შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-521-3 - 1953 წელი


გულდასმით წავიკითხე [წიგნი] შრომა ი. ოდიშვილისა „წიწამურის ტრაგედია“. სავსებით ვეთანხმები ვერიკო ანჯაფარიძეს, რომ ამ შრომის წიგნად გამოცემა უდავოდ წარმოადგენს დიდ საჭიროებას...
[„წიწამურის ტრაგედიით“, მართალია [დაიწყო] გაიხსნა ჩვენში XX საუკუნის [პირველი წლ.] დასაწყისი, და სწორედ ამგვარმა ტრაგედიებმა მიიყვანეს მხარე 1917 წლამდე ოქტომბრის რევოლიუციამდის, მის საბოლოო გამარჯვებამდის].
დამთავრდა XIX საუკუნე და აი, XX საუკუნის დასაწყისშივე სწორედ ამგვარმა ტრაგედიებმა საბრძოლველად დასძრეს და მიიყვანეს მხარე 1917 წლის ოკტომბრის რევოლიუციამდის, [მის საბოლოო გამარჯვებამდის], რომელმაც მთლად გადალეკა მეფის „ოხრანკის“ ჯაშების, ბერბიჭაშვილების... თარეში.
გ. ტაბიძე

ვუსურვებ ავტორს „წიწამურის ტრაგედიისას“...
ისტორიული მნიშვნელობა...