შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-627-8 - 1953 წელი


ამხანაგებო! მე მინდა გესაუბროთ იმ ძალზე დავიწყებულ საგანზე, რომელსაც სახელად ჰქვია ლიტერატურული სინდისი. თქვენ კარგად იცით, [მე მინდა] რომ ჩემმიერ [ამ 45 წლის განმავლობაში გამოქვეყნებულია] თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში დაწერილია არა ასი, არა ორასი, არა ათასი, არამედ ათი ათასი ლექსი. [45 წელი] ჩემ მიერ არჩეული გზა თავიდანვე მხარდაჭერას პოულობდა ისეთი ტიტანების [მხრი] სახით, როგორიც იყვნენ ილია ჭავჭავაძე და აკაკი წერეთელი. მთელი ძველი გვარდია ჩემს მხარეზე [იდგა] დადგა. მე მამხნევებდა მათი ლიტერატურული სინდისი.
სუფთა სინდისი სისპეტაკე და სიმკვეთრეა,
სინიდისისთვის ცა ლურჯია, თოვლი თეთრია,
უხსენებლობას სურდა, ბნელში რომ ჩაეთრია
ყველა მწერლები, რომლებიც კი ჩვენ შეგვხვედრია!