შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-514-5 - 1955 წელი


თანამედროვე მწერლობის უზომოდ მოყვარულო, ძვირფასო ამხანაგებო!
ნება მომეცით, თბილისის მასწავლებლის სახლთან არსებული ლიტერატურულ-შემოქმედებით წრეს მივულოცო მისი არსებობის ოცი წელი. წყნარი, მშვიდობიანი, თავმდაბალი, დიდი კლასიკოსების გზით მსვლელი ეს, წრე, მართლაც რომ, ღირსია მხარდაჭერის. ნიშნად გულწრფელი პატივისცემისა მე მათ ამ დღეებში მსურს სახსოვრად გადავსცე ხელნაწერები ჩემი ლექსებისა და პოემებისა. სულით და გულით მოძღვნილი მცირედიც შეიწირების.
ტბილისის მასწავლებლის სახლთან არსებულ ლიტერატურულ- შემოქმედებით წრეს, ალბად კი არა, ვიცით, რომ ნამდვილად მოუხდა მეტად მძიმე პირობებში მუშაობა, ბევრი დაბრკოლებების გადალახვა, სამაგიეროდ დღეს ის, აჯამებს რა თავის 20 წლის მუშაობას, თვალნათლივ ხედავს თავის მიღწევებს, შესანიშნავ მიღწევებს.
იგი კიდევ უფრო გააფართოვებს თავის მუშაობას მომავალში. ყველანი მოვალენი ვართ, მხარი დავუჭიროთ მას. ნებას ვაძლევ ჩემს თავს, წრის ხელმძღვანელს პოეტს სავლე აბულაძეს, გულწრფელად და დიდის პატივისცემით ხელი ჩამოვართვა და მისი სახით მივულოცო სახლთან არსებულ ლიტერატურულ წრის წევრებს წრის არსებობის 20 წელი.
გ. ტაბიძე