შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-509-2 - 1952 წელი


27 აპრილი. კვირა, 1952.
1. აკტივობაა საუნჯე, როს მტერი აგიხირდება!
2. ნუნუ: VII ტ. ლენასთვის 4 ლექსით (გაერთიანება მშენებლობისათვის, მშობლიურო ჩემო მიწავ, 1950, მთელი ქართველი ხალხის სახელით). გრძელი ლექსებია, მაგრამ შეიძლება შემოკლდეს.
გალაკტიონის პარტიოტები, პროგრამები, <...>.
Вечер в честь Ост. Д. Э...
საღამოთი, უშედეგო კინო, სერებრიაკოვთან (თარგმნა  „1 მაისი“).
კარგია. იდეა პოემების გამოცემის.
გამოვიდნენ „გამარჯვება“ და „დროშა“, ორივე...

აპრ., 28. ორშ.
სახელგამში ვინ იყო იგი? შემდეგ სცენა (დაინახა?). რა მოხდა? საშინელებაა!
აკტივობაა საუნჯე, როს მტერი აგიხირდება...
სცენა მეორე დილით ტაშტის გამო.
მწერალთა კავშირში: მთხოვენ მთავრობის დადგენილებას.
უადგილო ადგილის დოკუმენტი!
მართალი იყო გოგოლი.
მოიცილო კაცმა ყველა წვრილმანი უნდა უსათუოდ.
ჩეხოვი. კუპრინი (სინდისი? სინდისი?).
კარგი კაცია კორნ. კეკელიძე. არავინ არ მისულა მასთან. იჯდა მარტო (ხელნაწერზეა საუბ.).
მხატვ. გორდელაძე! დიდებულია! დიდებულია!
ძოწენიძე საზიზღარი ტიპი ყოფილა. მან გადაკვრით ილაპარაკა აკადემიის ნამდვილ წევრზე და გაჩერდა... გრიშაშვილზე. ჩვენი 7 ტომი, მას, სჩანს, არაფრად მიაჩნია და საზოგადოდ თავს ისე იჭერს, როგორც დიდი კაცი... აკადემია, მას სურს, გადააქციოს სოფლის შკოლად. საინტერესოა, რაზედ აიღო ან ვინ მისცა მას სტალინის პრემია? (თავს ესხმოდა გ. ახვლედიანს და საზოგადოდ ძველ აკადემიკოსებს). ძოწენიძე? ჰმ!!! იგი მოყვანილ იქნა შარშან, ეწევა რაღაც საქმეებს (საეჭვოს). რეკომენდაცია გაუკეთა ნიკო კეცხოველმა. მახსოვს, მაშინ იკითხეს: როგორი პიროვნებააო (საერთოდ, ეტყობა, ჩემს მხარეზე არ... იყო შოთასთან ტუშურიანი). „კომუნისტში“ - მთხოვეს ლექსი. Победа  (ვასასიმ?... ჰმ!) გმ! გმ!
აკაკი გაწერელიამ სთქვა: საღამოები უნდა მოეწყოს მწერალთა გარეშემოო. მთავარი აკტივობაა.

აპრ., 29. სამშ.
აკტივობაა საუნჯე, როს მტერი აგიხირდება. ვინ გვიხირდება? უნდა ვიცოდეთ!!!
მოვიდა სერებრიაკოვი. პავჩინსკი პატრიოტებს სჯობიაო. „Ратоборцы“. 5 მაისისთვის საჭიროა პრესა. Ударная группа.
კეთილინებე! (კეთილი ნება დაა).
მარგოს ეძახის რა ამირანი,
ისმის ხმა კოლა სირბილაძესი,
შემოდის პორ. ყიფიანის ქალი... და სხვ.
ერთის სიტყვით, ჩაიწერა ჩემი საპირველმაისო ლექსი რადიოში გადასაცემად.
N. B. გვერგება წინანდელი 135 (5 მაისისთვის).
La comedia... რიფსომ კლასიკური სიტყვა მითხრა, ღვინო კარგია, არაყი – არა. სახელგამში უფულობაა, აა? აა?
2 номера журн. „Ленинск. Знамя“. О Ленине были мои стихи в „Заре“.
ისევ დარეკა თათარიშვილმა კარგის ხმით.
შევხვდი თათარაშვილს მწერალთა კავშირში.

აპრ., 30. ოთხშ.
აკტივობაა საუნჯე, როს მტერი აგიხირდება.
თათარაშვილი ძალიან კარგი კაცია.
რედაქციაში გული შემიწუხდა.
ყველაფერი კარგად მიდის.
1 მაისის ამბავი კარგად მიდის, მგონი.
აკადემიიდან ბარათია.

1 მაისი.
აკტივობაა საუნჯე, როს მტერი აგიხირდება.
I. ლექსი „კომუნისტ“-ში.
II. ლექსი „Заря Востока“-ში.
III. გამოსვლა რადიოთი.
IV. რადიოაპარატის შეძენა.
V. კ. სირბილაძემ ჩაინიშნა 11 მაისი.
VI. დარეკა ლენა ყიფშიძემ. 19 მ.
VII. დარეკეს სოფლიდან.
Победа!
Учтивая речь,
Поклон любезный
Дешево стоит,
А полезно.
Ромен Роллан („Кола Бреньон“)
 2 მაისი.
მშვენიერი დღე.
აკტივობაა საუნჯე.
200 კონვერტი ფოტოებით!