დღიური-634-12 - 1954 წელი
იფნის ბაღი
1. უნდა გამოიზომოს, რამდენი მეტრი სინაა საჭირო რკინისგზელების სანატორიის მხრით ღობის გასაკეთებლად...
2. უნდა გამოიზომოს, რამდენი მეტრი სინაა საჭირო (ან მესერი) ტყის ხეივნის მარცხენა მხრით ღია ადგილის შესარაგვავად... 16 მეტრი.
3. უნდა გაკეთდეს ეზოს მარჯვენა მხრით მესერი - ეს აუცილებელია...
4. უნდა გათანასწორდეს მესერი სახლის წინ [მესერი] შარა გზის მხარეს (საჭიროა ბაწრების შეძენა...).
5. უნდა შეიღებოს თეთრად მთელი მესერი სამივე კუთხით თეთრი საღებავით...
6. უნდა ჩაიკეტოს ეზოს კარები (ხვალვე გასაღები).
7. უნდა გათვალისწინებული იქნას მავნებლები (პირადათ თვითეული) და დამხმარენი (პირადათ თვითეული).
8. ავტოს შემოსასვლელის საკითხი (ამასთან დაკავშირებით წყალის საკითხი). წყალის საკითხი გამორკვეულია.
9. სასწრაფოდ უნდა სანატორიის მხრით ხის მესერი გადაკეთებულ იქნას. მასალა გამოყენებული იქნას ეზოს მარჯვენა მხარისთვის.
10. სკამეიკების საკითხი (დურგლები - საერთოდ).
11. აივანზე წვიმა ჩამოდის. რა ეშველება (დურგალი).
12. საჭიროა სახლის შეღებვა შიგნიდან.
ასეთია საერთოდ გადაუდებელ საქმეთა სურათი... შევძლებ თუ არა ამ თვის დამლევამდე მოვაწესრიგო ყველაფერი. ყოველ შემთხვევაში, 15 ივლისამდე ყოველივეს მოვაგვარებ...
1954 წ., 20 ივნისი...