შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-325 - 1954 წელი


I. კალატოზი.
1. ორი კედელი. 2. ბილიკი აგურის. 3. დაშენება მეორე სართულის გარაჟზე. 4. სარდაფის წყალის პრობლემა. 5. ამოვსება მიწით დარჩენილი ადგილების. 6. რამდენი აგურია საჭირო? 7. ბოგირი.

II. დურგალი.
1. მთავარი ჭიშკრის პრობლემა. 2. იატაკის ხვრელების ამოვსება (დაჭკვანვა). 3. ფანჯრების ჩასმა (სარდაფში). 4. მესერის პრობლემა (აწევა). 5. გარაჟის მეორე სართულისათვის სვეტები. აივნის. პრ. 6. კარები „სამსახურის ადგილას“... 7. ბოგირი.

III. მღებარი.
1. მესერი. გიგო. 2. სახლის შინაგანი. 3. გარაჟი.
გამწვანება.

IV. სინათლე.
1. გარაჟში (გიგო). 2. აივნებზე. 3. ეზოში.

V. მესერი.
1. აღმოსავლეთით (ფიჩხი). 2. ტყის მხარე.

VI. შიგნით მოწყობა.
1. მაგიდები. 2. სკამები. 3. წიგნის შკაფი. 4. სარკეები. 5. დივანი და სხვ.

VII. ფარეხი.
ადგილის შერჩევა ფარეხისთვის.

*
1. საკავშირო ყრილობაზე.

[მაისის ტყეების]
ლალიმ [ტანი] [ღერო] იფნის შეამჩნია [იფნის] ღერო,
[ტყეს შვენოდა გაზაფხულის ფერი] გაისმოდა ტყეში "რერო",
ლალიმ [იფნის შეამჩნია ღერო,] ერთხელ შეარჩია ღერო,
მშვენიერზე მშვენიერი იფნის.
1939

*
მე მახსოვს ცხრაას ხუთის ცა
მისი მაისის [წუხილით] [ვარდებით] იებით,
აღძრული, მთლად გაჟღენთილი
[ელვით და ჭექა-ქუხილით] სიმღერით, შურისძიებით.

მახსოვს, ვით სურდა გადმოღვრა
მეხით, სულ წუთის [მსგავსებით] ავსებით.
მხოლოდ არა [მთლად] სულ, არა სრულ,
არამთლად, არასავსებით.

[ვერ] ის დაიღვარა მიწაზე
გამაცოცხლებელ [იერად] ნათებად,
გურიის მდინარეებად,
და პრესნის [თავსხმით ძლიერად] ბარიკადებად.

[მე მახსოვს ცხრაას ხუთის ცა].

*
1. მე მახსოვს. 2. მაისი მოდის. 3. ჩემი ბიჭი სდგას. 4. ჩვენს აღტაცების სასწ. 5. მაისი იფნის ბაღში.