შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-483-15 - 1955 წელი


1954 წლის მუშაობის ანგარიში
გასული წლის განმავლობაში - მე [შევეცადე] მოვახდინე ერთგვარი კონდენსირება იმ მუშაობისა, რომელიც ჩატარებულ იქნა ჩემმიერ წინა წლებში და რომელიც გამოიხატა ჩემი ნაწერების შვიდ ტომად გამოცემაში.
ეს შვიდი ტომი წარმოადგენს ჩემს ლიტერატურული შემოქმედებითი მუშაობის თითქმის ყველა პერიოდს - დაწყებულს 1908 წლიდან - დამთავრებულს 1950 წლით.
I ტ. - 1908 წლიდან 1917.
II ტ. - 1917-1934.
III ტ. - 1934-1940.
IV-V - 1940-1945.
VI-VII - 1945-1950 წწ.
გასულ წელს ყველა ამ ტომებიდან ამოკრებილი იქნა მასალები ერთი დიდი
ტომისათვის (ერთტომეულისთვის). წიგნი  უკვე აიწყო, დაიბეჭდა და ამ დღეებში გამოვა კიდეც.
გასულ წელს მონაწილეობას ვიღებდი მრავალ სალიტერატურო საღამოებში, აგრეთვე, როგორც დელეგატი საქართველოს მწერალთა კავშირიდან, სრულიად საკავშირო მწერალთა ყრილობაზე - მოსკოვს.
გ. ტაბიძე
1955, 19 იანვარი