შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-342 - 1955 წელი


შალვა მებურიშვილი. კაჭახიძე. მარიჯანი.
Маруся, Борщевников, Цеквава
Горгил. Угулава.
Сектор Земельного хлзяйства. Андроник. Олейникова Женя.

ივანე ლეონტის ძე ჯაში. პროფესსორი. წევრ-კორესპონდენტი. არის წარმოდგენილი ინსტიტუტში...
3-55-20 - ვახტანგ გურგენიძე - რკინისგზის სახლთან აქვს კავშირი.
მაყვალა გვარაკიძე - რკინისგზის პიონერთა ბანაკი. გოგი სუხიშვილი დირექტორი.


„Литературная Газета“ - ჭილაიას წიგნის შესახებ.
3-20-49 - ბ. ჟღენტი.

Скульптурно-Гипсовый завод (მასხრები!). დირეკტორი - ჟორდანია.
ბორის [დოლიძე] ლომიძე - მოადგილე კულტურის დარგში.
ქალაქის აღმასკომის თავმჯდომარე.
1. ილიკო. 2. კორნელი. 20 სექტ.
წითელაშვილი.

*
დუშეთი. 1955. 14 აგვისტო.
Душет _ город древний. П. Гречанинов.
იოსელიანის ქალი „კომუნისტი“-ს.
იოსელიანი ვანო. იოსელიანი ნატალია. იოსელიანები...
იოსელიანების პურმარილი.

*
1905 წლის რევოლიუციის ასახვა ქართულ მხატვრულ ლიტერატურაში.
ეთერი შარაშენიძე.
სამშაბათს, 27 სექტემბერს, ლენინის №12. გამოფენა.
ლექსებს გაჭიანურებულსა.
ხვ. ხუთის ნახევარზე - გორგაძე შაქრო.
ალიო ხულიგნობს!

*
ვაჟას საღამო დუშეთში:
გ. ლეონიძე - შესავალი სიტყვა. ბ. ჟღენტი - მოხსენება. გ. ტაბიძე - ლექსი. ა. გომიაშვილი, ს. ფაშალიშვილი, ბავშები. ძაღლიკა, ოთარ ჭელიძე, ანდრო თევზაძე, ნაზი კილასონია.

ძაღლიკა
საღამოზე ძალზე გაჭიანურებულ ლექსებს, ფშაური სტილით კითხულობდა ბევრი (ერთი ძალზე კრეტინი ვიღაც, ლეონიძის მიერ მოწვეული განგებ, პირდაპირ დაუსრულებლად... კითხულობდა). გამოვიდა ადგილობრივი პედაგოგი ლექსით, რომელმაც ლექსში გამოიყვანა ვაჟას მტრები (გულისხმობდა აკაკი წერეთელს) და თითქმის ემუქრებოდა მას. ეს არ იყო მოსაწონი... არ იყო აგრეთვე მოსაწონი, რომ საღამოს მიეცა ძალზე კუთხური ელფერი...
ბ. ჟღენტის ნაკლი ის იყო, რომ ვაჟა დაახასიათა თითქმის თანამედროვეობისაგან - თანამედროვე პოეზიისაგან მთლად მოწყვეტილად. მას არ დაუხასიათებია არც ერთი თანამედროვე პოეტი. მეორე ნაკლი მოხსენებისა იყო ისა, რომ ძალზე გაჭიანურდა.
ლეონიძის შესავალი სიტყვა ვერ იყო ამსახველი ვაჟას დიაპაზონის, ვაჟას ხალხურობის. კარგი იყო გომიაშვილის ლექსი. წაისუსტებს ს. ფაშალიშვილი, მაგრამ მაინც არა უშავდა რა, საჭირო იყო, როგორც მოგონების მომენტის შეტანა. ოთარ ჭელიძემ კარგი ლექსი წაიკითხა. ანდრო თევზაძემ გვასახელა.
ძალიან კარგად წაიკითხა ნაზი კილასონიამ ვაჟას ლექსი „არწივი ვნახე დაჭრილი“.
ადგილობრივთაგან: მასწავლებელი ქალი და ახალგაზრდა კაცი, რომელმაც ამას წინად ლექსების რვეული მომიტანა მწერალთა კავშირში.
ჩემი გამოსვლა ფენომენალურად კარგი იყო. შესავალი პოემისა „საუბარი ლირიკის შესახებ“ კარგად იქნა ჩემ მიერ გამოყენებული, მხოლოდ ესაა, აუდიტორიაც ძალიან კარგად შემხვდა, მაგრამ ფეხზე მაინც არ ადგა.
საერთოდ აუდიტორია ცოტა მოჩერჩეტო იყო. ეს ისეთი აუდიტორია იყო, რომელიც მაგონებდა უკულტურო თამადას: ეს მე გამიმარჯოს, ეს ჩემს ცოლს გაუმარჯოს, ეს ჩემს შვილს - პეტრეს გაუმარჯოს...
ისე კარგად იყვნენ ჩაცმულნი, თავსაც კარგად იჭერდნენ, წინა რიგში, პირველ რიგში მჯდომარე ქალებს ფეხი ფეხზე ჰქონდათ გადადებული: თითქო ამბობდენ: გვინახავს თქვენნაირებიცო!
წესრიგი იდეალური იყო. საზაფხულო თეატრში იყო საღამო. თეატრს იქით ბაღის ხეებზე ღამით მაღლა ასულიყვენ ბავშები და იქიდან უსმენდენ: ისინი სჯობდენ ყველაფერს.
ხორო არ ვარგოდა, კოსტიუმი კი იშვიათი ჰქონდა.
ვახშამი. დიდებული საზოგადოება. ძლიერ სუსტობდა თამადა. ლეონიძის პატრიოტი მეზურნე თუ ვიღაცა - „არ დაიდარდო, დედაო“ იმღერა, რითაც საშუალება მისცა ზოგიერთებს, გამოეჩინათ თავიანთი ადვილად მოსასყიდი სული. თამადა კრეტინობდა. თამადამ გამოსტოვა ბევრი.
ვახშამზე მომეწონა დარბაისელი კაცი, რომელმაც მითხრა: ბიძინა ავალიშვილს მე მივეცი ხეო. როდესაც მე ვუთხარი, რომ ბიძანა ჩემი ახალი ქანდაკების გაკეთებას აპირებს-მეთქი, მან მითხრა: მე მშვენიერ ხეს (დაასახელა რაღაც ჩემთვის უცნობი ხე) ვუშოვიო...
ვახშამზე სიმღერა არ ვარგოდა (სმენის საკითხია).
გომიაშვილმა ჩემს ხმაზე სთქვა: გალაკტიონს პირველი ხმა შვენის, რადგანაც პირველი პოეტიაო (ეს მეორეჯერაა მისგან: ერთხელ მახსოვს ასე სთქვა: სახალხო პოეტი - ერთიაო. განგებ, რა თქმა უნდა).
ვახტანგი ცოტა... მაგრამ დუთუ იდეალურად იჭერდა თავს. მისი ფოტო, თუმცა.. არ ვიცი... მაგრამ მომავალი იმ ფოტოსია!
ძლიერ მომეწონა ერთი საცეკვაო სიმღერა.
სასტუმროში, სადაც წავედით მოსასვენებლად (ღამის 4 საათი იყო) ყველაფერი წესრიგზეა...
ფოტო. ფოტო. ფოტო.
დუშეთი.
მოვიგონეთ პლატონ იოსელიანის წიგნი: „Душет город древний“.
აქ ყოფილა ადგილი, რომელსაც პლატონიანთ მიწას უწოდებენ, რადგან იქ ცხოვრობდა პლატონ იოსელიანიო. და არის სახლის ნაშთიცო.
ილია ჭავჭავაძე აქ მსახურებდა. "სცენები მომრიგებელ მოსამართლესთან" აქ დაიწერა.
დაასახელეს კიდევ ბევრი ადგილობრივი გამოჩენილი ხალხი.
ვნახე ვანელი ხალხი. აქ ყოფილან, ამბობდენ: არაფერს აქაური ხალხი არა ჰგავს, ძალზე უკულტუროაო.

წყნეთის პრობლემა აქ ასეთნაირად გადაწყდა. დამირეკესო, რომ ჯერ კლუბს აკეთებენო და სხვ... 19-ის საღამოა შესანიშნავი.

აღვძრათ საკითხი, რათა საბავშო სახლს მიეკუთვნოს ჩემი სახელი? ა? ვისთან?
მოგონებებით მარადით
საყვარელია დუშეთი.
გამაოცა ერთმა გარემოებამ. ნახევარი საათის წინ საზაფხულო თეატრში კაცის ჭაჭანება არ იყო. ნახევარი საათის შემდეგ თეატრი ისე გაჭედილი დაგვხვდა ხალხით, რომ გავოცდით.
ძაღლუკა არ დაგავიწყდესთ.
კატებით მოკუნტრუშეთი.
თუ ასე...
ჩვევებით მოკუნტრუშეთი..
ან ასე...
მოგონებებით მარადით,
საყვარელია დუშეთი,
ძაღლუკა არ დაგავიწყდესთ
ჩვევებით მოკუნტრუშეთი.
ან ასე:
ძაღლუკა არ დაგავიწყდესთ
ბუნებით - მოკუნტრუშეთი,
ძაღლუკა როგორ არ ილხენს
გოგლათი მოკუნტრუშეთი.

რა საშინელებაა. დიდხანს, დიდხანს არ იწევა ფარდა: შიგნით ემზადებიან კონცერტისთვის, აუდიტორია კი იცდის... განვიცდი... ყოველივე ამას...
რატომ უნდა აცდევინო ხალხს ამდენი ხანი?
რისთვის არ უნდა იყოს შეგნება, რომ ყველაფერი თავის დროზე კეთდებოდეს?
დიდხანს, დიდხანს არ იწევა ფარდა.
იგი მხოლოდ შეირხევა ხანდახან, მის შიგნით რაღაც მოძრაობის გამო.
იგი ხანდახან გამობურცულია, რადგან, ალბად, ვიღაც შიგნიდან აწვება!

დუშეთის აჯანყება.
ეს აჯანყება „საქართველოს დამოუკიდებლობი“-ს წინააღმდეგ მოეწყო აქ. მენშევიკებმა ჩააქრეს.

- თუ ძმა ხარ, გაგიმარჯოს! - ასე დაამთავრა ერთმა თავისი სიტყვა.

- თქვენი ზღვა ღელავდა, ალბად, წუხელი.

* * *
მოგონებებით მარადით
საყვარელია დუშეთი,
ძაღლუკა არ დაგავიწყდესთ
გოგლათი მოკუნტრუშეთი.

მან მოიარა ფშავეთი,
[მერე ნახა] [სოფელი] ვაჟას მიდამო - ჩარგალი,
[ცალ] ხელში სულ ყანწი ეჭირა
[ცალში] და ინდაურის ბარკალი.

ჩარგალი.
მიტინგი ეზოში. სურათები. ცოლი ვაჟასი. უზარ-მაზარი სუფრა!

* * *
- თუ ძმა ხარ, გამარჯობა!
- თუ ძმა ხარ, გაგიმარჯოს!
- თუ ძმა ხარ, სალამი!
- თუ ძმა ხარ, იცოცხლე!

* * *
- უკაცრავად, რომელი საათია?
- ბოდიში, ჩემი არ არის, სხვისი საათია.
- მე მინდა გავიგო, რომელი საათია? ჩემთვის სულ ერთია საათი თქვენია თუ სხვისი.
- სულ ერთი რად იქნება, - ჩემი საათი რომ იყოს, გეტყოდით, რომელი საათია, სხვისი საათით კი - უფლება არა მაქვს.
ასეთი იყო ნამდვილი საუბარი ორ წყნეთელს შორის 31 აგვისტოს, 1955.

*
2 სექტემბერი.
1. სულიკო, ვახტანგი, ფატი.
2. გოცირიძე, თამარი, სახელგამი (ტექსტი).
3. სახლში „ფული“.
4. ქალაქის საბჭო.
5. შვიდი მნათობი.

10.    12. 15.
დეკაპრილევიჩი?
შაბათი, 2 სეკტემბერი, 1955.

12 ენკენისთვე.
მთელი საქ. წიგნი. მიშა გოცირიძე - მზადა ვართ... მოვაწყობთ გამოფენას მთელი ჩემის აპარატით, 200 კაცით. მოეწყობა გამოფენა. სახელგამის კლუბში. აფიშები არააო საჭირო. კიდევ დავუკავშირდებით თქვენებს. ეს რა ლექსიაო? მუხრან მაჭავარიანის - ეს ვერ გავიგეო.
ტექსტი: გაზეთში გამოცხადება თქვენი იქნებაო.
ტექსტი. ტექსტი. ტექსტი.
ძირს რიგა! რიგა! ძირს!

1955, 2 სეკტემბერი, შაბათი.
სულიკო მისულა აღმასკომში. უკითხავს ის ქალი, რომელმაც დაივალა ჩემი საღამოს მოწყობა. ის ქალიო, - უპასუხეს, - შვებულებაში წავიდაო და საღამოს მოწყობის საქმე კი ბიბლიოთეკის გამგეს ქალს - დაევალაო.
სულიკო მისულა იმ ქალთან, ბიბლიოთეკის გამგესთან.
- როგორაა საქმე, როდის აწყობთ გალაკტიონის საღამოს?
- გალაკტიონის საღამო ჩვენ არ ვიცით, ჩვენ გრიშაშვილთან შეხვედრა გვაქვს დავალებულიო.
ამ პასუხით დაბრუნდა სულიკო სალექციო ბიუროში.
ეს პასუხი დამახვედრეს მეც.
- რათაც არ უნდა დაჯდეს, შეხვედრა უნდა მოეწყოს 10 სექტემბერს- მეთქი, - ვთქვი.
- ეს შეიძლებაო, - სთქვა ვახტანგმა. დავალება მიეცა სულიკოს - მოახერხოს აღმასკომის დარბაზის აღება, რათაც არ უნდა დაჯდეს.
- პასუხს სამ საათამდის მოგახსენებთ, - სთქვა სულიკომ.
(ვახტანგმა ხელი მომიწერა ქაღალდზე, რომლითაც ჩემს ჰონორარს სამი ლექციის ჩატარებისთვის იღებს ფატი).
ე. ი. სულიკო წავა აღმასკომში და მოითხოვს, რომ 10 რიცხვი ჩვენს განკარგულებაში იყოს.

გურამიშვილისტებს ჩაუთრევიათ მუშაობაში გივი მიქაძე. 4.000 მანეთით.

*
9 სექტემბერს:
1. საჭიროა მემანქანე და სტენოგრაფისტკა.
2. განცხადების ტექსტი (პრესისთვის და გასაკრავად).
3. დარაზმვა პოეტებისა და სიტყვების მთქმელების (სიის მიხედვით).

*
ვალიკო დოლიძე. მეორე სტამბა.
ბათუმის ქ. №24. ვახტანგ გურგენიძე.

[შემთხვევა წყნეთში]. იყო თუ არა ასეთი შემთხვევა?

* * *
ვიყიდეთ დივანი
და [სულ მომჩივანი] ფეხებ-მტკივანი
შიგ სამი მდივანი
ჩავსვით.
პირველი - ტლინკვაძე,
მეორე - ბლიკვაძე,
მესამე - ჭლინკაძე
[და... ასე.] და ვასვით.

ერთურთს არ აცალეს
[და არც სხვას აცალეს -]
ყანწები დაცალეს
სავსე..

დათვრა ჯერ ჭლინკაძე,
და მერე ბლიკვაძე,
მას მიჰყვა ტლინკაძე,
და ასე.

ლექსი გურამიშვილის წყობით
ვიყიდეთ ერთი დივანი -
შიგ ჩაჯდა სამი მდივანი.
[ერთი] [ჯერეთ ტლინკაძე,]
[მერეთ ბლიკაძე.]
[ერთი] პირველი:  ტლინჯაძე,
[ორი] მეორე: ბლიკვაძე -
[სამი] მესამე: ჭვლინკაძე...

*
პეტრე და ივანე
ვიყიდეთ დივანი;
და [შიგ] სამი მდივანი
შიგ ჩავსვით.
პირველი - ტლინკაძე,
მეორე - ბლიკვაძე,
მესამე - ჭლიკვაძე,
და... ვასვით.

[გამოცანა]
[პეტრე და ივანე]
ვიყიდეთ დივანი
და სამი მდივანი
ავსწიეთ და [შიგ] დავსვით:
პირველი - ტლინკვაძე,
მეორე - ბლიკვაძე -
მესამე - ჭლიკვაძე -
და ვასვით, სულ... ვასვით!
    და ასე...

[და] აქ ფეხებ-მტკივანი
[ატოკდა] დაგორდა დივანი
და სამი მდივანი
    მოძვრა.

მოძრა. ზრა. მოცრა. მოცლა.

* * *
ერთი ფეხ-მტკივანი
ვიყიდეთ დივანი.
შიგ სამი მდივანი
დავსვით.

[პირველი ტლინკაძე] ირაკლი ჯაჯაძე,
[მეორე ბლიკვაძე] გიორგი კვაჭაძე,
[მესამე ჭლინკაძე] და სერგო ქაჯაძე -
ნავსი.

ჩვევა ვერ დაძალეს,
ერთურთს არ აცალეს,
ყანწები დასცალეს
სავსე.

[დათვრა ჯერ] იძახდა ტლინკაძე
[მას მიჰყვა] და მერე ბლიკვაძე
და [მერე] კიდევ ჭლიკვაძე:
"გვასვით"!
ტლინკაძე ხრიალებს,
ბლიკვაძე ღრიალებს,
ჭლიკვაძე წრიალებს:
[...].

[აქ] რა ფეხებ მტკივანი
დაგორდა [მ]დივანი
[ზედ] [და]სძვრა სამი მდივანი
[მოძვრა] წამსვე.
1955, 16 აგვისტო, წყნეთი
წვიმს, წვიმს, წვიმს!

*
ჩარგალიდან ჩვენი წამოსვლის შემდეგ ცნობები ძალიან არასასიამოვნოა: დამტვრეულა ორი ავტომობილი (კალაძისა და გომიაშვილის).
ორი კაცი ველოსიპედიდან ხრამში გადაცვივნულან. დიდი არევდარევა ყოფილა ხრიოკებში ავტომობილების.
ჩვენ რომ თავის დროზე წამოვედით, ეს ძალიან კარგია...
თორემ, ვინ იცის, რა მოგვივიდოდა იმ საერთო არევ-დარევაში.

აშკარაა: შოფერი ცუღლ...

*
ნ. ტიხონოვის გამოსვლა ჩემს შესახებ.

აკადემია:
მუსხელიშვილი - 3-54-64. ბერძენიშვილი - 3-95-83. ჯანელიძე - 3-59-06. ძოწენიძე - 3-64-22. აბაშიძე ი. - 3-54-90. ჭილაია ს. - 3-93-49. სახელგამი - 3-70-22. საბჭოთა მწერალი - 3-47-29. ი. გრიშაშვილი - 3-38-11. [ლეონიძე. ბინის წაშლილია].

ქუთაისი. კიროვის ქ. 25. ტაბიძე.

*
პირობა. უნაპირობა.
დაპირებით. პოება. იპოვება.
საფირონი. მირონი.
სტიროდა. გენიალური.
პოეტების დღე სანაპიროზე.
მთვარის შუქი სანაპიროზე.

[მტკვრის] დაბრუნება სანაპიროზე
ჩემმა ყრმობის დღეებმა [უხვად] სივრცით განაპირობა
[რაღაც] ღრმა [მწუხარების] მისწრაფების სივრცე, უნაპირობა.

[მახსოვს: ჩემი] გემის, აგერ ფაზისის მიიღვრება მირონი...
[მისი] სჩანან ღრმა ხაბოებით სავსე სანაპირონი...

აგერ - პეტერბურგია: აწ იმ დღეებს ვინ ჰპოებს,
ნისლში გაჩირაღდნებულს ნევის სანაპიროებს.

აგერ ვრცელი ფურცლები მარადისი პოემის,
პარიზში სწვიმს და სენა [ავსებს] იმ სანაპიროების,

[ჩემი] აგერ ზღვის ნაპირები, აქ თქვენი საფირონით
კასპიიდან შავ ზღვამდე [ღელავს] კრთიან სანაპირონი.

ვერვინ გადამიბირებს, ვერრა გადაბირებით.
მარად ოცნებაში ვარ, ჩემი მტკვრის ნაპირებით.

[აქ ყოველდღე დავდივარ, მარტო, ფიქრთ გასართველად,]
მტკვარო, [აბა] მითხარ, რამდენი რჩევით და დაპირებით
მღერად წარგიტაცნივარ მე შენის ნაპირებით..

[წარვედ] მტკვრის პირს. აქ მტკვრის სანაპიროზე.

მტკვარო, შენ ისტორიის დიდ ფურცლებში შეგვიტან
[აღტაცებით] ახალ ყოფნით აღსავსე სანაპიროებიდან...

დიდ ფურცლებზე შეგვიტან სანაპიროებიდან.
მტკვარო, შენ ისტორიის დიდ ფურცლებზე შეგვიტან..

ნაპირ-ნაპირ. უპირდაპიროს.

სანაპიროები
ჩემი ყრმობის დღეები,
[ერთად] განაპირობა -
რაღაც ღრმა მწუხარების -
სივრცე[მ], უნაპირობა[მ].

[სხვა ქალაქებს]
მახსოვს ჩემი ფაზისი,
როგორც ყრმობის მირონი,
მისი ღრმა ხაბოები,
მისი სანაპირონი -

თვალწინ პეტერბურგია,
მსგავსს ამ ქვეყნად ვინ ჰპოებს,
ნისლში გაჩირაღდნებულს
ნევის სანაპიროებს.

როგორც ვრცელი ფურცლები
მარადისი პოემის,
პარიზია და სენა,
ხმა სანაპიროების!

(აქ) შავი ზღვის ნაპირები
ბრწყინავს ვით საფირონი.


*
Я могилу милой
копал,
Это было мне
не легко,
Долго я томился
и страдал,
Но зато зарыл
глубоко.

22 авг., 1955 г., Авадхара.

Мотив „Сулико“. Дон Дарч. Поют так.

*
დაერქვას გალაკტიონ ტაბიძის სახელი ტფილისის ერთ-ერთ ქუჩასო. ტფილისის და არა ტფილისს გარედო.

*
6 სექტ., 1955.
1. მოუხსნიათ „ახ. კომუნისტი"“ რედაქტორი.
2. მოუხსნიათ მელქაძე (მდივანი).
3. მამია ასათიანი.
4. აკაკი ბელიაშვილი.
ლავროს. მაგრამ, მაგრამ მელქაძე.

*
შუამთა, ბორჯომის წიგნთსაცავი, ძველი ვანი, სარო, ახალქალაქი, ჭყვიში, ვარძია, ხერთვისი, ცხუმი, ასპინძის, წყნეთის საღამო.

*
საბჭოთა კულტურა.
საქართველოს სსრ კულტურის სამინისტროს პარტბიუროს, ადგილკომისა და კომკავშირის ორგანიზაციის ორგანო.
Советская культура. Орган.

ცენტრალურმა სალექციო ბიურომ როგორც განვლილ, ისე მიმდინარე წელს თავის მუშაობაში განსაკუთრებული ადგილი დაუთმო მწყესებთან ლექცია-საუბრების ჩატარებას. შტატისა და შტატგარეშე ლექტორების საშუალებით მომსახურება გაეწიათ ყიზლარის, [მცხეთის] მესტიის, ქლუხორის, ახმეტის, ლენინგორის, ახალქალაქის და ბაკურიანის საძოვებს. ლექცია-საუბრები ჩაატარა პროფესორმა ს. ერქომაიშვილმა; მწერლებმა: კ. გორგანელმა, ა. ხუნდაძემ, დოც. გ. კიღურაძემ; ლექტორებმა: დ. გადილიამ, ვ. თვალჭრელიძემ, გ. ჭინჭარაძემ და სხვ. მიმდინარე წელს საძოვრებზე ჩატარდა 307 ლექცია-საუბარი. ამჟამად შტატის ლექტორები გაგზავნილნი არიან ასხის, ყაზბეგის, მთათუშეთის საძოვრების მწყესებთან.
საქართველოს სახალხო პოეტი გალაკტიონ ტაბიძე თრიალეთის და შავნაბადას საძოვრებზე შეხვდა ახალქალაქელ და კახელ მწყესებს.
ვ. სამცხელი

ციკლი ლექსებისა
სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნდა
[სანთელი ძლივს ბჟუტავს] [ფანჯარა დაბნელდა]
სარკმელი საღამომ და ფარდამ დაბურდა,
სანთელი მბჟუტავი მთლად გაუდაბურდა
მას შემდეგ, რაც შენი [სიტყ... გუნდ-გუნდათ] სახება ბინდბუნდზე
სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნდა.

კისკასი მგზნებარე, ცრემლები მდუღარე.
იმ გენიალური, ბრწყინვალე, მწუხარე
თვალების ნათება, იდეა მქუხარე -
სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნდა.

[იმედი დიადი, და რწმენა დიადი]
იმ გენიალური თვალებით დიადი,
რაითაც ცხოველი ხდებოდა წყვდიადი,
ისე, ვით შორს სადღაც იელვებს სიათი -
სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნდა.

მგონია იმ თვალთა [გაქრობით] გაქრობას ავი და
მწუხარე სიმღერაც თან წაჰყვა ზვავითა.
თვით ჩემი სიცოცხლე [სახლიდან] წავიდა, გავიდა,
სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნდა.
გალაკტიონ ტაბიძე
28 აგვისტო, 1955 წ., დილა
10-ს უკლია 5 წუთი, „მასსაჩუზეტი“

*
შეხვედრები ინსტიტუტში, რომელიც მოეწყობა 1955 წ. შემოდგომაზე:
1. ენის ინსტიტუტი ნ. მარის სახელობისა. 2. რუსთაველის ინსტიტუტი. 3. ისტორიის ინსტიტუტი. 4. ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტი. 5. ფილოსოფიის ინსტიტუტი. 6. ფსიქოლოგიის ინსტიტუტი. 7. ეკონომიკის ინსტიტუტი. 8. მათემატიკის ინსტიტუტი. 9. ფიზიკისა და გეოფიზიკის ინსტიტუტი. 10. ქიმიის ინსტიტუტი. 11. გეოლოგიის და მინეროლოგიის ინსტიტუტი. 12. გეოგრაფიის ინსტიტუტი. 13. აბასთუმნის ობსერვატორია. 14. ბოტანიკის ინსტიტუტი. 15. სატყეო ინსტიტუტი. 16. მცენარეთა დაცვის ინსტიტუტი. 17. ნიადაგმცოდნეობის ინსტიტუტი. 18. მემინდვრეობის ინსტიტუტი. 19. მევენახეობა-მეღვინეობის ინსტიტუტი. 20. ტბილისის ბოტანიკური ბაღი. 21. სოხუმის ბოტანიკური ბაღი. 22. ლითონისა და სამთო საქმის ინსტ. 23. ენერგეტიკის სეკტორი. 24. ანტისეისმური ბიურო. 25. ზოოლოგიის ინსტიტუტი. 26. ფიზიოლოგიის ინსტიტუტი (ბერიტ.). 27. ექსპერიმენტ. და კლინიკ. ქირურგიის ინსტ. 28. კარდიოლოგიის ინსტ. 29. საქართვ. სახელმწ. მუზეუმის. ქ. 30. სამამულო ომის ისტორიის შემსწავლელი კომისია. 31. ბიბლიოთეკები.

დ. დუმბაძე.
84-20 თამარი.

*
29 აგვისტო. 1955. მწერალთა კავშირი.
I. „Литературная Газета“, №99 (3444), суббота, 20 августа, 1955 г.

День поэта

Недавно, как уже сообщалось в печати, состоялась интересная встреча московских поэтов с продавцами книг. Разговор шел о поезии, о пропаганде ее среди читателей. В частности В. Луговской предложил устраивать дежурства поэтов в магазинах оповещая об этом заранее покупателей. Это предложение нашло живой отклик и у поэтов и у продавцов книг.
По инициативе секции московских поэтов 11 сентября в восемнадцати книжных магазинах столицы будет проведен день поэтов. В этот день за книжные прилавки встанут поэты. Они будут продавать книги, читать стихи, рассказывать о произведениях своих товарищец по перу, о развитии советской поэзии.
В „Дне поэтов“ примут участие более шестидесяти московских литератров (დაბეჭდილია I გვერდზე).

II. თბილისი. მაჩაბლის 13.
მწერალთა კავშირის თავმჯდომარეს.
პატივცემულო საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარევ და პატივცემულო „ლიტერატურული გაზეთის“ რედაქტორო!
„ლიტერატურნაია გაზეტა“-ს ა. წ. 20 აგვისტოს №99/3444 ნომერში მოთავსებულია წერილი „პოეტის დღის“ („День поэта“) სათაურით, სადაც ნათქვამია, რომ მოსკოვის პოეტების სექციას მიუღია გადაწყვეტილება, 11 სექტემბერს მოსკოვის წიგნის 18 მაღაზიაში მოაწყოს პოეტების და წიგნის მყიდველთა (ალბად, იგულისხმება მკითხველთა) შეხვედრა, რომელშიაც სამოცზე მეტი მოსკოვის ლიტერატორი მიიღებს მონაწილეობას.
რა კარგი იქნებოდა, რომ თბილისშიც (და თუნდ რესპუბლიკის სხვა დიდ ქალაქებშიც) მომხდარიყო ასეთივე შეხვედრა!
მოგეხსენებათ, რამდენად უყვარს ქართველ ხალხს წიგნი, პოეტური ნაწარმოები.
პირადათ მე, როდესაც ვკითხულობ  წიგნს, ხშირად კრიტიკის თვალით (რამდენადაც შემიძლია) ვუდგები წაკითხულს. ბევრჯერ მინატრია: რა კარგი იქნებოდა, რომ გმირი ასე მოქმედებდეს, ან და ეს გმირი ასეთ გარემოცვაში როგორ მოიქცეოდა და სხვა.
ვფიქრობ, შეიძლება თვით ავტორისთვისაც საინტერესო იყოს და გამოსადეგი მკითხველთა აზრი.
წამიკითხია ხშირად გაზეთში, რომ მწერალთა კავშირი აწყობს ამა თუ იმ ნაწარმოების ირგვლივ დისკუსიას, ეს უფრო, ალბად, ლიტერატურის სპეციალისტებისთვისაა დანიშნული. წიგნის მაღაზიაში პოეტისა და მკითხველის შეხვედრა უფრო საინტერესო იქნება ფართო მასისთვის.
მაგალითად, ძალიან მინდა სახალხო პოეტ გალაკტიონ ტაბიძესთან საუბარი. ეს შეხვედრა საუკეთესო შემთხვევას იძლევა ამისთვის. თუმცა ვერ დავუჭერ მხარს იმას, რომ პოეტმა შეხვედრის დროს თავისი ლექსები იკითხოს, როგორც ამას „ლიტერატურნაია გაზეტა“ გვიხსნის, გასაუბრება კი ორივე მხარისთვის საინტერესო და სასარგებლო იქნება.
27 აგვისტო, 1955 წ.
ბეჟიტაშვილი ლეონ ილიას ძე
თბილისი, პეტრიაშვილის ქ. №3-ა
კონვერტზე - 28 (კვირა) აგვ.
ეს წერილი მივიღეთ 29 აგვისტოს მწერალთა კავშირში.

*
29 აგვისტო.
საქწიგნი. სახელგამი. საბლიტგამი. მბეჭდავთა კავშირი.
მოველაპარაკეთ. გოცირიძე. მოხსენება. გეგმა.
Сентябрь, октябрь, ноябрь, декабрь.

დარეკა ფატიმ 6 საათზეო.
მაშ, ასე: გოცირიძე... წინად რომ...
აფხაიძე. კონტაქტებია საჭირო და...
День шахтера.

ვიყავით ფატისთან: მე, ვახტანგი, ქიქოძე (მოადგილე მისი). ფატის ქალიშვილი და ის ამხანაგი, ერთი ქალიც. სულ 7 კაცი.

ედიშერ ყიფიანი. სწერს, სწერს, სწერს.
იპოვა "მნათობი"-ს მე-7 ნომერში „გალაკტიონი“.

1. ირაკლის მონაწილეობა „პოეტების დღე“-ში.
2. ირაკლიმ მთხოვა გამოვიდე სიტყვით გურამიშვილზე 7 ოკტომბერს.
3. მე დავპირდი და დაპირება უნდა შევასრულო კიდეც.

ფოტოებში გამოირჩევიან: ვ. გურგენიძე, ვ. გვეტაძე, ა. შანიძე, ლ. კალანდაძე, ნ. გურეშიძე, ვ. რაზიკაშვილი, ვ. წულუკიძე, ალ. ბეგაშვილი, ვ. არაბული, თ. ჯანგულაშვილი, ღოღობერიძე.
*
8 სექტემბ.
საქ. წიგნი. კვირა. 11 სექტემბერს.

12 სეკტემბერი.
მებურიშვილი.
გურამიშვილის პლენუმი - 7 ოკტომბერი. დაევალა ს. ჭილაიას. თემების შესახებ.
საზეიმო საღამო სხვაა ი. აბაშიძე იტყ.
პოეტების სექცია (ფეიგინი).
Заболоцкий - 10 უკრაინიდან. Бажан - 10 რუსეთი.
ორ-ორი ყველა რესპუბლიკიდან.
რუსთაველის სახ. დარბაზში.
1. შანშიაშვილი. 2. დეკლამატორი. 3. მაყვალა მრევლიშვილი.
ეცნობება საიუბილეო კომიტეტს.
უკრაინაში გამგზავრება.

*
გახსენებათა საღამოები.
გ. შატბერაშვილი.
ჩხეიძის რომანში ჩემი სახელი აღმოაჩინა მე-14 გვერდზე ედიშერ ყიფიანმა..

ნოდარ გურეშიძე - თეიმურაზ ჯანგულაშვილს სურათი ძალიან გაუხარდა, გულწრფელი მადლობა გვითხრა.

*
პოეზიის დღე სანაპიროზე.
30 აგვისტოს - ველაპარაკე ირაკლის. ის და სერგო კონტაკტში არიან.

ცახელის საღამო - 19 სეკტემბერს.
მარიჯანი, ანდღულაძე, კაჭახიძე, ცახელის ქალიშვილი.
ბავშების გამოსვლა. მონტაჟი.

ჩემს მაგიდასთან იჯდა, და ძლიერ უხაროდა რაღაც თუ... ჰონორარს მიიღებს მალე...
აკადემიკოსი თვალჭრელიძე ეხმარება თურმე, თვეში 1500 მანეთს აძლევს (სახლში მიუტანს თურმე). ეს ძალიან კარგი ამბავია, კარგის მხრივ ახასიათებს ამ უწყინარ აკადემიკოსს.

*
კრიმიანი - ტიციან ტაბიძის მწამებელი - მაშინ იყო თურმე 21 წლის.

*
[პოეტების შეხვედრა საქწიგნის მუშაკებთან 12 სექტემბერს].

სამშაბათს, 20 სექტემბერს, მწერლების შეხვედრა სახელგამის კოლეკტივთან.
შესავალი სიტყვა - საქართველოს სახალხო პოეტი გალაკტიონ ტაბიძე.
მოხსენება - [სახელმწიფო გამომცემლობა] დავით დუმბაძე.
სიტყვებით გამოვლენ მწერლები და სახელგამის თანამშრომლები.
დასაწყისი საღ. 7 საათზე.


*
1. „წითელ დარბაზში“ შეხვედრა.
2. მოსაწვევი ბარათი - ბეჭდვა.
3. რუსთაველის თეატრში.
4. „ახ. კომუნისტ“-ს.
5. მელქაძე...
6. ირაკლი აბაშიძე აკტივობს.
7. ვახტანგი დამფრთხალია.
8. ჭილაია აკტივობს.
9. ლეონიძე აკტივობს.
10. სახლი არ იქნება მაისამდე.
11.    წიგნის საქმე თავზარდამცემია.

*
ვანი - ტობანიერი. ნოე დიმიტრის ძე სანიკიძე.
1955, 2 სეკტ.
იყო ჩემთან ეს 80 წლის კაცი, რომელსაც თურმე წერა-კითხვა, როგორც თვითონ ამბობს, მამაჩემმა ასწავლა.
ჩვენი რაიონი ძალზე ჩამორჩენილიაო და თქვენგან დახმარებას ელისო.

*
.................................................................
ჩვენი [სახლის] იფნის ტყიდან ისმის
ხმაურობა უძოს ხევის.
[სმენა გზიდან] გადმოისმის, გადაისმის
[კლდეებისკენ] ხმა მიმოხვევის.
რაღაც ნაცნობ სიხარულს მგვრის
ჟღერა, უძოს ხევო, შენი,
ბეთანიით ნიავი ჰქრის,
ტყის ფოთლების ამაზრზენი.
[მოსვენებას] დასვენებას [უძღვნის] შესთხოვს ვისმეს -
კი მაგრამ ვის? მაგრამ: [ეჰ] ჰე, ვის?
ჩვენი სახლის ტყიდან ისმის
ხმაურობა უძოს ხევის!
გალაკტიონ ტაბიძე
4 ენკენისთვე, 1955, იფნის ბაღი

*
21 ოკტომბერს გარდაიცვალა ნიკოლოზ ბარათაშვილი (110 წლისთავი). დაიბადა 1817 წ.
1890 წ., 23 ოქტომბერს დაიბადა სანდრო ეული. 65 წ. დაბადებიდან.
1845, 24 ოქტომბერს დაიბადა სერგეი მესხი (110 წლის თავი).
1840, 27 ოქტომბერს (ხუთშაბათს) დაიბადა იაკობ გოგებაშვილი (115 წლის თავი).
1875, 30 ოქტომბერს (კვირა) დაიბადა ა. ი. ისაკიანი (80 წლისთავი).
4 ნოემბერი.
შემდეგი შეხვედრა 19 სექტემბერს. ორშაბათს.

* * *
მოწმეა რბევის და, თარეშის ხვადგურის
ბინდბუნდი თბილისის რკინისგზის სადგურის.

აგზავნის ქაოსში კუბოებს, ვაგონებს
და მათი კივილი იმ დღეებს მაგონებს -

როდესაც ............................. [და] ვაება
......................................................... ჩაება.
.....................................................................
.....................................................................
1925

* * *
ვით მაბრმავებდა მყობადი,
მახსოვს: დღე იყო შაბათი.
შარა, ჟურნალი „ნობათი“,
ჩაბალახი და ნაბადი.

ვარდები[თ] ცვარით ნაბანი,
მაისით გამონაშუქი,
ვკითხულობთ, გვისმენს ლაფანი,
და ბერი - ბაში-აჩუკი.

*
ადგილები, სადაც დღის მაბრმავებდა მყობადი,
შარა სანაპიროზე და [ჟურნალი] ძვირფასი „ნობათი“.

მახსოვს მისი დღეები, ორშაბათი, შაბათი,
[ხელნაწერი] სანაპირო და ჩემი ჩაბალახი, ნაბადი.

[ვკითხულობდი პოემებს, და მისმენდა ლაფანი].
ფაზის სანაპიროზე [ვარდი] ციურ ცვარით ნაბანი,
[მახსოვს] ჩემი ყრმობის ლექსების [მოყვარული] მოთაყვანე ლაფანი.

აგერ კიდევ ცეცხლამდის, იმ ცეცხლოვან დარამდის -
[შავ-ზღვაზე,] ხავერდოვან არეზე, რაც არ უნდა დაღამდეს -

მიმოსცურავს, ტალღების და აფრების ამარა
[ფიქრების] ოცნებათა, მგრგვინავთა, შფოთიანი კამარა -

[იქითკენ, ოცნებავ, სად აბრეშუმია]
იქ, სად [ჩემი] ერთი სახლი დგას, [იქითკენ, სად] სადაც ძველი ცხუმია.
[იქითკენ, სად] სანაპირო მზიური, თითქო აბრეშუმია.
6 სექტ., 1955

*
 [მივქრივართ ლექსების ამარა -
ცეცხლამდის, ცეცხლოვან დაღამდის.
[გაეშვი, ლექსების კამარა]
[ჩემს] ჩვენს გზაზე, რაც უნდა დაღამდეს,
თან მიგვსდევს ლექსების კამარა!].

გურამიშვილის საიუბილეო მზადებაში
1. ძლიერ არეული გამოდის გამოფენა. არ იგრძნობა ერთი მთლიანი ხაზი, გაგება, შეგრძნობა.
2. მხატვრები მეტისმეტად დაბნეულად, თვითეული და ყველა ერთად, შორდებიან გურამიშვილს, მის პოეზიას, მის პიროვნებას, მის გარემოს.
3. ძლიერ შაბლონური და არასაინტერესოა ბარამიძის მონოგრაფია (ასე შეიძლება დაიწეროს ყველაზე).
4. უგულებელყოფილია ბევრი მომენტები გურამიშვილის ცხოვრებიდან.. მაშინ, როდესაც შეიძლებოდა პოეტურად გაშლა მომენტებისა.
5. როგორც სჩანს, ყველა თავის შემოსავალზე ფიქრობს. საიუბილეო კომისიის წევრები, გამოფენის კომისიის წევრები, მთარგმნელები, მონოგრაფიის დამწერლები, პრესის თანამშრომლები. სამი მდივანი განსაკუთრებით.
6. არა სჩანს ენტუზიაზმი, გატაცება საქმით. მეფობს სიმშრალე. არითმეტიკა. ცინიზმი. „სულ ერთია, რაც იქნებაო“.
7. არა სჩანს პასუხისმგებლობის გრძნობა ვისმეს წინაშე: ან მთვარობის, ან ხალხის წინაშე.
8. ეტყობა, ვაჟა ფშაველას ბანკეტის (მინდორზე გაშლილი სუფრა) მსგავსი რაღაც ეწყობა საგურამოში. ეს არაა მოსაწონი! საჭიროა კულტურული ღონისძიებანი და არა ღრეობა.

*
1935 წ. „ლიტერატურული გაზეთი“ №5. გაზეთში მოთავსებულია ჩემი ლექსი.

I. შესავალი სიტყვა. II. მოხსენება (ნახევარი საათი).

17. შაბათი. 20 აგვისტოს საღამოს 5 საათზე. რკინისგზის პიონერული.

ტრესტ „ზაკტრანსტროი“-ს რკინისგზის მუშათა პროფკავშირის გაერთიანებული აღმშენკომის პიონერთა ბანაკი.
Пионер Лагерь объединенного постройкома треста „Зактрастрой“ профсоюза рабочих жел. дор. транспорта.

*
1955 წ., კვირა. 4 სეკტემბერი.
სანაპირო ვერის ხიდთან. ტაბიძე კოლია. ტაბიძე გალაკტიონი.
აქ შემხვდა ზუბალას შვილებიც წყნეთიდან.

*
გურამიშვილი, ბარათაშვილი, შოთა,
ილია, აკაკი, ვაჟა.
რუსთაველი, გურამიშვილი, ბარათაშვილი,
ჭავჭავაძე, წერეთელი, რაზიკაშვილი.

*
ახალი სანაპირო.
ფიქრი ახალ სანაპიროსთან.
აკაკის. აკაკი.

[შვიდი] [ექვსი სანაპიროა]
[ექვსი სანაპიროა, შოთას, გურამიშვილის,
[ვაჟას, ბარათაშვილის, აკაკის, ილიასი]
აკაკის, ილიასი, ვაჟას, ბარათაშვილის.]

ხშირად გამახსენდება - უპირდაპირო
[მათი] ექვსი სიზმარეული და [ძველი] მშვიდი სანაპირო.

შოთას, გურამიშვილის [ქართლის სულ ექვსი] და კიდევ ოთხი შვილის:
ილიასი, აკაკის, ვაჟას, ბარათაშვილის.

აგერ მოყმე, [ვინმე] იგი ზის და მას უსმენს მთა-ველი,
სანაპირო [მდინარის, სადაც [წიგნი] სდგას], უკვდავი ჩანგით სჩანს რუსთაველი.

აგერ საგურამოა, ტყვეობა და შიმშილი,
სანაპირო, [სადაც] [წიგნით] ჩანგით სდგას დავით გურამიშვილი.

აგერ მიჰქრის მერანი, ქარით ფაფარგაშლილი,
სანაპიროდ, [რომლის პირს] სადაც სდგას, [მიდის] [წიგნით] ჩანგით ბარათაშვილი.

აგერ, დიდი კაკლის ხე, სად ხედვად გაშლილია
სანაპირო, რომლის პირს [იდგა ჩანგით] [დგას] მიდის წიგნით ილია.

[აბა,] აგერ, თუ იპოვება მსგავსი [სადმე] წიგნის მთა-ველად
სანაპირო, სად [წიგნებს] თასებს [სცლიდა] ავსებს ვაჟა-ფშაველა.

აგერ სანაპიროა, სადაც ტოლ-ამხანაგი
მოდინახეს [გაჰყურებს] გასცქერის: აქ [ცხოვრობდა] [წიგნებს სწერს] ჩანგი ჟღერს აკაკის.

[მაგრამ] მხოლოდ ჩემი, ჩემმა დრომ [ხმამ],  სივრცით განაპირობა
რაღაც ღრმა მწუხარების სივრცე, უნაპირობა.

[თან წიგნები] ღამემ წიგნი სარკმელთან ერთხელ ფარდით დაბურდა
და სანთელი მბჟუტავი შეკრთა, გაუდაბურდა.

ის სანთელი მბჟუტავი, [ახალ] მფარველი აიაზმით,
მედგა, [როდესაც] როცა ვწერდი, ან ვკითხულობდი გულდასმით.

[მე ვცხოვრობ] ვდგევარ სანაპიროსთან, მიყვარს აქაურობა,
დღე-ღამ ჟრჟოლით რომ ავსებს შფოთი და ხმაურობა.

*
სტენოგრაფისტკა.
ასათიანი.

ჰარალე, ჰარი, ჰარალე,
რაიც არ არი, არ არი:
[გუშინდელი დღე ზარალი,
დღევანდელი კი -]
მეყოფა, რაც ვიზარალე,
საკმარისია ზარალი.

*
[სწორედ] ერთხელ აქ გაიშალა, [დროშა წიგნის გრძნეულის] ჩანგი ვერ დაძლეულის,
დროშა ჩემი [სიცოცხლის, დროშა] კალმისა, ჩემი შვიდტომეულის.

[ვერვინ გადამიბირებს ვერრა გადაბირებით,
მარად ოცნებებში ვართ ჩემი მტკვრის ნაპირებით].

[აგერ ისევ აენთო იმ ფაზისის მირონი] [ადგილს რა დამავიწყებს  სად]
ჭალა გამახსენდება, იმ ფაზისს რომ მირონი
სდის, სად ღრმა ხაბოებით კრთიან სანაპირონი.

იგი იყო ნუგეში, როს გზა გაუდაბურდა,
როს მზე სახლით გავიდა და (ოჰ,) აღარ დაბრუნდა.

აგერ, პეტერბურგია, მოგონება იქ ჰპოებს
ნისლით ატივტივებულ ნევის სანაპიროებს.

აგერ ცხრაას ჩვიდმეტის ეტლი [ქარში გრიალებს] მიაგრიალებს,
გენიალურ თვალების მისწრაფებათ [ფრიალებს] სიალეს.

პარიზში სწვიმს. იქ სენის სანაპიროებია,
უთვალავი წიგნების ფენა რომ მოსდებია.

აგერ ზღვის ნაპირების ლამაზი საფირონი,
კასპიიდან შავ ზღვამდე კრთიან სანაპირონი.

[აგერ ცხრაას ჩვიდმეტის] იგი დროშა ფრიალებს, დროშა გარს ხალხს იგროვებს,
მოწოდების ფურცლები ფარავს სანაპიროებს!

[ვერვინ] ნურვინ გადამიბირებს, [ვერრა] რამე გადაბირებით,
მარად ოცნებებში ვარ, ჩემი მტკვრის ნაპირებით.

[სად მუდამ იფრიალებს დროშა წიგნის გრძნეულის,
დროშა ჩემი სიცოცხლის, დროშა შვიდტომეულის.]
6 სექტ., 1955

*
მამია დუდუჩავას წიგნის გარჩევა:
მამია. წამია. დასანამია. ბამია. კამკამია. კაციჭამია. შხამია. ადამია. ატამია. მაშასადამია. ლაგამია. სადგამია. არამგამია. თალგამია.

რომელ წელს?
„მუშა“-ში დაბეჭდილი იყო ა. ადამიას ლექსი, სადაც ის მოითხოვდა ჩემს დახვრეტას (სალიტ. გაზეთს ყურადღება არ მიუ...).
ასეთ ჩანაწერს წავაწყდი დღეს ხელნაწერებში.
საჯაროში.
სანაპირონი. სანაპირო და...
1955, 3 სექტ.

*
მწყესებთან.
ფოტო - გ. ტაბიძე, ორი მწყესი, ვახტანგი და სხვ.
ცენტრალურმა სალექციო ბიურომ როგორც გაწელა...

*
პოეტების სექციის ბიუროს წევრთა შეკრება - დავნიშნოთ სამშაბათობით.
პოეტების სექციის -
1. ხუტა ბერულავა, 2. იოსებ ნონეშვილი, 3. ალეკო შენგელია, 4. გალაკტიონ ტაბიძე, 5. ალ. გომიაშვილი, 6. კარლო კალაძე...
ბარათები.

*
ყვავილები „სალვია“.
სალვია ია ანა.
ხორავა, მუსხელიშვილი, ჩიქობავა, მარიამ ბურჭულაძე, ვასაძე, ნიკო - გვარი?
[კვირა] ორშაბათი, 5 სექტ., 1955
*
კასპის რაიონი. სადგური მეტეხი. სოფელი ახალქალაქი. იურა ვარდოევი.

ამ ქვასთან მზე გამოვიდა.

* * *
[აქ] ამ ოდესმე მხიარული
გზით უყვარდათ სიარული.
აწ გზა მიტოვებულია,
როგორც ძველი სიყვარული.

მაგრამ ყველაფერი ძველი
ამოა და სასურველი,
ძველი პური, ძველი ღვინო,
ძველი სტუმარ-მასპინძელი.

ძველებური მიყვარს სუფრა,
და სიმღერა, მაგრამ უფრო
მიყვარს ეს ხე, რომ არც ვიცნო
და არც გამოვესაუბრო.

შემოდგომავ, მოდი, გელი,
მომატოლე შენი ხელი.
მიყვარს ყველაფერი სადა,
მიყვარს ყველაფერი ძველი!
9 სექტ.

*
9 ნაბიჯი.
აღმოჩენა 9 ნაბიჯის
ნისლი მთიდან მოდის დაბლა,
ტყე ალერსით მოითაფლა,
აღარა სჩანს [ძველი] ჩვენი უძო,
ხევი ხმაურობამ ჩაფლა.

რას [ხმაურობს] იგონებს, ნეტავ, ხევი,
მრავალ [გახსენებათ] საუკუნეთ მტევი,
ან რას ფიქრობს [ეს უძოს] ტყიანი მთა
გაწოლილი, როგორც [მ]დევი.

ალბად, შემოდგომას ელის
ჩაფიქრება მთა და ველის,
[მოლოდინი] ჩაფიქრება ნესტანისა
და ძახილი ტარიელის.

გადმოშვება წვიმის ზუსტის,
გამოკრთომა შუქის სუსტის,
ალბად, შემოდგომას ელის,
ალბად, შემოდგომას უცდის.
9 სექტ., 1955, წყნეთის ძველი გზა

*
1. გურგენიძე ვახტანგ, 2. ჯაში ივანე, 3. გვარაკიძე მაყვალა, 4. სუხიშვილი გოგი., 5. ბორშჩევნიკოვი მარუსია, 6. ცეკვავა, 7. ოლეინიკოვა, 8. ჟორდანია - დირეკტ., 9. იოსელიანები, 10. შარაშენიძე ეთერი, 11. გორგაძე შაქრო, 12. ლეონიძე გ., 13. ჟღენტი ბ., 14. გომიაშვილი ა., 15. ფაშალიშვილი ს., 16. ჭელიძე ოთ., 17. ვიღაც მელექსე (დუშ.), 18. ვაჟა-ფშაველა, 19. თევზაძე ანდრო, 20. კილასონია ნაზი, 21. მეზურნე, 22. ავალიშვილი ბიძინა, 23. იოსელიანი პლატონ, 24. მოკუნტრუშე გოგლიკა, 25. დოლიძე ვალიკო (მეორე სტ.), 26. ბლიკვაძე, 27. ტლინკაძე, 28. ჭლინკაძე, 29. კალაძე, 30. მუსხელიშვილი ნიკო, 31. ბერძენიშვილი ნ., 32. ჯანელიძე, 33. ძოწენიძე, 34. აბაშიძე ი., 35. ჭილაია ს., 36. გრიშაშვილი, 37. ვ. გვეტაძე, 38. შანიძე ა., 39. კალანდაძე ლ., 40. გურეშიძე ნ., 41. რაზიკაშვილი ვ., 42. წულუკიძე ვ., 43. ბრელაშვილი ი., 44. არაბული ვ., 45. ჯანგულაშვილი თ., 46. ღოღობერიძე კ., 47. რუსაძე ბაისო, 48. ნიშნიანიძე ფატი.

*
სსრ სახელმწიფო გამომცემლობის დირექტორს ამხ. გ. მერკვილაძეს
საქართველოს სახალხო პოეტის, საქ. მეცნიერებათა აკადემიის
ნამდვილი წევრის გალაკტიონის
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
გთხოვთ 1955 წლის საგამომცემლო გეგმაში შეტანილი იქნას ჩემი ნაწერების VIII და IX ტომი (მერვე და მეცხრე - ერთ ტომად), გაგრძელება წინანდელი ტომებისა. ამ ტომში შეტანილი იქნება მასალები, გამოქვეყნებული ჟურნალ-გაზეთებში VII ტომის გამოცემის შემდეგ - დაახლოვებით შვიდი ათასი სტრიქონი.
1954, 21 ივლისი
შემოსულია №7116, 22/VIII-1954. სახელგამი.

სულაბერიძეს.
გთხოვთ იქონიოთ თან გეგმის განხილვის დროს.
გ. მერკვ., 22. VIII.

ტელეფონით დუმბაძე მეუბნება, რომ იგი შეატყობინებს (Доложу) ჩემს განცხადებას, სადაც ჯერ არს, რომ ჩემი VIII ტომი შეტანილ იქნას.
ტელეფონით: 1. მჭედლიშვილს, 2. ჩარექიშვილს და სხვ.

მაშინ "შვიდტომეული", რჩეული.

*
Лермонтовская 24. Вера Халваши.
ფიროსმანის ქ. №24. ბაისო.

*
II. აქ ეძიებდა ადგილს განსასვენებლად.

*
ლექსები:
I. საყვარელია დუშეთი - 17.
II. ვიყიდეთ დივანი - 24.
III. მტკვრის სანაპირო - 29.
IV. სანაპიროები (ვარიანტი) - 30.
V. Я могилу милой - 31.
VI. სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნდა - 38.

*
1955. 8 სექტემბერი.
კიბეზე შემხვდა ირაკლი. მითხრა, რომ პირველ საათზე შევხვდეთ ერთმანეთს... მასთან... და არა ჩემთან... (თავმჯდომარესთან). მაშასადამე, რაღაც სერიოზული საქმეა... შეიძლება იყოს შემდეგი გარემოებებიდან:
1. თუ საქმე სალექციო ბიუროს ეხება (ეს იქნება მაღრაძის და კომპანიის ამბების დასაწყისი).
2. თუ საქმე „მოსაწვევ ბარათს“ ეხება... ეს რა ხანია, რაც დაბეჭდილია, მაგრამ არ დაგვირიგებია. შეიძლება დარიგდა, მაგრამ არ მახსოვს.
3. თუ საქმე „გურამიშვილს“ ეხება?
თურმე საქმე სულ სხვაში ყოფილა. ჩვენ რომ აკადემიის წევრობის კანდიდატათ პავლე ინგოროყვა წარვადგინეთ (მწერალთა კავშირმა), ეს არ მოსწონებიათ მაღლა, დაუბარებიათ სამივე მდივანი და უბრძანებიათ: უკანვე წაიღეთ თქვენი წარმოდგენაო. ირაკლიმ გამომიცხადა ეს ამბავი. განგებ კარლო წაეჩხუბა. ე. ი. მე უნდა უკანვე წამეღო, მაღლიდან დაძალებით - ჩვენი კანდიდატურა.
იმარჯვებს ბარამიძე რაღა. იმ 10 დღეს რამაც შესძრა კაცობრიობა, ეს ამბავი არ ეკუთვნის, მაგრამ აჰაა.

*
ლექტორები: კანდელაკი, ღუდუშაური.
თბილისის საქალაქო საბჭოს „წითელი დარბაზი“.
კედლის გაზეთი.

Не боги горшки обжигают.

რახია.
აკაკი ჭკადუა.

[10 სექტემბერი].
თბილისის საქალაქო საბჭოს დეპუტატი, ორდენოსანი - ფატი ნიშნიანიძე.
ახალი ტფი. სამ...

ქუთაისი. ჯანმრთელობის განყოფილება. ექიმი ვასილ შანიძე.

*
2 სექტემბერი.
- შოფერი დილით რატომღაც იგვიანებს. პანორამ მას არ დაუცადა და  მორიგი ავტობუსით გაემგზავრა ტფილისისაკენ. შოფერს რაღაცა მოუვიდა ან ქეიფობდა გუშინ?

3 სექტემბერი.
შოფერი მთხოვს, დავეხმარო ხე-ტყის მასალების შეძენაში.

*
На левом берегу Куры, у моста им. Карла Маркса выделена строительная площадка для сооружения шестиэтажного жилого жома. Авторы арзитекторы Кавлашвили, Мелкадзе, Харошвили. 170 квартир; 7000 кв. метр. Кинотеатр, массов. библиотека, детский сад, мастерская бытового обслуживания.

*
დები თარხნიშვილები ერთ დროს შესანიშნავად მღეროდენ ჩემს ლექსს „ერთია ჩემთვის“.

"საუბარი ლირიკის შესახებ" გურამიშვილზე.

ლენინის მოედანი №7. ხე-ტყის სამმართველო. ცეკავშირი. სამმართველოს თავმჯდ. ვალიკო კალანდაძე. დირექტ. იოსელიანი.

*
დოც. კარპეზ დონაძე. ბესიკის შეს. №6.
სავლე აბულაძე - წითელწყაროში კიღუაშვილი.
53-80 - დ. დუმბაძე.