1. ცხენის ჩაბარება და გადაკარგვის ამბავი. 2. თავების გადათვალიერება და 3. რამდენიმე გვერდი გასარითმავი.
1 თებერვალს - გადაწერილია 4,312 სტ.

1. გაკეთება პირველი თავის.
2. დამთავრება ამ რვეულის ტაეპების.
3. გადაწერა ვასკას რვეულში დარჩენილი ტაეპების.
4. დაყოფა თავებად მთელი პოემისა.
5. მოძებნა და ამოწერა ციტატებისა 6 პოეტის.
6. ადგილის პოვნა ცალკეული ლექსებისათვის.
7. მანქანაზე გადაბეჭდვა.

1. ზღვისპირად ვისმესთვის ცხენის ჩაბარება და გადაკარგვა.
2. მონოლოგი გადაკეთდეს მეორე პირის ისტორიად (მწირის).
3. გარკვევით: რა მოხდა 16 წლის განმავლობაში? (იქ შეიძლება შეტანილ იქნას მონოლოგი მწირის).
4. შენელდეს სურათების ამბები, გაძლიერდეს წიგნების ამბები.
5. უკანასკნელ ხანებს მიეცეს რაიმე სახით სიმშვიდის ხასიათი.
6. როგორმე უნდა მკაფიოდ იქნას ნაჩვენები თამარისა და ტარიელის შეხვედრა უკანასკნელ თავებში.
გასაგებია თუ არა?

*
14 იანვარს, 1956, მივიღე წერილი „Труд“-იდან.
რას ნიშნავდა სიზმარი 2 თებერვლისა?