შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-492-11 - 1953 წელი


აქართველოს სახალხო პოეტის, მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრის, გალაკტიონ ტაბიძის დაბადებიდან სამოცი წლისა და სალიტერატურო ასპარეზზე გამოსვლის 45 წლის შესრულებასთან დაკავშირებით საქართველოს სსრ მწერალთა კავშირი შუამდგომლობს, რათა ნება დაგვრთოთ გამოიცეს გალაკტიონ ტაბიძის ნაწარმოებთა კრებული (რჩეული), როგორც I, II, III, IV, V, VI და VII ტომებში მოთავსებული  ლექსები და პოემები, ისე [ჯერ კიდევ გამოუქვეყნებელი მასალები] უკანასკნელად საბჭოთა ჟურნალ-გაზეთებში გამოქვეყნებული ლექსები და გამოუქვეყნებელი მასალა.
წიგნი განაწილდება ქრონოლოგიური წესით, 1908-1016, 1917-1932, 1933-1940, 1941-1945, 1945-1952 წწ. წიგნს აგრეთვე ექნება: 1. წინასიტყვაობა, 2. კომენტარიები, 3. სიტყვები, 4. სარჩევი ალფაბეტის მიხედვით, 5. სარჩევი კრებულის გვერდთა მიხედვით. წიგნის პროექტი და მაკეტი [წარედგინება გალაკტიონ ტაბიძის მიერ სახელგამს. იგი] შეიცავს დაახლოვებით შვიდას გვერდს, დაახლოვებით ორმოც ფორმას.
სახ. გამომცემლობას ამ დღეებში წარედგინა [მთლიანად მთელი მასალა კრებულისა], როგორც პროექტი და მაკეტი, ისე მთლიანი მასალა.