დღიური-661-13 - 1955 წელი
დღევანდელი საღამოის, და შემდეგი საღამოების მიზანია - ხელახლა [დავსვათ, და თუ] განვმარტოთ, რადგან სრულიად დავიწყებულ იქნა ჩვენი ხელოვნების ორი მხარე: შემოქმედებითი და ტექნიკური. საყოველთაოდ ცნობილია და არავითარ ახსნა-განმარტებას არ მოითხოვს ის დებულება, რომ უნარი მხატვრული შემოქმედებისა იგივე თანდაყოლილი ნიჭია, როგორც, მაგალითად, სილამაზე სახისა (ვთქვათ თამარ მეფის ხალხურ შემოქმედებაში, ავთანდილის, ტარიელის, თინათინის, ნესტანის) ან ძლიერი ხმა ([სარაჯიშვილისა] ავთანდილისა, ან [ხალხურ სიტყვიერებაში] შალიაპინისა, ან სარაჯიშვილისა). [ჩვენო ოპერა - ი. ვაკელი].
ეს ნიჭი შეიძლება და უნდა განვავითაროთ, მაგრამ მისი მოპოება არავითარი მონდომებით, არავითარი ხერხით, არავითარი სწავლით არ შეიძლება. ვინც პოეტად არ დაბადებულა, იგი ვერასოდეს ვერ გახდება პოეტად, რანაირადაც არ უნდა ეცადოს, რანაირი შრომაც არ უნდა დახარჯოს!!!!!
შეიძლება მიეჩვიო ლექსის ან პოემის წერას, მიაღწიო იმასაც, რომ [შენი] ზოგი ლექსი ლამაზი იყოს, ხმოვანად ჟღერდეს, - მაგრამ ასეთი ლექსები ყოველთვის პოეზია როდია. ამის...
საჭირო არის ლექსის ტეხნიკის კიდევ უფრო ღრმა შესწავლა.
ნიჭი პოეტისა, პოეზიის ნამდვილი ოქრო, შეიძლება გამოსჭვივოდეს ხშირად მოუქნელ წყობაში - ასეთი მაგალითები ცნობილია (გრ. ორბელიანი, ლექსები მაგალითად [ბარათაშვილი და სხვ.]).
მაგრამ, რომ უფრო მთლიანად გამოხატო თავისი ნიჭი, მთლიანად გამოსახო თავისი სული პოეტისა, შეუძლია მხოლოდ მას, ვინც სავსებით დაუფლებულია თავისი ხელოვნების ტექნიკას.
ლექსის ოსტატს აქვს ისეთი ფორმები და გამოთქმები, [იმისთვის] რომლებსაც [ამახსოვრ.] მკითხველები იმახსოვრებენ ძალაუნებურად და სამუდამოდ.
რომ პოეზიას აქვს თავისი ტექნიკური მხარე, [ლიტერატურის მცოდნეებისათვის და ის მოითხოვს, ამ] ეს ნათელია.
არსებობს ტექნიკა მუსიკის, ტექნიკა მხატვრობის, ტექნიკა ქანდაკების, ტექნიკა ხუროთმოძღვრების. ექვსი პოეტის ტექნიკა (შოთა, გურამიშვილი, ბარათაშვილი, ილია, აკაკი, ვაჟა).
ნამდვილად დიდი პოეტების, გენიალური პოეტების ტექნიკური ოსტატობის მიღწევები [სირთულეს] ხანგრძლივი, გულმოდგინე, თავდადებული [შრომის] მუშაობის ნაყოფია. დიდია [მათი] ეს მიღწევები, მაგრამ ისინი შესწავლილნი არ არიან, [ამიტომ დამწყებ მწერალს უხდება საქმის "თავიდან" დაწყება] ხშირად შეგნებულათაც შეაქვთ სრული არევ-დარევა...
არსებობს მეცნიერება ლექსზე - არისტოტელიდან დღემდე.
სწავლა რითმაზე:
ქართული პოეზიის მეოცე საუკუნის პოეზია[ში] [მოც.] მოვიდა და დამკვიდრდა ბევრის სრულიად ახალი რითმებითა და ასონანსებით, ახალი ლექსთაწყობით, ახალი ხმოვანებით, შემოტანილი იქნა ახალი ფორმები ბალლადის, გაზელლასი, სონეტის, ოკტავების, ტერცინების, [ხმის მიბაძვა] ტრიოლეტები, სექსტინა, პოლინდრომი, რონდო და სხვ. ისინი არსებობენ მსოფლიო პოეზიაში.
პოეტი მოვალეა, იცოდეს კანონები ყველა ფორმებისა, კანონები, რომლებიც უბრალოდ არ დამკვიდრებულან. პოეზიის ტექნიკას ათასწლოვანი ისტორია აქვს, ჩვენ უნდა ვიცოდეთ ყველაფერი.