შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-438 - 1953 წელი


გეგმა
1. გაზეთები. 2.  ჟურნალები. 3. მხატვრების ნამუშევრები. 4. ფოტო-პორტრეტები. 5. ფოტოები. 6. ფოტო-დოკუმენტები. 7. მოსაწვევი ბარათები. 8. ლოზუნგები. 9. დოკუმენტები: ხელნაწერები. 10. აფიშები. 11. პლაკატები. 12. წიგნები (ტომები და ცალკეული გამოც.). 13. "საბჭოთა საქართველო" (ცალკე). 14. ხელნაწერები.

გაზეთები
1. გალაკტიონი. 1927. თბილისი (4 გვერდი).
2. „საბჭოთა მწერალი“. 1933. №9. საქ. საბჭოთა მწერლების ქუთაისის განყ. 4 გვერდი.
3. „ბოლშევიკური ტემპით“. 1941. №1. ცაგერის რაიკომი.
4. „პრესა“. გაზ. კომუნისტიდან.
5. სამხედრო გაზეთი. სალიტერატურო ფურცელი (რწმენით იარ. იდეა).
6. „ახალგაზრდა კომუნისტი“. 1933. №154. ე. ასტვაცატუროვი. გალაკტიონ ტაბიძე.
7. „სტალინის სახელობის სახ. უნივერსიტეტი“. 1941 წ. 25 თებ. „შრომა, მეცნიერებასთან მჭიდროთ დაკავშირებული“.
8. „კომუნისტი“. „ლექსები პარიზის კონგრესზე“.
9. „კომუნისტი“. 1933. №163. მთელი გვერდი.
10. „ახალგაზრდა კომუნისტი“. 25 წ. რევოლიუციის სამსახურში.
11. „Молодой Сталинец“. „ქანდაკების გარჩევა“. 1947. №145.
12. „საბჭოთა მასწავლებელი“ - მთელი გვერდი. ლექსები. შემოქ. 1938 წ. თავის გამო.
13. „Заря Востока“. Народный поэт.
14. „კომუნისტი“, 1940. აკაკი წერეთლის ნომერი.
15. „საბჭოთა მწერალი“. ლექსი „ორთქმავალი ცეხიდან“ (სურათი).
16. „კომუნისტი“. საბჭოთა საქ. XX წლის თავი (ლექსი). 1941, 25 თებერვ.
17. „კომუნისტი“. 1 მაისი.
18. „საბჭოთა აფხაზეთი“. „საქ. სახ. პოეტი სოხუმში“.
19. „Советская Абхазия“. „Народный поэт в Сухуми“.
20. აფხაზურ ენაზე გაზეთი. 1946 წ., №96.
21. „Вечерний Тбилиси“. „Революцион. Грузия“.
22. „მრავალ ახალ წელს“. ახ. კომუნისტი.
23. „Заря Востока“. „Поэт Револ.“ 1935.
24. „ლიტერატურა და ხელოვნება“.  საახალწლო. I გვ. 1947, 1 იანვ.
25. „საბჭოთა მასწავლებელი“. მთელი გვ., 1939. №19.
26. „სალიტ. გაზეთი“. 1933. მეორე თუ მესამე გვ.
27. „ლიტერატურა და ხელოვნება“. ნახ. ჩუდეცკის. გვ.
28. „სალიტერატურო გაზეთი“. 1933. პირველი გვ., №15.
29. იმავე გაზეთის მეორე გვერდი.
30. „Галактион“. ორ. გვ., 1945 г.
31. „სალიტ. გაზეთი“. ა. გაწერელიას წერილი.
32. „Заря Вост.“, „Песни солнечной Грузии“.
33. „Правда“ პორტრეტით.
34. „Лит. Газета“ წერილი.
35. „Заря Востока“. „День победы“.

„ჟურნალები“
1. პიონერი. 1941. №5. „პირველი მაისი“ (ლექსი).
2. „ოქტომბრელი“. ოთხი ნომერი. გ. ტაბიძის ლექსები. 1941 წ.
[3. ოქტომბრელი. 4. ოქტომბრელი. 5. ოქტომბრელი. 1941 წ.].
3. გალაკტიონ ტაბიძის ჟურნალი. №4 და №5. 1922-1923.
4. ლომისი. 1922 წ. №1.
5. „მნათობი“. 1924 г.
6. „რემედასი“. 1941. №4. ლექსი „პირველი მაისი“.
7. „Искусство“. ი. ნიკოლაძის ქანდაკება. 1940.
8. „რემედასი“. „კლარა ცეტკინა“ - ლექსი.
9. „დროშა“. 1933 წ.

მხატვართა ნამუშევრები
1. პირველი სამი სილუეტი.
2. მეორე სამი სილუეტი.
3. „გალაკტიონი“ კედლის გაზეთისათვის.
4. გალაკტიონი კარანდაშით, წარწერით „გალაკტიონი“.
5. ბაღდადში - ნახატი კარანდაშით.
6. „Сванетия“ - ყდა უცნობი მხატვრის.
7. „თოვლში“.
8. „აკაკი და გალაკტიონი“.
9. ვადბოლსკი - „გალაკტიონ ტაბიძე“.
10. გ. ტ. უცნობი მხატვარი. სილუეტი.
11. ირ. ტოფაძე. პორტრეტი. ხუთი.
12. სილუეტი.
13. დ. გველესიანის პორტრეტი. ზეთით ნახატი.
14. უცნობი მხატვ. კარანდაშით.
15. ჩუდეცკი. მაგიდასთან.
16. გველესიანი კარანდაშით. ახალგაზრდ.
17. ჩუდეცკი. ტუში. სილუეტი.
18. დ. გველესიანი. კრესლოში. კარანდაში.
19. სიდამონ-ერისთავი. სილუეტი.
20. ელ. კაკაბაძე. ლიტოგრაფია.
21. ლიტოგრაფია „გალაკტიონი“.
22. დ. გველესიანი. ყელსახვევით. კარანდაში.
23. უცნობი მხატვ.
24. უცნობი მხატვარი.

ფოტო-პორტრეტები
25 + 1.
[ 1. ასვლა იალბუზზე - 17 ფოტო ერთ ფურცელზე].
1. ფოტო-პორტრეტი წიგნით („მამულო, სიცოცხლეოს“ ყდა).
2. ზარია ვოსტოკაში შეხვედრის დროს ტრიბუნაზე.
3. პორტრეტი. 1952 წ. მუშაობის დროს.
4. კრავჩენკო. მოსკოველი მხატვრები.
5. ჩლაიძის ფოტო.
6. ფოტო. 1908 წ. - ფოტომდე 1952 წ. 21 ფოტო.
7. ფოტო 1952 წ. (კარებთან).

„ცინკი“. მბეჭდავთა კავშირის ცენტრალურ გამგეობასთან. 1933.

ფოტო-დოკუმენტები
1. ასვლა იალბუზზე. 17 სურათი.
2. სალიტერატურო საღამო ნაძალადევში. 2 ფოტო.
3. საგურამოში 9 ფოტო (აქ დაიწერა ლექსი „მშობლიურო ჩემო მიწავ“. 1940 წ.).
4. „ყველა წიგნები“ 1940 წლამდე.
5. შეხვედრა „ზარია ვოსტოკაში“. 2 ფოტო.
6. კრავჩენკოს ნახატები.
7. ქუჩიშვილის ავტოგრაფი.
8. დ. ახვლედიანი. ავტოგრაფი.
9. აკაკის საფლავთან.
10.    მერკვილაძის ავტოგრაფი. 1908 წ.
11.    ჯგუფური. საღამო სუხუმში (2 ფოტო).
12.    [საღამო] გამოფენა ს. ორჯონიკიძის სახელობის კლუბში.
                         
მოსაწვევი ბარათები
1. მარჯანიშვილის თეატრში 1948 წ.
2. ბერიას სახელობის კულტ. სახლში.
                         
აფიშები
1. საღამო რუსთაველის თეატრში 15 წლის თავის აღსანიშნავად.
2. „საქართველოს სახ. მგოსნის გალაკტიონის“ საღამოები.
3. საღამო პლეხანოვის კლუბში.
4. სტალინის პარკში.
5. გურჯაანის კლუბში.
6. ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში. XXX აღ.
7. გორის თეატრში.
8. ანონსი.
9. ოპერისა და ბალეტის თეატრი. 35 წლის თავი.
10. პლეხანოვის კლუბში. შემოქმედებითი საღამო.
11. მარჯანიშვილის სახ. თეატრში. 1948 წ.
12. ქუთ. მესხიშვილის სახ. თეატრი.
13. კულტ. და დასვ. პარკი (ორჯონიკიძე).
14. მასწავლებელთა სახლი.
15. ფილარმონიის საზაფხ. თეატრი.
16. ცხაკაია - საღამო.
17. კონსერვატორიის დარბაზში.
18. საღამო მწერალთა სასახლეში.
19. ხელნაწერი პლაკატი „მწერალთა კავშირში“.
20. მოსკოვის აფიშა.
                           
პლაკატები
1. Грядущие годы.
2. მრავალ ახალ წელს.
3. დონის ბასეინი.
4. ტაგანროგი.

წიგნები
1. შვიდი ტომი.
2. „გალაკტიონ ტაბიძე“. 1945.
3. ჯონ რიდი.
4. ეპოქა.
5. Галактион Табидзе. Избранное. 1956.
6. გალაკტიონ ტაბიძე. 1927.
7. „არტისტული ყვავილები“. 1919.
8. მამულო, სიცოცხლეო.
9. ზღვა ახმაურდა.
10. პაციფიზმი.
11. ლირიკა. სასკოლო ბიბლიოთეკა.
12. ლექსები. სასკოლო ბიბლიოთეკა.
13. აკაკი წერეთელი.
14. მშობლიურო ჩემო მიწავ.
15. ოქრო აჭარის ლაჟვარდში.
16. რევოლიუციური საქართველო.
17. Галактион Табидзе. 1933. Стихи.
18. Галактион Табидзе. Стихи и поэмы.
19. Лирика. 1945.
20. Избр. стихи. 1937.

1917 წ.
1. ო, ვისაც გახსოვთ ყოველივე ეს? დაიბეჭდა მნათობში.
2. რა საჭიროა სიტყვები? მჯერა! (ტ II. გვ.? 1934 წ.). ლექსი დაწერილია 1917 წ.
3. ჯონ-რიდი (ანუ „ბავშები ყიდდენ პაპიროსებს“).
4. რუსული ტექსტი წერილისა, გამზადებული დასაბეჭდად 1917 წ.
5. ფოტო სტუდენტებთან. 1917 წ.
6. როცა გრგვინავდა ცხრაას ჩვიდმეტი (რევ. საქართველო. ლეფორტოვიდან).
7. „კუდრინის მოედანზე“. ფოტო.
8. ნახვა სტალინის. უნდა დავახატვინოთ ვინმეს (ჩუდეცკის?).
9. ილიუსტრაციები ჯონ-რიდისათვის (უნდა დაიხატოს).
10. აფიშა (მესხიშვილი, შარაშიძე, მე და სხვ.) (ფოტო). მოგონება იანელის. ამ საღამოზე მე წავიკითხე ლექსი: რა საჭიროა სიტყვები? მჯერა ( მაინც სად გაჰქრა ეს იანელი?).
11. მაინც სად გაჰქრა ეს წერეთელი?
12. „Craine aux fleurs“, რომელშიაც მოთავსებულია გემი დალანდი და პირველად ნახსენებია ლენინი.
13. იოსელიანის წერილი „Craine aux fleurs“-ის შესახებ. აქედან იწყება ახალი ხანა (მას მხედველობაში ჰქონდა „გემი დალანდი“).
14. სარეჟისსორო ინსტიტუტის [ქაღ.] დოკუმენტები.
15. წერილი-დოკუმენტი (უნდა გაიგზავნოს მოსკოვში იმ დოკუმენტის მოსანახავად, პარტიის წევრობის შესახებ).
16. მასალები: „История Гражданской войны“ და სხვ.
17. ლექსი „იდეა“ (სმოლნი, ინსტიტუტი).
18. რევოლიუციის პოეტი, წერილი ბ. ჟღენტისა.
19. „პოეტი და ოკტომბერი“. ჩემი ლექსი.
20. აღდგენილ იქნეს მესხიშვილის სიტყვა.
21. დოკუმენტი „მოსკოვში“ გამგზავრების წინ (გაზ. „სამშობლო“).
22. „ქარი“ მოთავსებული „მნათობში“, 1924. განმეორებული გ. ლეონიძის მიერ.
23. მე და მესხიშვილს რომ ქართული გაზეთის გამოცემა გვინდოდა 1918-ში. სომეხმა მესტამბემ უარი გვითხრა შრიფტზე (დაშნაკი იყო, თურმე. აქ, საქართველოში, თურმე, ომი იყო მენშევიკებსა და სომხებს შორის).
     
*
ერთ კვირაში „ლიტერატურა და ხელოვნება“-ს საპასუხოდ მწერალთა კავშირში უნდა მოეწყოს საღამო.
1. მოხსენება „1917 წელი გალაკტიონ ტაბიძის შემოქმედებაში“.
2. ცალკე გარჩევა ლექსისა „ო, ვისაც გახსოვთ ყოველივე ეს“.
3. „რა საჭიროა სიტყვები? მჯერა!“ და სხვ. და სხვ.
„უნდა მთლიანად ჩაიშალოს მათი განზრახვა“?

საინტერესოა, როდის გამოვიდა გაზეთი?
იცოდა თუ არა მგელაძემ მისი გამოსვლა?
იცოდა თუ არა ჭიაურელმა.
იცოდა თუ არა ჭილაიამ.
ვინ მოაწყო? ნატროშვილმა? ლეონიძემ? პრეზიდიუმის დაუკითხავად? ცეკას დაუკითხავად? (ჭიაურელი, რა თქმა უნდა, მაინც თანახმა იქნებოდა).
ვითომ მატყუებს ნატროშვილი? ეეჰ!
აშკარაა, ეს ნაბიჯი მათ მიერ გადადგმულია ყოველგვარად მომზადებულად. გამოჰყავთ უცნობი ახალგაზრდები (თოფურია).

„ქართული ლიტერატურის ისტორია რუსულ ენაზე“.
ბ. ჟღენტი - ქართული საბჭოთა მწერლობის ისტორიას იწყებს პროლეტარული მწერლობის ჩასახვის ხანიდან. ნუ თუ ეს სწორია? რა თქმა უნდა, არა! მაშ, რატომ ხსნის ჩემით წიგნსა? ცხადია, აქ რაღაც გაორებასთან გვაქვს საქმე.
 შ. რადიანიც გაორებულია. ვერ გარკვეულა: გალაკტიონ ტაბიძე, პროლეტარული მწერლები თუ ლეონიძე?
აკაკი თოფურია იწყებს 1936 წლიდან!
ცხადია, ეს არევ-დარევა ხელოვნურადაა შექმნილი. ვიღაცას ეს სჭირდება.
რუსული წიგნი ბევრს უხერხულ მდგომარეობაში აყენებს, „კომუნისტი“-ს რედაკტორი მერკვილაძე ჩემთან საუბარში წიგნს „სქემატიურს“ უწოდებდა.