დღიური-637-21 - ოქტომბერი, 1953 წელი
განა ეს შეგნებული, წინასწარი მიზნად დასახული მავნებლობა არ არის? ამ ნომერში მოთავსებულია წერილი „შემოქმედებითი თანამეგობრობა“. წერილში ერთი სიტყვაც არაა ნათქვამი რაიმე იმის შესახებ, თუ რატომ არაა სომხური ჟურნალის იმ ნომერში, რომელშიაც ყველა (დაახლოებით) ქართველი პოეტების თარგმანებია მოთავსებული, არ არის გალაკტიონ ტაბიძე. განა ეს შეგნებული მავნებლობა არ არის?