შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-483-11 - 1953 წელი


დღეები 12 რიცხვამდის.
სულ 21 დღე.
სულ მიამიტათ იწყებს სიმღერას.
1. საღამოები მწერალთა კავშირში: ერთგვარი რეპეტიციებია, ამასთანავე გამოვლინება შესაფერი ძალების, რომლებიც გამოყენებული იქნებიან შემდეგ სახელმწიფო ოპერის თეატრში... (მომხსენებლები, პოეტები, სიტყვის მთქმელები, პროზაიკოსები).
2. საღამოები აკადემიაში.
3. შეხვედრა მხატვრებთან.
4. შეხვედრა მსახიობებთან.
არ დაგვავიწყდეს, რომ მოსკოვიდან საჭიროა მწერლების ჩამოსვლა: ნ. ტიხონოვი, და სხვ.
ეს გამოფენა გადაიტანება მოსკოვში, მაშასადამე: მთავარი ყურადღება გამოფენას.
ლოჟებში: 1. აკადემიკოსები... 2. მინისტრების... 3. ექიმების... 4. მხატვრების... 5. მწერალთა კავშირის.
პარტერი.

მოწოდების ტექსტი
დიდი სახალხო მგოსანი, ფუძემდებელი XX საუკუნის ქართული მხატვრული ლიტერატურისა, შვენება და სიამაყე ქართული პოეზიის, უბადლო, გენიალური ოსტატი, შეუდარებელი ლირიკოსი, შემქმნელი [გულწრფელობითა და მუსიკალობით აღსავსე] შვიდი ათასი [მგზნებარე] ლექსისა და [ასამდე პოემის] ავტორი მრავალი [მგზნებარე] პოემის, უსაყვარლესი მგოსანი ქართველი ერის, [რომლის ლექსების მუსიკალობა გენიალ.] სინიდისი მთელი თანამედროვე ქართული  მწერლობის, მგზნებარე მონაწილე ოქტომბრის დიდი რევოლიუციის, ლენინისა და სტალინის პირველი მგზნებარე [მხსენებელი] მედროშე, [მომღერალი] ავტორი ეპოქისა...