შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-313 - 1954 წელი


გალაკტიონ ტაბიძე.

*
„ვაჟკაცსა გული რკინისა -
აბჯარი თუნდაც ხისაო“.

*
მიღწევათა შეჯამებით:
წინსვლისთვის, მაღალი კულტურის განვითარებისთვის ხალხისადმი სამსახურის პასუხისგების გადიდებისთვის ფართო პროგრამა უნდა იქნეს დასახული. იგი ამთავითვე ყურადღების ცენტრში უნდა დავაყენოთ.
ტექნიკურ ვადებში, მოფიქრებულად, საქმის ცოდნით უნდა იქნას შედგენილი გეგმა.
გეგმის შედგენაში აქტიური მონაწილეობა უნდა მიიღონ ხელოვნების სხვადასხვა დარგის წარმომადგენლებმა.
1. გეგმა. იძლევა დავალებებს. ლიტერატურული მასშტაბების გადიდებისას, სხვა წლებთან შედარებით. მთელი ძალ-ღონე უნდა მოვახმაროთ შერყეული ლიტერატურული პრესტიჟის აღდგენას.
2. ძირითადი პირობაა: ვადების ზუსტად დაცვა (დასახელება).
3. შექმნა სალიტერატურო ბრიგადებისა (დასახელება).
4. შრომის ორგანიზაცია - სწორი ორგანიზაცია, წარმატების საფუძველია.
შრომის ვადები უნდა დაიყოს პერიოდებად 4-6 მდე.
5. შესაკრები ბაზები, შეჯიბრება, კარგად აწონდაწონვა. შესაძლებად გამოყენება არსებული კავშირების, თეატრების, კლუბების, მტკიცე მეგობრობა სხვადასხვა ორგანიზაციებთან.
6. რეზერვები: რომელთა საშუალებით წინ წავსწევთ ჩამორჩენილებს. დაზუსტება რეზერვთა სიის, გამოყენება ძველი გვარდიის.
7. ყოველივე ეს უნდა დაუკავშირდეს პარტიულ-პოლიტიკურ მუშაობას, აგიტატორების საშუალებით. კვირაში ერთხელ ეწყობა აგიტ-სემინარი. სისტემატიური შემოწმება შედეგებისა. კედლის გაზეთები - ყოველ ორ კვირაში ერთხელ. ლექცია-მოხსენებები: ადგილობრივი ძალები და მოწვეული ლექტორები დროის უნარიანი გამოყენებით.

*
მახარაძე აპოლონ.
28 /II-54 წ.

საავადმყოფოში მომიტანა მოსკოვის „Литературная Газета“.
სტალინის პრემიაზე წარდგენილია 24 პოეტი:
აშიროვ ჩარი, ბუკოვი ე. ნ., ვაარანდი დ. ი. (ესტ.), ვასილიევი ს. მ., ვურგუნი სამედ., გამზატოვი რ. გ., გონჩარენკო ი. ი., გრიბაჩოვი ნ. მ., გუდზენკო ს. პ., დჟალილ შ. მ., დოროშკო პ. ო., ზარიანი ნ. ე., იმმერმანსი ა. ა., კრუჩენიუკი პ. ა., მენიუკი პ. ა., მუხამადი კუდუუს, ორლოვი ს. ა., პალიიჩუკი ბ. დ., პარვე რ. ლ., პროკოფიევი ი. ი., სმირნოვ ს. ვ., ტაბიძე გ. ვ., ტვარდოვსკი ა. ტ., ტოკომბაევი ალი, ჩუვკინ ა. დ., შეველიოვ ე. ვ.
აქ კი ოცდაექვსია!
5 მარტი სტალინის გარდაცვალების დღეა.
გუშინ, ოცდაშვიდს, მოსკოვს რადიოთი გადმოუციათ სტალინის პრემიაზე წარდგენილთა სია, პირველად მოხსენებული ვყოფილვარ მე (ნინამ და ნუნუმ გად.).
სიები გამოქვეყნებულია „Советское Искусств“-ში, იქიდან გადმობეჭდა „Литературная Газета“-მაც.
უნდა შემოწმდეს.

*
1954. 9 მაისი.
წყნეთის პრობლემა.

1. ორნამენტები სვეტებისა. გამსხვილება სვეტების.
2. ღობე სანატორიის მხრიდან ვიდრე მეორე ღობემდე.
3. მეორე ღობე.
4. ღობე-კარები ტყის ბილიკთან. აი, რაა მთავარი.
5. გასწორება ძველი ღობისა შარიდან.
6. ასფალტირება შესასვლელი გზის.
7. გადახურვა შესასვლელი კარების. ჯერ...
8. პალმები... ან... სხვა...
9. გამაგრება იატაკის ქვევიდან.
10. აუზი - აგურია შესაძენი.
11. გამწვანება... გადადგმულია ნაბიჯები.
12. ოთახების ავეჯი.
13. შეღებვა სახლისა და ღობის - გადადგმულია ნაბიჯები.
14. სინათლე გზასთან - ჯერ არაა საჭირო.
15. ასფალტი აუზის გარშემო - ჯერ არაა საჭირო.
16. მცოდნე მოსამსახურე - ზაქრო.
17. ეზოს წყალის კრანის საკითხი - ნინა და ვანუა.
3-22-55.
„ბოი“.

სუხუმის სახლის პრობლემა

მე ვერავინ მეტყვის -
ბედი გაქვსო ძაღლის...
მსხვერპლი როგორ გავხდე
ერთ ნამცეცა სახლის?
ავაგებდი ხუთ წელს -
თუნდ ათას სასახლეს -
აქ კი - ჩემს ადგილას
სხვა - თავს კედელს ახლის.
სახლი მსხვერპლი ჰხდება
მრავალ მამაძაღლის.
მოსვენება მინდა -
ამდენ შრომით დაღლილს...
ჯინზე ავაშენებ -
მთაზე ჩემს სასახლეს!

14/IV-54 წ.


3-71-08 - სოსო ფანცხავა.

იატაკი, სინათლე, წყალი, აუზი, გზის საკითხი, ეზოს შემოღობვა.

14/IV-54 г.
1. მიიღეთ თუ არა თანხა, რომელიც გადმოგიგზავნეთ (მიუღიათ).
2. რა მდგომარეობაშია დღემდე (არაა გადახურვა).
3. გადახურულია თუ არა? არაა.
4. რა მიზეზით არ არის? ჯ. შიფერი სად არის? იქვეა.
5. იატაკისა და ჭერის საკითხი - რომ საჩქაროდ გადაწყდეს.

15/IV.
ველაპარაკე ტელეფონით ჟვანიას და მათ ბუჰღალტერს: ჟვანიამ არ იცოდა, რომ ფული მთლად გადახდილი მაქვს.
ბუჰღალტერი მოითხოვს კიდევ 10.000-ის გადარიცხვას.
ჟვანიას გადავეცი, რომ 9.000-მდე სესხი ინახება სუხუმშივე, ბანკში.
ჩამოდიო...
ხვალ ვნახავ ჯაბუას.
I. თანხები სულ გადახდილია. მომცეს ქაღალდი, რომ განაგრძონ მუშაობა. ოფიციალური მიმართვაა საჭირო.

17/IV-1954.
ვიყავი მინისტრ ჯაბუასთან, დამპირდა, რომ გასცემს განკარგულებას, სასწრაფოდ განაგრძონ სახლზე მუშაობა.

22/VI-1954.
ჯაბუამ გადმომცა, რომ სახლის შენების დამთავრება დაწყებულია. მალე გადახურავენ.

*
1957. ნოემბრის 7.
სახლი ჯერაც არაა დამთავრებული!!!

1957.
სახლი ჯერ კიდევ დაუმთავრებელია. ჰმ.

*
აკადემიური გამოცემის პრობლემა.

სახელგამის წიგნის პრობლემა.
რომელი წიგნის?
მზადაა გაფორმება მხატვრულად.
სანაპირო.

22 ივნისი - 1954 წელი.
წიგნი ჯერ კიდევ გადაცემული არ არის.

მოსკოვის წიგნის პრობლემა.

პრობლემა ისევ რჩება პრობლემად.
არ ღირს აიღო სიახლის თემად.
წიგნს აავსებენ ძველ თარგმანებით,
მავნებლურ საქმის არ-დახანებით.
ყველა გულისხმობს იქ თავის ჯიბეს.
ვინ გაუსწორდეს ამ მაღალ კიბეს.
ვერ სჭვრეტენ - საქმეს ცეცხლი ედება,
მოაქვთ ქურდების შემოქმედება.

სჭვრეტეტენ. კეტეტენ. ჩხვლეტეტენ.

ც. კ. 1957. 6 ნოემბერს.
მწერალთა კავშირში მოხსენება გააკეთა გეგეშიძემ.

სამხრეთ-ოსეთის წიგნის პრობლემა.
17/IV-54.
წიგნი გამოსულია.
იყო ქრონიკა „კომუნისტში“. იყო რადიოგადაცემა.
იყო რ. ასაევის წერილი „ზარია“-ში.

გალაკტიონოლოგია რუსულ ენაზე.
მემორიალური კედელი.
ხელნაწერების პრობლემა.
სახლი ჟორესის ქუჩაზე.
სახლი გოგებაშვილის ქუჩაზე.

ბიბლიოთეკა ჩემის სახელობის.
ერთერთ სშუალო სკოლაში არსებობს ჩემი სახელობის სალიტერატურო წრე. 17/IV-54.
ერთად-ერთი? ჰმ!

მთავრობისა და პარტიის ც. კ.
უნივერსიტეტი.

ჯანმრთელობის პრობლემა.
„რამდენიმე დღეა, რაც მივიღე თქვენი წერილი. პასუხი დავაგვიანე. ძალიან შემაწუხა ბ. გალაკტიონის ავადმყოფობამ, ვიტირე კიდეც. მაინტერესებს, როგორაა ახლა, რომელი ხელი აქვს დაზიანებული? გადაეცი ჩემი გულითადი სალამი. არ მაქვს დრო და საშუალება, თორემ ვნახავდი!.. და სხვ. გაკოცებ მრავალს, თქვენი ეთერი“ (ქუთაისი. წყალსადენის ქ. №1-ბ. საქალაქო ბიბლიოთეკა №5. ეთერი კვირიკაძე. 21/II -54 წ.).
1/III-54. „შეიძლება, თუ სურს გაეწეროსო“, - უთქვამს ქირურგს ღვამიჩავას. მისი ამ სიტყვებიდან ის დასკვნა უნდა გამოვიტანოთ, რომ ყოველგვარი პოლიტიკური და ლიტერატურული კამპანიები ჩატარებულია. ტფილისში.
2/III. ლ-ს წერილი კი - სავსეა ვიწრო ეგოისტური - ჯგუფური ტონით - ის არაფერსაც არ ჰკითხულობს ჩვენზე. ჩემთვის ბევრი რამ გამოირკვა. სამეული მოქმედებს თურმე.
გარდაიცვალა არკადი ფილიპეს ძე გოცირიძე, ჩემი ექიმი.

22 ივნისი - 1954.
ო, რა არ გადამხდა ამ ნახევარი წლის განმავლობაში. არ აიწერება კალმით.

პიესა ქელბაქიანის. ჩემი მონტაჟი.

„რედაქციების პრობლემა“.
1. „მნათობის“ №2. მონაწილეობენ: ი. მოსაშვილი, კ. ბობოხიძე, ა. გეწაძე, გ. ჩიკვაიძე, პ. აბრამია. კრიტიკა: გ. ხაჭაპურიძე (საქართ. შეერთება რუსეთთან), პ. ბახტურიძე, ირაკლი აბაშიძის პოეზია. ი. ენიკოლოპაშვილის „გრიბოედოვი საქართველოში“, ლევან ასათიანის „მარიამ გარიყული“ (სულ 9 ავტორი).
აუცილებლად საჭიროა „მნათობი“-ს სარედაქციო კოლეგიის გადახალისება. თარეშობენ: მაშაშვილი, აბაშიძე, მოსაშვილი.
არ არის წერილი-მოხსენება ც. კ-ის მდივნის მჟავანაძის!

3/III-54. „კომუნისტში“ სამართლიანად მოხვდა „ნიანგს“ (რედაკტორი კ. კალაძე). წერილის სათაურია „დაუდევრობის ნაყოფი“. „ნიანგში“ სწერია, რომ გამოჩენილი გერმანელი მწერალი ლესსინგი გარდაიცვალა ამ 225 წლის წინად ერთსა და იმავე დღეს, სახელდობრ 22 იანვარს. შეიძლება ვიფიქროთ, რომ ლესსინგს უცხოვრია სულ რამდენიმე საათი. „მართალია, ნიანგი იუმორისტული ჟურნალია, მაგრამ ასეთი „ხუმრობა“ მის მუშაკებს ღირსებას ვერ მატებს. ლესსინგმა იცოცხლა არა რამდენიმე საათი, არამედ 52 წელი (1829-1871)“.
მოხვდათ! ისინი ნიანგის პირველ გვერდზე ხატავენ ნიანგს კავკასიურ ნაბადში და ჩიბუხით ღრანჭებში. „ჩვენ ორნი ვართ“ - რომელი წიგნის? იწყებს ი. გრიშაშვილი ნიანგში ერთ-ერთი ლექსის თარგმანს.

მწერალთა კავშირის პრობლემა.
1957.
1. ჭილაიამ (პრუწუნამ) საიუბილეო კომიტეტის შესახებ სთქვა: ჯერ ეს ამბები (ოქტომბრის დღესასწაულები) გადავიტანოთ და მერე შევუდგეთო.

მხატვართა კავშირის პრობლემა.
17/IV-54.
ანიკო ღვინიაშვილმა გადმომცა, რომ ეწყობა ჩემი საღამო მხატვართა კლუბში. მე ვუთხარი, რომ ეს ძალიან სერიოზული საქმეა. დავპირდი მომხსენებელს.

მუსიკოსთა კავშირის პრობლემა.
1. „გავკაფოთ გზა მშვიდობისა“ (საგუნდო სიმღერა „ყაყაჩოსა“ ან „არაგვის“).
2. დანამა, დანამა, დანამა.
3. მხარი მხარს - 94 გვ.
4. მე-8 საქართველოს მხატვრული თვითმოქმედების რესპუბლიკური ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტში. სხდომას დაესწრენ მ. ჩუბინიძე, მ. კუჭავა, ა. გუნია, ა. გიორგაძე, ვ. მელქაძე, გ. ჯიბლაძე, თ. ჯანელიძე, გ. ფოფხაძე, ი. აბაშიძე, მ. ჩირინაშვილი, გ. ჩხიკვაძე, დ. ჯავრიშვილი, დ. მოსულიანი, მ. ბუჯიაშვილი, ა. კინწურაშვილი, ი. ახვლედიანი და გ. გრიგოლაშვილი.
დადგენილება: გამოიცეს კრებული, რომელშიაც შევა 50 სიმღერა ხალხური და კომპოზიტორების. იმავე კრებულში შევა აგრეთვე ცალკე ტექსტები იმ სიმღერებისა, რომელიც პოპულიარობით სარგებლობენ. კრებულის რედაქტორობა მიენდო ამხ. გ. ჯიბლაძეს.
თვითმოქმედი მხატვრული წრეების ხელმძღვანელთა დასახმარებლად მოეწყობა მოკლევადიანი კურსები, გამოიცემა მეთოდური წერილები, საგუნდო-ქორეოგრაფიული, თეატრალური და სახვითი ხელოვნების დარგში.
ადგილებზე მივლინებულ იქნებიან სპეციალისტები მხატვრული თვითმოქმედი კოლექტივებისათვის მეთოდური დახმარების გასაწევად („კომუნისტი“, 3 მარტი, 1954).
მოინახოს „მაღალ მთაზედა ავაგე“ - საგუნდო სიმღერა კუხიანიძისა, ქუთაისში.
წყალტუბოდან ქუთაისში.

*
25/II-54 წ.
საქართველოს გასაბჭოების XXXIII წლის თავი. დღეს საღამოთი რადიოთი გამოცხადდა: „მოისმინეთ ქართველი პოეტების ლექსები სამშობლოზე“.. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ დაიწყეს კითხვა. გაისმა: გალაკტიონ ტაბიძე: „რევოლიუციონური საქართველო“. მსახიობმა ქალმა მშვენიერი პათოსით, მგზნებარედ და დიდის ხელოვნებით წაიკითხა ლექსი, რომლითაც იხსნება წიგნი „რევოლიუციონური საქართველო“ - მხოლოდ (ალბად, მითითებით) გამოსტოვა სტრიქონი: „კარჩაკეტილი ცხოვრებიდან გავიდეთ მზეზე“. მაინც მშვენიერი კითხვა იყო. შემდეგ სხვა პოეტების ლექსები წაიკითხეს. პირველად...
გვრიტიშვილი: „მეცხრამეტე საუკუნეს იყო სამი პოეტი - ილია, აკაკი, ვაჟა. XX...“
გამეზარდაშვილი... „ვემზადებით გაზაფხულისთვის“...
ახალი წიგნი „გორის“ შესახებ, გვრიტიშვილისა, გამოდის.. იქ ჩემზედაც არის „ეგ არის და...“
პიერ კობახიძე რადიოთი კითხულობდა ჩემს ლექსს „საქართველოს მდინარეები“.

27/II-54.
პავჩინსკი დიდებული კაცია. იგი წევს ჩემს გვერდით. <...> დაუწყია მუშაობა ჯერ ისევ 1911 წ. ბათუმში. ეხლა „ზარიას“ გამომცემლობაშია. მპირდება კარგი წიგნის გამოცემას.
- მელაპარაკებოდა ზარიადან... ხვალ იქ ჩემი წერილი იქნება გრიბოედოვის თეატრის 20 წლის თავის შესრულების გამო.
- იყვნენ ჯავახიშვილი და კვაჭაძე (ორთავეს აქვთ ჩემი წიგნები წარწერებით).
- ვკითხულობ ბ. ჟღენტის წიგნს. იგი ამბობდა „გალაკტიონოლოგიაზე“ და ამის საფუძვლები უკვე არის მოცემული ამ წიგნში.
„გალაკტიონოლოგია“ ისეთი მცნებაა, რომელიც მოიცავს მთელ თანამედროვე მეცნიერებასა და ხელოვნებას.

28/II-54.
საავადმყოფოში აპოლონ მახარაძემ - გადმომცა „Литературная Газета“-ს უკანასკნელი ნომერი, რომელშიდაც აღნიშნულია ჩემი სტალინის სახელობის ლაურეატობის წარდგენა. „არყია“ მოხარულია.
„Заря Востока“ (დღევანდელი) მომიტანა ნ. წერეთელმა, ჩემმა შოფერმა; შიგ ჩემი წერილია მოთავსებული - გრიბოედოვის თეატრის შესახებ.
დღეს „ნიანგის“ პირველ გვერდზე დახატულია ნიანგი ნაბდითა და პირში ყალიონი უჭირავს.
იმავე ნომერში მოთავსებულია ი. გრიშაშვილის თარგმანი, რომელიც იწყება ასეთი სტრიქონებით: „ჩვენ ორნი ვართ“. საინტერესოა გაგება: ამ ლექსის ორიგინალიც ასე იწყება? თუ ეს მორიგი გამოსვლაა?
საღამოთი მშვიდი და აღტაცებული საუბარი იყო ჩემს შესახებ. პავჩინსკი, მოსელიანი, ექვსი კაცი. აღტაცებული არიან ჩემი ლიტერატურული ტაქტიკით, ზიზღით ახსენებენ ჩემს მტრებს. ნ. მახარაძე აღტაცებულია „ლიტ. გაზეთის“ ცნობით,  ყველას უხარია. მთელი სალიტერატურო საღამო გაიმართა.

1/III-54 წ.
საუბარია N-თან, Зам. председатель. მირჩევს, წინადადება მივსცე პავჩინსკის - დასწეროს რეცენზია ჩემს წიგნზე.
რეცენზიას, როგორც თვით მითხრა ტელეფონით, სწერს „ზარიას“ დავალებით ბორის კორნეევი. საინტერესოა, როდის გამოაქვეყნებს. წერილი სწორედ ეხლაა საჭირო.
პავჩინსკი, თურმე, დანიშნულია ჟურნალ „ხელოვნება“-ს მთავარ რედაქტორად ოთარ ეგაძესთან ერთად (ხვალ ტელეფონით - კორნეევს).

2/III.  გაეწერა გინდინი. ცუდ შთაბეჭდილებას ტოვებს ჩემზე ერთი შინ - საუკეთესო ყმაწვილებია რუსთავის მეფოლადე და იმელის გამოფენის გამგე.

3/III. გადამიყვანეს ფიზიომკურნალობაზე. საეჭვოდ მეპყრობა გვამიჩავა. თავიდანვე რაღაც მტრულად მეპყრობა. ერთხელ არ გავუშინჯივარ და გაწერა მომინდომა. მე მას... სხვაგვარად მოვუვლი... ნემსიწვერიძის ქალიც ასეა. რაღაც დიდზე მაფიქრებს მათი მოპყრობა. საიდუმლოებითაა მოცული დაავადმყოფების ამბავიც. იყო ჩემთან ედგარ გინდინი (შემდეგ, კიდევ იყო ორჯერ).
კორნეევი - 14 მარტიდან.

*
ც. კ. მდივნის მჟავანაძის მოხსენების გარშემო.
1/III-54.
1. გამოვიდა თუ არა ცალკე წიგნად (ბროშიურად) მჟავანაძის წიგნი?
2. ჰქონდათ თუ არა თათბირი ან კრება ამ მოხსენების შესახებ მწერალთა კავშირში?

*
ლექტორების პრობლემა.
ლექსთა მკითხველების (მსახიობების) - დეკლამატორების პრობლემა.
მოძმე რესპუბლიკაში წიგნის გამოცემის პრობლემა.
დემოკრატიულ ქვეყნებში წიგნები.

მოსკოვში - მწერალთა საკავშირო ყრილობა.
გამოქვეყნდა მწერალთა საკავშირო ყრილობის შესახებ ცნობა. ყრილობა შესდგება შემოდგომაზე.
როდინდელია ეს ჩანაწერი? ჰმ!

სუხუმის სალიტერატურო წრე

ეს წრე სალიტერატურო.
გზად ჩაქუჩი, ძგერად ურო,
სად მოსულხარ, შთაგონებავ,
საიდან და სადაურო.

ჩემი სახელობის ქუჩა

გადაიწვა, გადირუჯა
ჩემი სახელობის ქუჩა.
მოდი, მისი პერსპექტივა
დამიხატე, ჩემო უჩა!

ფოტო-ლაბორატორია

ყველაფერი გარეშემო
ავი სულის ნატორია.
ამინგრიეს, დამინგრიეს
ფოტო-ლაბორატორია.

ქართული ლექსის ყოველგვარ
ფორმათა წიგნი

საჭირო კი იყო
[დასახული] დაგვესახა ნორმა,
რომ ქართული ლექსის
ყოველგვარი ფორმა...

წიგნი ქართველი ქალების შესახებ
ანუ ქალის სახე ქართულ პოეზიაში

გაივლი და ჩერჩეტ
სახელგამს შესძახებ:
წიგნები ქართველი
ქალების შესახებ
სადაა? არა გაქვს
სინდისი ერთცახე?

პიონერთა სახლის პრობლემა

მრავალთა საქმეთ მნუსხველი შვილი -
გამოდის ნიკო მუსხელიშვილი.
მრავალ კეთილ საქმეთ
აღმნუსხველი შვილი -
განაგრძობდა სიტყვას
აქ მუსხელიშვილი.

*
მუდმივი აუდიტორია. პუნკტები.
კედლის პორტრეტები.
კინო-პრობლემა.
რადიო-პრობლემა.

პოდსტროჩნიკების პრობლემა.
მთარგმნელები: ანტოკოლსკი, ტიხონოვი, ბუგაევსკი, გრებნევი, დერჟავინი, განუხინა, მეჟიროვი, სნეგოვა, ნიკოლაევსკაია, პოტაპოვა, სოლოვიოვა, ტალოვი, არსენევა, ლიუბინა, ცველევა, ნიკოლაევსკაია, პოსტუპალსკი, ზაბოლოცკი, ცაგარელი, ტურგანოვი, ლოკატელი, ზვიაგინცევა, ანანიაშვილი, გატოვი, როჟდესტვენსკი, სმირნოვი, გაფრინდაშვილი, ტარკოვსკი, პოტაპოვი, კარაბან. სულ 30 კ.
„Избр.“, 1953 г., изд. „Заря Вост.“

*
პოემების პრობლემა.
1. ცალკე გადაწყობილია თითქმის ყველა პოემები.
2. საჭიროა სია და რედაკტორის არჩევა - დასამუშავებლად. უკეთესი ჩიქობავაზე - ჯერჯერობით არავინ მეგულება.

ავთანდილ!
იმ წიგნის შესახებ - იყო 20 ფორმა. არის 10. ა? 3-22-55.

1. გვათუა.  ჯაბუა. 2. ტაბიძე им. Кого? Жвания.
Министерство Жилстроя.
Кирияк Самсонович Заврил.

ავად ვიყავი. საავადმყოფოში. ორ კვირაში ჩამოვდივარ. აქ წიგნი იბეჭდება.

გიორგა ან...
სახურავი, იატაკი, ჭერი.

ტელეფონით.
ჟვანია: გაგრამ აგვირიაო. ორშაბათიდან დავიწყებთო, 5000 აგური სჭირდებაო.
(მივალ ჯაბუასთან. დავაწერინებ მაგარ ტელეგრამას). ჟვანიამ კი თქვა, დავიწყებო, მაგრამ ლეო?

[გალაკტიონის მარში]
სტუდენტების მარში

[მხარი მხარს, მხარი მხარს,
[ქართველებო,] სტუდენტებო, მხარი მხარს.

[მხარი მხარს, მხარი მხარს,
[ქართველებო,] სტუდენტებო, მხარი მხარს.]

აბა, ჰე, აბა, ჰე,
აბა, მივცეთ მხარი მხარს.

[წავიდეთ, მივუდგეთ]
[ერთა შორის მშვიდობის
გაერთიანებულ ჯარს.
აბა, ჰე, აბა, ჰე,
აბა, მივცეთ მხარი მხარს].

[წავიდეთ, მივუდგეთ
გაერთიანებულ ჯარს.
ერთა შორის მშვიდობის-
[სათვის] დღისთვის მივსცეთ მხარი მხარს.

აბა, ჰე, აბა, ჰე,
[აბა, მივსცეთ] მხარი მხარს!
[მეხი მეხს, ქარი ქარს,
შენ კი]
კომუნისთვის.

[წავიდეთ,] [მივუდგეთ შრომაში
გაერთიანებულ ჯარს]
აკადემიისაკენ
მივყვეთ შეერთებულ ჯარს,
[აბა, ჰე] მივუდგეთ, აბა, ჰე,
აბა, მივსცეთ მხარი მხარს.

წავიდეთ, მოვედოთ -
საქართველოს მთა და ბარს.
აბა, ჰე, აბა, ჰე,
აბა, მივცეთ მხარი მხარს!

1954 წ., 27 თებ.


შესწორდა12 მარტს.
პირველი ტაეპით დათავდება.

*
- მერე კიდევ მიხამ სოფელში დამპატიჟა: ცხენები ჰყავთ თურმე. არც კი ვმჯდარვარ ჯერ ცოცხალ ცხენზე.

VIII.
1. სტალინის პრემიის საკითხი - გვ. 1; 2. წყნეთის სახლის პრობლემა - გვ. 3; 3. სუხუმის სახლის პრობლემა - გვ. 5; 4. სახელგამის წიგნის პრობლემა (გეგეშიძე) - გვ. 7; 5. მოსკოვის წიგნის პრობლემა (Гослит) - გვ. 9; 6. სამხეთ-ოსეთის წიგნი - გვ. 11; 7. გალაკტიონოლოგია - გვ. 15; 8. სახლი ჟორესის ქუჩაზე - გვ. 21; 9. სახლი გოგებაშვილის ქუჩაზე - გვ. 25; 10. ჯანმრთელობის პრობლემა - გვ. 29; 11. რედაქციები - გვ.33; 12. მწერალთა კავშირი (პრ.) - გვ.37; 13. მხატვართა კავშირი (ლიტ.) - გვ. 39; 14. მუსიკოსთა კავშირი - გვ. 41; 15. საერთო დღიური შენიშვნ. - გვ. 49; 16. ც. კ. მდივნის მჟავანაძის გ... - გვ. 55; 17. ლექტორების პრობლემა - გვ. 57; 18. დეკლამატორები - გვ. 61; 19. „მხარი მხარს“ - გვ. 94; 20. ხელნაწერების პრობლემა - გვ. 19; 21. აკადემიური გამოცემის პრობ. - გვ. 6; 22. მოძმე რესპუბლიკებში წიგნები - გვ. 63; 23. დემოკრატიულ ქვეყნებში - გვ. 66; 24. მოსკოვის ყრილობისთვის - გვ. 69; 25. პოდსტროჩნიკების პრ. - გვ. 91; 26. პოემების პრობლემა - გვ. 92; 27. ყველა მიღწევის (ფორმები) - გვ. 73; 28. სუხუმის სალიტ. წრე - გვ. 70; 29. ჩემი სახლების ქუჩა - გვ. 71; 30. ფოტოლაბორატორიის პრობლემა - გვ. 72; 31. მუდმივი აუდიტორიის პრობლემა (პუნკტები) - გვ. 72-78; 32. დიდი კედლის პორტრეტი - გვ. 79; 33. კინო-პრობლემა - გვ. 80; 34. რადიო-პრობლემა - გვ. 81; 35. აკადემია (პრეზ.) - გვ. 93; 36. პიონერთა სახლის პრობლ. - გვ. 75; 37. წიგნი ქართვ. ქალის სახ. - გვ. 74; 38. მთავრობისა და პარტიის ც. კ. - გვ. 27; 39. ბიბლიოთეკა ჩემის სახელობის - გვ. 26; 40. უნივერსიტეტი - გვ. 27; 41. პიესა გალაკტიონის - გვ. 31; 42. ბრძოლა უხსენებლებთან - გვ. 32; 43. მემორიალური კედელი; 44. სანაპირო - გვ. 7; 45. ც. კ. - გვ. 9. 999.
არის ძალა.