შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-326 - 1955 წელი


[1 იანვარი].
მგოსანთა სექციის თავმჯდომარე გ. ტაბიძე.
1. აბაშიძე გრ., 2. ბერულავა ხ., 3. გომიაშვილი ალ., 4. მარგიანი, 5. ნონეშვილი, 6. ჩიქოვანი, 7. კალაძე კ., 8. შენგელია ალ., 9. ტაბიძე გ.

[7 იანვარი].
„ლიტერატურული გაზეთი“.

* * *
გაჰკრა ქლიბი -
ირაკლიმა -
„На безрыбье
И рак рыба“.
7 იანვ., 1955
[8 იანვარი].
1950. 9 ტაეპი. აი, მიზეზი.
„პოეტი ტრიბუნი“ (1905 წ.).
გვახსოვდეს 8 თებერვალი.
1. იოსებ ნონეშვილი... პატრიოტია (გვერდი სი და გვერდი მა)...
2. ლავროს კალანდაძე - (შთაბეჭდილებები ყრილობიდან. 1905 წლის ლექსების შესახებ ვუთხარი... მეც არ ვიცი, რად...).
3. კ. ჭიჭინაძე - ოპოზიციონერობს ვითომ.

[9 იანვარი].
პანთეონში დავასაფლავეთ იასამანი. დიდძალი ინტელიგენცია იყო. მწერლებიდან თითქმის არავინ აკლდა გარდა პრეზიდიუმისა. გამოასვენეს ბინიდან და არა მწერალთა კავშირიდან. არ ვარგოდენ სიტყვები.
მოგერიებულ იქნა იერიშები (წვერავა და სხვ.).

გადათვალიერებულ იქნა 300 მწერლის მასალა, იშვიათი მასალა ჩემს შესახებ.
დაისახა გეგმები...
დამაფიქრებელია გიორგაძის ისტორია.

[10 იანვარი].
1. პოემების საკითხი. 2. რუსული წიგნი. 3. ქართული წიგნი.
აფიშები ოპერის სხვადასხვანაირია. კარგია დავიდოვასი. უკეთესიც შეიძლება, რა თქმა უნდა. გ. ცაგარელი. მაგრამ პრესა მაინც სხვაა, რადიო კიდევ უფრო სხვა და ის ერთი იდეა კიდევ სხვაზე სხვა, ე. ი. უკეთესზე უკეთესი. კ. ჭიჭინაძე.
კოჩობა (ილია). (გრ.).
შემთხვევა ტროლში... (ამომართვეს 100 მ.).
აკადემიაში (შ. რ.).
ოპერაში დავიდოვა.
მწერალთა კავშირში შენიშვნები გ. ლეონიძის გამოსვლაზე (ლადო გეგეჭკორი და სხვ.). „ორატორი“, პოემების საკითხი, რუსული წიგნი, ქართული წიგნი, ოპერა, გამოფენა, გაზეთი ქართული, გაზეთი რუსული.

[11 იანვარი].
პოემების საკითხი. აკადემია, სახელგამი, მწერალთა კავშირი. 1905 წ. მასალების ნაწილი გადაბეჭდილია მანქანაზე. კიდევ არის გადასაბეჭდი.
შემხვდა რადიანი.
ახალი სახლი დამთავრდება მაისშიო - ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ ამტკიცებს ლიტფონდის ქალი.

[12 იანვარი].
აღმოვაჩინე ახალი მაგიდა ჩემთვის, და არ იკითხავთ, სად? ახლად შეძენილ შკაფში.
„აღმოჩენები ახალთახალი“,
შეხედე, ქვეყნად რაოდენია.

აღმოვაჩინე და დღეს 7 შევიძინე სამი ახალი წიგნის შკაფი! და 60 ცალი ყდა (папка).

აღმოვაჩინე - შალვა ღამბაშიძე უკმაყოფილოა მწერ. ყრილობით.
- რად ვერ გამოაჩინეს გალაკტიონიო.
მარჯანიშვილის თეატრი ჩემს მხარეზეა.

დღეს:
1. სახელგამი - წიგნი მზად იქნებაო ერთ კვირაში.
2. ბენო ჩიქობავა - შეადგენს VIII ტომს.
3. ბენო ჩიქობავა - შევუდგეთო პოემებს.
4. „რჩეულში“ - აღმოჩნდა მთელი თავი „პოეტი ტრიბუნი“. გამოდგება „Art poetique“-სთვის.
5. რჩეულში - არის რიგი ლექსებისა, რომლებიც ტომებში შესულნი არ არიან.
6. ლევიტს - მივეცი რეკომენდაცია მწერალთა კავშირის წევრობისათვის.
7. ოთახი უფრო განათლდა (150 სანთლ.).
მეოთხე ტომი, რუსული წიგნი, პოემები, ერთტომეული.

[14 იანვარი].
გამგე წიგნის მაღაზიისა - დიღმელი - მამუჩაშვილი 30 წლის წინანდელ ამბავს მიყვება (დიღმის პუნკტი).
66 папок  X 5 = 330 ცალია სულ.
ხვალ წყნეთში წავალთ.
დღეს კაბინეტზე ვმუშაობ (არა გამოვიდა რა).
რაჭველი ქალი მასსაჩუზეტში.
ნინა ნინოშვილს მელანხოლიკს უწოდებს.

1. ირაკლი და სერგი - მგოსანთა სექციაში მუშაობას მთხოვენ.
2. წიგნი ერთ კვირაში იქნებაო სახელგამში.
3. დავიწყე ხელნაწერების დალაგება.
„დიადი ზაფხული“.

[15 იანვარი].
24 - მწ. კავშირში - გამგეობის პლენუმია.
წყნეთი... (დიადი ზაფხული).
გვაქვს არა 330 - არამედ 339 ყდა.
იდეა „შვიდტომეულისა“. იდეა „ქართ. მწერლები“. იდეა „პოემები“.
საჭიროა აკტიური კულტურული მომუშავეები. უნდა დალაგდეს ყველაფერი.

[16 იანვარი].
აკაკი წერეთელი გარდაიცვალა 1915 წ. 8 თებერვალს.
გუშინ ვიყავი წყნეთში - ჩვენი სახლი იქ ყველა სახლებზე უკეთეს ადგილასა დგას.
ნონეშვილზე კარგი წერილია „Л. Г.“

[17 იანვარი].
პოეტების სექცია.
გამოვედი სიტყვით პოეტების სექციის წევრთა შეკრებაზე.
დღეს:
საღამო „იმელში“ 8 საათზე. საბჭოთა მწერლების მეორე საკავშირო ყრილობის შედეგები - მომხს. ს. ჭილაია. საღამოს მოაწყობს პოლიტიკური და მეცნიერული ცოდნის გამავრცელებელი საზოგადოება.. გამოვლენო, სწერია „კომუნისტში“ - „მწერლები და პოეტებიო“. მეც გამოვედი სიტყვით.
დღეს ერთხმად ამირჩიეს მწერალთა კავშირის პოეტების სექციის ბიუროს თავმჯდომარედ.

[18 იანვარი].
მთარგმნელთა სექცია.
„შვიდტომეული“.
ს. კაკაბაძის ქანდაკება.
მარიჯანი: - მომხსენებელს ფული უნდა!!!
დავესწარი მთარგმნელების სექციის სხდომას. რა საცოდავი სექციაა! სულ ათი კაცი დაესწრო კრებას და მათგან შვიდი არჩეულ იქნა გამგეობად. ხა, ხა, ხა! მუშაობაც ასეთი უნდა!
კარგი სიტყვა იყო გ. ქიქოძის სიტყვა. არა უშავდა ქავჟარაძეს.. შალვა აფხაიძე ბევრს მიედ-მოედებოდა: მაინც გავიდა სექციის თავმჯდომარედ! იყო შალვა კაშმაძე, ალეკო შენგელია (მონაწილეობას იღებდა, რაღა).
[1825 - მოსკოვში გაიხსნა დიდი თეატრი (ამჟამად სსრ კავშირის აკადემიური დიდი სახელმწიფო თეატრი (130 წლისთავი)]. ო, რამდენი მოგონება მაქვს.

[19 იანვარი].
პროზაიკოსების სექცია.
რადიოთი მეგრულად იმღერეს „მხარი მხარს“.
„შვიდტომეული“.
ხახა! 1. დავესწარი პროზაიკოსთა სექციის კრებას. [მოშენიკები! ხახა!].
თავმჯდომარედ ლორთქიფანიძე აირჩიეს. რა სურს ამ ბერულავას? გადაწყვეტილების შეცვლა? ხვალვე მაგიდა და გეგმა.
2. მივეცი ცნობა აკადემიას.
3. მთხოვეს შეხვედრა ახალგაზრდობასთან: სამშაბათს, 25 იანვარს, ავლაბარში, 26 კომისრის რაიონის მოსწავლეებთან.
ძალზე უკულტურო ხალხია ეს პროზაიკოსები..
გამოსვლები: კ. ლორთქიფანიძის, სერგო კლდიაშვილის, ალ. ჭეიშვილის, ლეო ქიაჩელის, დემნა შენგელაიას.

[20 იანვარი].
დრამ. სექცია.
მწერალთა კავშ. ჩამოვიდა [იქსი]. წავიდა... „სამახურის პრობლემა".
დაიჭმუჭნა კოლეკტ.
!ა! ყოველთვის ასეა.
მაგიდა და გეგმა.
ნ. კეცხოველი. „ნიკიტა“.

დაიკარგა გარაჟის გასაღები. საშინლად ჰყვირის კაკინა.
კიდევ გასაღების პრობლემა.
დავესწარი „იმელში“ საარჩევნო კრებას! (მუსხელიშვილი, აბაშიძე).
- საუბრობდენ წმინდა შემოქმედებით ატმოსფეროზე. დავესწარი დრამსექციის კრებას. მომხსენებელი იყო მ. მრევლიშვილი. სიტყვებით გამოვიდნენ: ა. შანშიაშვილი, ს. მთვარაძე, იონა ვაკელი, შ. დადიანი. თავმჯდომარეობდა შ. დადიანი. ორატორული ნიჭი აქვთ მ. მრევლიშვილს, ა. შანშიაშვილს, იონა ვაკელს. ვა, ვა, ვა!
კ. ლორთქიფანიძემ კარგი სიტყვა თქვა. მეც მახსენა კარგად.
[1947 - გარდაიცვალა პოეტი გ. ქუჩიშვილი (დაიბადა 1886 წ.)] 70 წელი - 1956 წ.

[21 იანვარი].
საბავშვო სექცია.
საღამო ოფიცერთა სახლში. ვიყავ პრეზიდიუმში. ფოტოსურათები.

[22 იანვარი].
კრიტიკისა და ლიტერატურის მცოდნეთა სექცია.
ამით დამთავრდა სექციების მუშაობა.
მარიჯან! მომხსენებელს ფული უნდაო.
მშვენიერი სიტყვით გამოვიდა დიმ. ბენაშვილი. ილაპარაკა ძალიან კარგად ჩემს შესახებ. ბიუროს თავმჯდომარედ ბესო ჟღენტი აირჩიეს (სულ 9 კაცი).

[23 იანვარი].
სექციების თავმჯდომარეებია:
1. გ. ტაბიძე (პოეტები).
2. კ. ლორთქიფანიძე (პოზაიკოსები).
3. მ. მრევლიშვილი (საბავშო სექცია).
4.    
5. ბ. ჟღენტი (კრიტიკისა და ლიტ. მცოდნეობის).
კალათბურთელები უკრაინაში გაემგზავრენ.
მონახულ იქნა „შვიდტომეულის“ ფოტო და ნახატი: საჭიროა გადახატვა ტუშითა და კლიშე იმისი (შემდეგში გადიდება).

[25 იანვარი].
პლენუმი. ი. აბაშიძე: „კრიტიკოსთა სექციამ უკვე დაიწყო მუშაობაო“, ამით დააბნია ბესო (დარბაზში სიცილი გაისმა: გუშინ ავირჩიეთ და გუშინვე როგორ დაიწყებდენ მუშაობასო).

[27 იანვარი].
1. პირველად: მივედი მწერალთა კავშირში და დავიკავე მაგიდა მწერალთა კავშირის პოეტების სექციის თავმჯდომარისა.
2. ხუტამ განაცხადა, რომ ის დაღლილია და მთხოვა, პოეტების სექციის სხდომა დაგვენიშნა არა 29 იანვარს არამედ 1 თებერვალს.
3. პოეტების სექციის სხდომა შესდგება 1 თებერვალს, სამშაბათს.