დღიური-354 - 1956 წელი
ერთი წიგნის თავგადასავალი
გადასაწერია 100 ტაეპი. 800 სტრიქონი. 1000 სტრიქონი.
შესავალი - 164 X 8 = 128 სტრიქონი, შუაში - 128, დასასრული - 128 = 348.
გადაწერილია - 4816 სტრ.; წყნეთის რვ. - 429; ახალი რვეული - 4.522 = 9.338.
ვეფხისტყაოსანი:
334 გვ. X 6 = 2.000 X 4 = 8.000.
65 თავი. 4 ტაეპი. ვეფხის ტყაოსანში სულ არის 2000 [სტრიქონი] ტაეპი (ვინ მოგახსენათ? ასეა!). 8.000 სტრიქონია.
ვეფხისტყაოსანში - 1669 X 4 = 6.676.
641 : 6 = 16.
10 საათს. 100 ფურცელი.
სულ 268 ტაეპი + 143 ტაეპი + ძველ რვეულში - 411= სულ ტაეპები - 6411.
შესვენებებით 3 დღე უნდა.
641 X 8 = 5.128 სტრიქონი გადაწერ. 3.360 - გადაწერილი. 9.788 სტრიქონია მთელ წიგნში.
ცხენის ჩაბარება - 7. სულ არის 641 ტაეპი.
ათ წუთში იწერება 6 ტაეპი. საათში ექვსი - 10 წუთია. მაშასადამე, საათში - 60 ტაეპი. რომ იმუშავო 10 საათს - 600 ტაეპი.
1956 წ., ხვალ, 29 იანვ.
დამზადდეს ქაღალდი და მელანი - 10 საათამდე. 12 საათზე შევუდგები გადაწერას.
დავამთავრე გადაწერა 3 თებერვალს.
ტაეპები „ვეფხის ტყაოსნიდან“:
სულ 70 თავია ჩემს წიგნში „მშვიდობა“.
5 წუთში - 2 გვერდი წაიკითხება, საათში...
3 წუთი უნდა გვერდს, 10 გვერდს - 30 წუთი, 20 გვერდს - საათი. 200 გვერდს - 10 საათი, 100 გვერდს - 5 საათი.
ვეფხის ტყაოსნის გადაკითხვა შეიძლება 16 საათში.
„ვინცა ჩემსა დამეცილოს,
მისით მასცა აღმოვფხვრიდე“.
შოთა რუსთაველი
„ვარ უმაგრესი რვალისა...“
შოთა რუსთაველი
„სამართლით ტახტი უჩემოდ
არავის მისახდომია!“
შოთა რუსთაველი
„რა გათენდა ღამე დილად...“
შოთა რუსთაველი
*
ნაწ. I . 1 - 12; ნაწ. II. 3 - 35; ნაწ. III.
[ნიმუშები გადასაბეჭდია.]
თავი I – (527-550). თავი II – 551- 547. გვ. 39.
133. 400. 133.
*
III-IV საუკუნეებში იყო მწიგნობრობა (ეტრატი).
VI. დაკვირ. ტარიელ და მამიას.
31 - ფაზისია.
244 - თოვლი დნება. გადავიტანო უნდა.
ახალი თავი
დიეე, რეე,
თემაში ანე,
ქე უყო მგელსა,
რეგრონ შეები!
მ. ფ.
*
ადამსა აქეთ წელსა ძღიბ-ს. ფარნაოზ მეფემ შექმნა მწიგნობრობა ქართული. ქართლოსის ნათესავთაგან. არღარა (გარდა) თვინიერ ქართულისა! გერაკლია.
*
ადამსა აქეთ
იმა წელსა ძღიბ-ს,
ადიდეთ, აქეთ,
ვხედავთ ქართულ წიგნს.
*
[და მას] [ვითარ] ასე: წელსა ძღიბ-ს
ადამსა აქეთ -
[ვხედავ] წერდენ ქართულ წიგნს...
ადიდეთ, აქეთ!
ტაცებას, დასჯას,
წარღვნას გადარჩა
[ერის] აწ დგას დარაჯად
და მოამაგეთ.
ასე წელსა ძღიბ-ს
ასე: წელსა ძღიბ-ს
ადამსა აქეთ,
წერდნენ ქართულ წიგნს,
ადიდეთ, აქეთ!
ტაცებას, დასჯას,
წარღვნას გადარჩა,
აწ სდგას დარაჯად
და მოამაგეთ.
*
5 საათში - 300. ერთი წუთი - ერთ ტაეპს, საათი - 60 ტაეპს, 10 საათი - 600 ტაეპს.
* * *
რა კარგი იყო ქუჩა ბალახვნის,
[მუდამ] ხმები ისმოდა მრავალი არღნის.
არ იყო მაშინ ავტომობილი,
არცა ძახილი მაუდის ქარხნის.
შეაჩერებდა [ცხენი] რა თვის ფაეტონს,
მეეტლე [ეხლა] მუშტარს უცდიდა [ბატონს] ამ დროს,
- ვინ მოხვალთ, ხონსუ, ხონსუ, ო, ხონსუ, -
კოფოზე მდგარი [გასძახის] ეძახდა მთაგორს.
[ასეთნაირი იმ ბანის] ასე ძვირფასი ტენორის მქონეს
[ფაზიც] არვინ უსმენდა მეეტლეს ხონელს:
- ვინ მოხვალთ, ხონსუ! [ვინ მოხვალთ, ხონსუ] - იძახდა მაგრამ,
[მეეტლე ჰკარგავს ძალას და ღონეს] სჩანდა ამაოდ ჰკარგავდა ღონეს.
ამ დროს მოესმა: [მე შენ] მოვალთ, გიშველით.
და მალე სწრაფი და თავ-შიშველი
[და მალე მღერით] სიმღერისათვის – იმ ხონის გზაზე -
მივქროდით მე და სარაჯიშვილი.
10 თებერ., 1956, ღამის 4 საათი
*
[ქართველი მწერლები:] [სახელგამის დირექტორთან.]
* * *
რა კარგი იყო ქუჩა ბალახვნის,
ხმები ისმოდა მრავალი არღნის,
არ იყო მაშინ ავტომობილი,
არცა ძახილი მაუდის ქარხნის.
შეაჩერებდა რა თვის ფაეტონს,
მეეტლე მუშტარს უცდიდა ამ დროს.
- ვინ მოხვალთ, ხონსუ, ხონსუ, ო ხონსუ! -
კოფოზე მდგარი გასძახდა მთაგორს.
ასე ძვირფასი ტენორის მქონეს
არვინ უსმენდა მეეტლეს ხონელს.
- ვინ მოხვალთ, ხონსუ! – იძახდა მაგრამ -
სჩანდა, ამაოდ კარგავდა ღონეს.
ამ დროს მოესმა: - მოვალთ, გიშველით!
მალე ჯიბე-მჭლე და თავ-შიშველი
[მაგრამ] ლხენით, სიმღერით – იმ ხონის გზაზე,
მივქროდით მე და სარაჯიშილი.
გალაკტიონ ტაბიძე
1956, 10 თებერვალი, ღამის 4 საათია
*
გვ.-დან 38.
1. საბრალოა ოდეს ვარდი
დაეთრთვილოს, დაცაეზროს.
2. უცხო, უცხოთა ადგილთა
საძებრად იარებოდა,
მგზავრთა ჰკითხევდის ამბათა,
მათ თანა ემოყვრებოდა.
3. მუნ ეძებს,
ზღვათა შესართავისად.
4. მკლავი - სადებლად თავისად.
5. ყოველი პირი ქვეყანისა
მოვლო, სრულად მოიარა.
6. ამაშიგან წელიწადი
სამი სამ თვედ მიიყარა.
7. ორგნითვე ტყესა შეეკრა
ნაპირნი...
8. უღონიოდ მართალ იყვნეს,
რომელთაცა ქაჯად ჰქვიან!
9. გავლო წყალი და ტყენია...
შეღრენით მონაწყენია.
10. შამბისა პირსა გარდახდა,
ცეცხლი [დაანთო] დააგზო კვესითა.
11. კაცსა მიხვდეს საწადელი,
რას ეძებდეს, უნდა პოვნა.
მაშინ მისგან აღარა ჰხამს,
გარდასულთა ჭირთა ხსოვნა.
12. მონახნა დიდნი ხენია.
მას ზედან ჭვრეტად გავიდა...
მუნით უჭვრეტდა...
13. [ქვაბისა]...კარსა გამოდგა
ქალი ჯუბითა შავითა.
14. ხიდნი ზღვასა ჩაგვიცვივდეს.
15. იზახდიან, მოთქმიდიან,
მისცემდიან კლდენი ხმასა.
16. გათენდა [ქალი გამოდგა
მოსილი [მითვე ფერითა.
17. ...მოაქვს აბჯარი
წყნარად, არ რამე ჩხერითა.
18. ეყნოსა [სული ალვისა.
19. „ნუ თუ მზეაო“, [თქვა: „ცისა?“
20. შამბი განვლო, გაეშორა,
თავი მინდორს გააგარა.
21. ჩამოვიდა, ცხენი ახსნა,
მისგან ხესა გამობმული.
ზედა შეჯდა, გაემართა,
ქვაბი დახვდა კარ-განხმული.
22. ცხენსა გარდახდა.
23. ფიცხლა გაიქცა, [მიჰმართა
ძახილით კლდესა [და ხესა.
24. მაგა საქმისა [ვერა იქმს
ვერცა კალამი [წერასა.
25. შენ ერთხელ მეტყვი: [„მითხარო“,
მე ასჯერ გეტყვი: [„ვერასა“...
26. თუ არ მომისმენ... ვერ ჰპოებ.
27. უკანამან წინა ნახა
ჩავარდნილი შიგან ჭასა.
28. ამხანაგო, იყავ მანდა,
[მომიცადე] მომიცდიდე!
29. რაცა გითხრა, [მომისმინე.
30. ტარიელ არის [სახელი
იმა მოყმისა [ხელისა.
31. ქალსა ყმამან [მოუსმინა...
32. ხევით ესმა [ჩხაპუნები!
33. მეუნებლე
ხორციელი [არვინაა.
34. ამარტის ფერად [შესცვალა
ბროლი ცრემლისა [ბანამან.
35. ყმამან და მან ქალმან...
36. დადუმდეს...
37. ...ხელჰყო კვესითა
გზება ცეცხლისა [ნელისა.
38. მიუპყრა, ერთი [ახლიჩა...
ქმნაა საქმისა [ძნელისა.
39. ცოტად მიწვა, [მიიძინა
თუმცა ყოლა [ვერა მეტი.
შეკრთა, დიდნი [დაიძახა] [დაიზახნა,
წამოიჭრა [ვითა რეტი.
40. იძახდის და [წამ-წამ იკრის
გულსა ლოდი, [თავსა კეტი.
41. ცალკერძ ზის და [პირსა იხოკს.
42. რად დაბრუნდი?
43. სევდად მეცა [კაცთა ნახვა,
ცეცხლი უფრო [გავიალე.
44. მოახსენა: [მხეცთა თანა
იარები [მარტო, ტევრად.
არას კაცსა [არ იახლებ
საუბრად და [შემაქცევრად.
45. მაგრა არ არის [ქვეყანად
წამალი ამა [წყლულისა.
46. ვის ძალ აქვს [პოვნა კაცისა
თვით სოფლად [არ მოსულისა.
47. ჩემი ლხინის [სიკვდილი
გაჰყრა ხორცთა და [სულისა.
48. სიახლე და საუბარი.
49. არა ვარგა უსაზომო...
50. განაღამცა [გავნადირდი,
თავი ასრე [გავიხანე.
51. ...................გაგსაჯე
მეტითა [შეგონებითა.
52. ჰფიცე, არ მოჰკლა, [არ იყო
არ-სავნებლისა [ვნებითა.
53. გამოეგება [ტარიელ,
ჰმართებს ორთავე [მზე დარად
ანუ ცით მთვარე, [უღრუბლო
შუქთა მოჰფენდეს [ქვე ბარად.
54. იგი რა-ნახა [ტარიელ
თქვა მზისა [დასაგვანებლად.
55. რომე მათთანა [ალვისა
ხეცა ვარგიყოს [ხედ არად.
56. აწ ლხინთა [ნაცვლათ სოფლისა
ჩალა მაქვს [და ნაბადია.
წიგნიდან „ვეფხის ტყაოსანი“
57. აწ მე მწადს
თქვენსა წინაშე
მეცა ვცნა
ძალა გულისა.
რუსთაველი
58. „შვილად გავზრდი
თვით ჩემივე
გვარი არსა“.
59. მიმიყვანეს
შვილად მათად.
60. საპატრონოდ
მზრდიდეს...
61. „მე ხუთისა
წლისა ვიყავ“.
62. დაბნედასა
მიეწურა.
63. წიგნი წიგნსა
ეწეოდა.
64. სახლი ააგო
შიგან სამყოფი
ქალისა.
65. ამა წიგნმან
გაგაგონოს,
ჩემთვის რაცა
უთქმევია.
66. უჩვენნე
საქმენი
საგმირონია.
67. ვისი მდაგავს
ალი გულისა.
68. გული
მიდამო
მიარდა.
69. მით შევეწივნეთ
ტარიელს.
70. მო, დავსხდეთ
ტარიელისთვის
ცრემლი გვდის
შეუშრობელი.
„ვეფხის ტყაოსანი“
71. ცნობად მოვიდა
ტარია.
72. თქვეს:
„ტარიელ რა იქმნას“,
მისად ჭვრეტად
თვალნი არის.
1. შენ არ გატეხა
კარგი გჭირს
ზენა არისა
ფიცისა!
2. მზე ტირს სისხლისა
ცრემლითა
ზღვისაცა
მეტისმეტითა.
3. რა ღრუბელი
მიეფარვის
მზე ხმელეთსა
დააჩრდილებს.
4. მაშინდელი
ზარი აწმცა
ვით ითქმების.
5. უტარიელო
ხსენება
არვისგან
იკადრებოდა.
6. არ დავთმოთ,
რა ვქნათ
სევდასა,
მითხრა, რა
მოვუგვაროთა.
7. მაგრა დამალე,
არ გაჩნდეს,
შენი ცეცხლისა
კვლა დება.
8. ცხენსა შეჯდა
წამოვიდა...
...არვინ მივის
შენგან კიდე,
...რაზომსაცა
გზასა ვვლიდე:
„ღამით მავნე
განმარიდე!
...შენსა მსხვერპლსა
შევწირვიდე“..
შოთა რუსთაველი
9. რა ტარიელ დაინახა
განაღამცა დაედრიქნა?
10. ტარიელ ეტყვის:
„რად უნდა
სიტყვისა
თქმა მრავალისა.
...............................
არ დავიწყება
მოყვრისა,
მოყვრისა
წარმავალისა“.
11. ტარიელს ეტყვის
ავთანდილ:
„თუ გახმა
ცრემლთა დენისა“.
12. რა ტარიელ
მოისმინა.
13. ან სით ვიცნობ
ტარიელსა,
ანუ რად ვეტყვი
ძმობასა.
14. მინდორს ვნახეთ,
ტარიელ ჯდა,
ცრემლთა ღვრიდა,
ველთა რწყვიდა.
15. დგომა მგზავრისა
ცდომაა,
კარგსა იქმს, თავსა
სწრთვნიდესა.
16. წამომყევ
ზღვისა კიდესა.
17. ხმა ზახილისა
მათისა,
ჰგვანდა ჰაერთა
ქუხილსა.
18. მზე მოიყვანეს
ნავითა.
19. შევიდეს,
ჩასხდეს ხომალდსა,
გამართეს
ზღვისა კიდითა.
20. მას ნავსა ნავთა
სალეწლად...
21. ყმა ნავის თავსა
უშიშრად
ქვე დგა. არ თურმე
კრთებოდა.
22. დარჩა ნავ-
დაულეწელი.
23. ზოგი ნავსა
შეანარცხის,
ზოგსა ჰყრიდა
შიგან ზღვასა.
24. ნავი ნავსა
შეატყუბნა.
25. მათსა ნავსა
გარდმოიღეს,
ნავი სრულად
გარდმოსცალეს.
26. რა გინდა მომცეთ,
რას ვაქნევ,
მე ვარ და
ჩემი ცხენია.
27. მიჰხვდეს ტაროსსა
ამოსა.