შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-299 - 1953 წელი


1953 წ., 21 აგვისტო.
წიგნები.

მომავალი წლისათვის - ა. სახელგამი, ბ. საბლიტგამი, გ. ფედერაცია, დ. Заря Востока, ე. აჭარა, ვ. აფხაზეთი, ზ. სამხრეთ-ოსეთი - წიგნი ლექსთა და კრიტ. წერილებისა[თვის].
აქედან მიღებულია (შეტანილია 1954 წ. გეგმაში):
1. სახელგამი (წარდგენილია დასამტკიცებლად ც.კ.-ში).
2. სამხრეთ-ოსეთი (დადებულია ხელშეკრულება).
3. "საბჭოთა მწერალი" (ფედერაცია). უნდა დამზადდეს.

აკადემიის წიგნთ-საცავი (აკად.).
აქვთ სტენდები - გამოფენისათვის. ტელეფონის ნომერია 3-36-48. აქ მუშაობს კუკუსა ჩუდეცკი. შეიძლება მოეწყოს კარგი გამოფენა.

აკად. მათემატიკური ინსტიტუტი (აკად.).
აქ მუშაობს ქ-ნი კოტეტიშვილი. გამოდის შრომები. შესაძლებელია დამუშავდეს ლექსი „ინტეგრალები“. ტელეფ. №.

საჯარო ბიბლიოთეკა (ლორის-მელიქ. ქ.).
აქ შეიძლება ფართოდ გაიშალოს მუშაობა: კარგი გამოფენა, შეხვედრა მკითხველებთან და სხვ. აქვთ დიდი შესაძლებლობა ლამაზი გაფორმებისთვის: სტენდები, საამკინძაო, კულტურული ძალები, საბიბლიოგრაფიო განყოფილება და სხვ. არის შესაფერი დარბაზი გამოფენისათვის. ჰყავთ, ალბათ, მხატვრები, ფოტოგრაფები. ტელეფ. №.

მავნებელი ქალი (მწერალთა კავშირი).
მწერალთა კავშირის წიგნთსაცავში მუშაობს თამარ ფოფხაძე, დიდათ მავნებელი ქალი. იგი უგულოდ ეპყრობა ყოველ კულტურულს, ახალს, გამომაცოცხლებელს მწერალთა კავშირში. სარგებლობენ თუ არა მწერლები რაიმეთი ამ წიგნთსაცავიდან? არის თუ არა რაიმე კულტურული წამოწყება? ეხმაურება თუ არა ეს ქალი გამოფენების მოწყობის საქმეს? - ყველა საკითხებზე უარყოფითი პასუხია. „საცა არა სჯობს - გაცლა სჯობს“. მაგრამ ვის უჭირავს ამოდენა დარბაზი? ერთი მაგიდა აქ - ყოველთვის ცარიელია. მეორე მაგიდაც - ვინაიდან ჯანგულაშვილი შვებულებაშია წასული. გამოვიყენოთ მაინც ეს ერთი მაგიდა. აქ უსათუოდ უნდა მოეწყოს გამოფენა. აქ შეიძლება გამოფენისთვის მუშაობის დაწყება. ადგილი ვრცელია (მაგრამ... ღირს განა აქ?) აღმოჩენებისათვის. (რა გრძელი ენა აქვს. რამდენხანს ესაუბრება ვიღაცას. ძლივს წარვიდა მოსაუბრე... მთელი ორი საათი იყბედა). ტელეფ. №.

ბაღი მწერალთა კავშირისა.
საუკეთესო ადგილია შესაკრებად. მაგრამ... ეს შემოდგომა... ვნახოთ. ტელეფ. №.

ჯერ მწერლები არ დაბრუნებულან.
მწერალთა კავშირში სრული სიცალიერეა. მხოლოდ რიფსო ზის თავის ადგილას და თამარი... ზევით? ტელ. №.

გაზეთები თბილისისა.
1. „Заря“, 2. კომუნისტი, 3. ახ. კომუნისტი, 4. Мол. Ст. 5. ნორჩი ლენინელი, 6. საბჭოთა მასწავლებელი (მაინც ცენტრი საჯარო ბიბლიოთეკაა). ტელ. №.

„ნიანგის მხატვრები“.
ი. ქოქიაშვილი და გ. ლომიძე. დონი... შემდეგში. გადათვალიერება ყველა ნომრებისა: „დროშა“, „ნიანგი“, „ოკტომბრელი“, „დილა“ (აქ ბევრი მხატვრებია თავმოყრილი). (კიდევ სად მუშაობენ მხატვრები? აჰ, თითქმის ყველა რედაქციაში). (შენ ხშირად სწუხარ შოფერზე. საჭიროა გაზეთები). ტელ. №.

დარბაზი მწერალთა კავშირისა.
სულ მუდამ ცარიელია სააქტო დარბაზი. გამოვაცოცხლოთ უნდა. ყურადღება არ უნდა მივაქციოთ ხელის შემშლელებს (იხეირებ). ტელ. №.

ტელეფონები.
3-55-25. გამოძახება შეიძლება: რიფსოსი, თამარა ფოფხაძის.
შესწავლა თვითეულისა, რომელმაც ასე თუ ისე მონაწილეობა უნდა მიიღოს საქმეში - სავალდებულოა.
სადაა? აჰ, სადაა? სადაა ჯანგულაშვილი? - ვეკითხები სიცალიერეს, რადგან დარბაზში არავინაა.

„საბჭოთა მწერალ“-ში მდგომარეობა ასეთია:
შეტანილია წიგნი გეგმაში, დამტკიცებულია ეს გეგმა მწ. კავშირის სამდივნოს მიერ (მაგრამ არაა გატანილი პრეზიდიუმის სხდომაზე). გეგმა გაეგზავნა მოსკოვს.
მოითხოვენ წინანდელ წიგნს, შედგენილს აკ. გაწერელიასა და შ. ბუაჩიძის მიერ. მე ვფიქრობ - იქ ის საჭიროა შესწორებული, ან „პოემები“ (30 პოემა). საჭიროა ტელ. №.
ახლოვდება სეკტემბერი!

*
1953. 22 აგვისტო.

1. დაბრუნებები:
ელგუჯას დაბრუნება, სვანის დაბრუნება, რაჭველის დაბრუნება, იმერის დაბრუნება. შევა პოემებში. ამ საქმეს დროზე უნდა შევუდგეთ. თორემ... აჰა... ტელ. №.

ვიყავი საბჭოთა მწერ. ფედერაციაში.
სტკეპნიან ძველ ადგილს. საჭიროა ადგილიდან დაძვრა. ტელ. №.

იყო ამბერკი...
იდეა შვიდთა. მაგრამ ეს არც ისე სასწრაფოა. სასწრაფოა გამოფენისათვის...

„გალაკტიონის პატრიოტი“...
ვიყავი სახელგამში. გავაცხადე, რომ პირველ იანვრიდან ვიწყებ მუშაობას „მნათობში“... აქ ორი „მავნებელი“ ქალია. არა უშავს რა ერთ თანამშრომელს - ჭიჭიკო. აქ... ბევრია ჩემი პატრიოტი. ვინ არის ის ქალი? (დირეკტორის ახლო).

ვიყავი ოპერის ბაღთან.
რა სასიამოვნო ადგილებია. ახალი კაფე ლაღიძის, იქვე სახელგამის წიგნის მაღაზია. იქვე მხატვრების ატელიე. პუნქტი კარგია. იქვე კონსერვატორია. მახლობლად მხატვართა კავშირი. კულტურის სამინისტრო. მხატვრების აკადემია. ტელ. №.

ტელეფონის გაჰყვანას დამპირდენ.
ძალიან კარგი კაცია დირეკტორი ქსელისა. დამპირდა ტელეფონის გაჰყვანას წყნეთში. გაჰყავთო ხაზი - წყალთა მეურნეობისათვის. ტელ. №№.

გორდელაძის ბრიგადა.
არიან სახელგამში მხატვრები. მათთვის საჭიროა მასალები. ავამოძრავოთ „გალაკტიონის პატრიოტები“ საზოგადოებრივი დატვირთვის წესით. ტელ. №.

ქვის საპოვნელად.
ვიყავი დიდუბის ბოლოს ახალი ხიდის ახლო. ქვის საპოვნელად. დავათვალიერე. საჭიროა წავიყვანო მოქანდაკე. ვარგა თუ არა ის ქვები ქანდაკებისათვის? ქანდაკება. გავხედე ძველ მიდამოებს. გამახსენდა ბევრი რამ... გზა.. თუ მიხსნის - ისევ ხელოვნება. მიხსენი, ხელოვნებავ, გევედრები. ტელ. №.

იდეა ლექსების გადარჩევისა კომპოზიტორებისათვის.
შ. მღვიმელის, გ. ქუჩიშვილის, აკაკი წერეთლის, ილია ჭავჭავაძის, სანდრო შანშიაშვილის, დავით კლდიაშვილის, ვასილ ბარნოვის, ვალერიან გუნიასი, განდეგილის, ია ეკალაძის, შალვა დადიანის, დარია ახვლედიანისა და სხვ. ტელ. №.

ეთერი ემზადება იერიშისათვის.
- უნდა მოკლე ხანში, ან ნოემბერში გავემგზავროო მოსკოვში. ვიღაცას აქედან ანონიმური წერილი გაუგზავნია იქ, რომ დისერტაცია ჩემი დაწერილი კი არ არის, სხვის მიერ გაკეთებულიაო. ამის გამო არ მიმტკიცებენო. ნუ თუ კ. კეკელიძე, ს. ჭილაია, შ. რადიანი - მწერლები არ არიანო? არაფერია, მე წავიღებო ყველა მასალასო და... აბა, ვნახოთო! ტელ. №.

ეთერის წიგნი ჩემს შესახებ გამოდის ოსურად.
ოსეთის სახელგამს გამოსაცემად მიუღია წიგნი. დაიწყებენ აწყობას 1954 წ. იანვ.

ეთერის წიგნს სთხოვენ გასაცნობად.
- გვინდა გავეცნოთო, - ყველა აქებს ამ წიგნსო, - ამბობს ლ. კალანდაძე, - საშუალება მოგვეცითო.

ეთერი ემზადება 9 სეკტემბრისთვის.
„კომუნისტის“ რედაქციაში შემხვდა ეთერი. იქ, მგონი, იბეჭდება მისი წერილი ლ. ტოლსტოიზე. წყნეთის ნომერი გამოვართვი. ტელ. №.

კარგი ქალი.
კამანისტში მუშაობს მაჩაიძის ქალი. შვილი მხატვარია. თვითონ ძალიან კარგი ქალია. ტელ. №.

აქ ამათი იურისტი.
აქ („კამანისტი“) ამათი იურისტია შალვა დადიანის კარგი მეგობარი კაცი... ტელ. №.

მოსკოვის კომისია.
მოსკოვიდან ჩამოსულა კომისია - ამოწმებენო ყველას - მათ შორის გაზ. „კამანისტის“ რედაკტორსაც - დათიკო მჭედლიშვილსო, - ამბობს ეთერი.

შესანიშნავი დარბაზი.
„კამანისტს“ შესანიშნავი დარბაზი აქვს. აქ უნდა მოეწყოს შეხვედრა (ადგილკომიადა). მომხსენებელი და სხვ. ტელ. №.

გამოფენაც შეიძლება აქ მოეწყოს.
კომუნისტს აქვს საილიუსტრაციო განყოფილება, მუშაობენ მხატვრები - კალაძე და ქოქიაშვილი. კალაძეს ეკუთვნის გრიშაშვილის გადმოსახლება, ირაკლი აბაშიძის შესახლება მნათობში. ქოქიაშვილი - კი. ტელ №.

„საბლიტგამში“ წიგნი მზადაა.
მომავალ კვირაში, ალბად, გადაეცემა სტამბას დასაბეჭდათ წიგნი (შეკრულია, ასწორებენ. ასწორებს ნათელა). ნათელა.. დააჩქარე წიგნი.

„ЗАРЯ“ გადადის სახელგამიდან.
ჰონორარიც, ალბად, იქიდან მეკუთვნის. ჩქარა, ზლატკინ! შე ყურუმსაღო.

ორჯონიკიძე ემზადება.
მას მალე გადაეცემა, ალბად, დიდი ჩემი წიგნი.. ეს სანდრუა! არაფერს არ აკეთებს და ასე... პოემები?

კულტურის სამინისტროში:
ლადო ლემონჟავა - მხატვართა კავშირის მდივანი.
1. Абакелия Тамара Григориевна. Саджая 12. 3-74-12.
2. Алдаданова Анна Сергеевна. Церетели 18 (канд.).
3. Амиров Рубен Егорович. Судебная 47 (канд.).
4. Алваридзе Петр григорьевич. 1-го мая 23 (канд.).
5. Аскурава Иван Алексеевич. Песковская 21. Член.
6. Абрамишвили Шалва Иосиф. пурцеладзе 14. Канд.
7. Амирханова Мадлена Шамировна. Мерквиладзе 2. 3-42-95.
8. Андроникашвили Елна Николаевна. Московская 11-а. 80-34.

*
23 აგვისტო. კვირა. 1953 წ.

ტელეფონი ნიკოლაძეების.
ტელეფონის წიგნაკში.

მოგვეცით მარმალილო!
აღმოვაჩინეთ მარმარილო 45 ცალი, საჭირო ზომის. მარმარილოს ქარხანავ, სდექ! იძლევა ბევრ მარმარილოს. ამომჭრელი?

გვინდა მარმარილოზე ამომჭრელები!
ჯერ დახატავენ მხატვრები: შემდეგ შეიძლება იქვე ამოსჭრან, რა დიდი საქმე ესაა.

მაგრამ ჯერ საჭიროა ტექსტის დამზადება.
ვინ დაამზადებს ტექსტს? ისევ მე. „მე ვარ და ჩემი ნაბადი“. შემდეგ კომისია გასინჯავს.

ორმოცდა ხუთი კიბის მხატვრები.
მეგობარი მხატვრები და მხატვრები აკადემიიდან. საჭიროა ბრიგადები. ადგილი? ჩემთან ბინაში. ეს მთავარი საქმეა.

კეცხოველი დამპირდა.
ის გააკეთებს გამოფენას „ლირიკისას“ (რუსული წიგნი). № ტელეფონის. ბინა.

ძველი წისქვილის ქვა.
სწევს კიბის მაგიერობას ბავშობის დროს. „ის წისქვილის ქვა“.

გადიდება ნახატებისა.
გადიდდებიან: 1. მოსე თოიძე, 2. სიდამონ-ერისთავი, 3. დ. კაკაბაძე, 4. ქავთარაძე, 5. „Правда“, 6. „დროშა“, 7. ჩუდეცკი, 8. გველესიანი, 9. დ. წერეთელი, 10. კროტკოვი, 11. დ. წერეთელი, 12. აზერბეიჯანის გაზეთი, 13. სომხური გაზეთი, 14. Литерат. გაზ., 15. სალიტ. გაზეთი, 16. კომუნისტი, 17. მუშა, 18. კრავჩენკო, 19. უჩა ჯაფარიძე, 20. იაკობ ნიკოლაძის ქანდაკება, 21. ს. კაკაბაძის ქანდაკება, 22. ავალიშვილის ქანდაკება, 23. მოხუცის ბარელიეფი, 24. ჟურნ. „დროშა“, 25. ჟურნ. „თეატრი და ცხოვრება“, 26. აკაკი წერეთელთან, 27. მწუხარე საქართველო.

მომხსენებლები:
1. შალვა რადიანი, 2. სერგი ჭილაია, 3. ბ. ჟღენტი, 4. გ. ნატროშვილი, 5. ა. გაწერელია, 6. გ. თავზიშვილი, 7. გ. აბზიანიძე, 8. რ. ორჯონიკიძე, 9. დ. ბენაშვილი, 10. კ. გამსახურდია.

*
ჩემი სიმღერა. მიაქროლებდეს?
ავტოთი. 9 საათიდან 2 საათამდე.
1. ანდრონიკაშვილი ეთერი - მოსკოვის 11-ა. ტელ. 3-42-95; ახვლედიანი ელენე -  საჯაიას ქ. 18. 3-74-12; ვეფხვაძე ვანო - რუსთაველის 22;  გუდიაშვილი ლადო -  კეცხოველის 11; ჯაფარიძე უჩა (დავრეკოთ მხატ. აკად.); ქობულაძე სერგეი -  ბარათაშვილის 24; ლემონჟავა ლადო - პლეხანოვის 24; მამალაძე შალვა; მესხი გრიგოლ - სასახლეში; 2. სანაძე კორნელი - ხოშტარიას 5; 3. ციმაკურიძე ალექსანდრე - მარჯანიშვ. 83; [შარლემანი].
ტელეფონით - მწერალთა კავშირში.
- Посмотрите, пожалуйста, который час.
- Ровно восемь. რიფსოს ხმაა.
ანდრონიკაშვილი ელენე, ჩუდეცკი თედორე, მესხი გრიგოლ, ვეფხვაძე ([კეცხოველის] რუსთაველის თეატრში), გულისაშვილი, სანაძე.

ხვალ - ლოპატკინთან. ზლატკინი.

*
1. უჩა ჯაფარიძეს - უნდა შევხვდე ხვალ 7 საათზე ან ნახევარზე. დამხვდება სახლში. დავუტოვებ სამს - სამი სურათი.
უჩასთან არის აკადემიის მთელი განყოფილება: სამხატვრო. მაგრამ სახელდობრ ვინ? უჩას ტელეფონი - 3-06-01.
2. გუდიაშვილი ვლ. - დ. კეცხოველის 11. თერთმეტ საათამდე სახლშია.
4. ელენე ახვლედიანი - Пекровская 14. დილით. 74-12.
5. შუხაევი. ვასილი ივანეს ძე შუხაევ - Николадзе №3, до 3-х часов.
6. ჩუდეცკი - უნივ. ქ.
7. გრიგოლ მესხი - სასახლეში. ხვალ დილით.
8. მაღალაშვილი ქეთო - ბარნოვის 23. 3-97-91.
9. გაბუნია ვავა - წულუკიძის 4. 3-07-95.
10. ციმაკურიძე ალექსანდრე - პლეხანოვის 83. 3-00-64.