შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-661-6 - 9 იანვარი, 1951 წელი


                                                                                 ამხანაგებო!

     ეპოქა ჩვენი დიდი სტალინისა, ეპოქა სოციალიზმის, დიდი საწარმოო აღ­მავ­ლობა, - განუმეორებელი ხანაა კაცობრიობის ისტორიაში...
     საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა განიცდის გა­ნუ­მე­ო­რებელ, ჯერარნახულ აღმავლობას. მას ჩვენს დიდს საბჭოთა სამ­შობ­ლო­ში უჭირავს ერთ-ერთი მოწინავე ადგილი.
     ამას ჩვენ ვუმადლით დიდი სტალინის უახლოეს თანამებრძოლს ამხ. ლავ­რენ­ტი პავლეს ძე ბერიას; დიდია ღვაწლი, რაც ამხ. ლ. პ. ბერიას ჩვენი ხალხის წი­ნაშე...
     მის დაწყებულ საქმეს აგრძელებს და წინ სწევს მისი ერთგული თა­ნამებ­რ­ძო­ლი, საქართველოს კომუნისტური პარტიის (ბოლშევიკების) ცენტ­რა­ლუ­რი კომიტეტის მდივანი ამხ. კანდიდ ნესტორის ძე ჩარკვიანი.
     დღითი დღე წინ მიდის ჩვენი სოციალისტური რესპუბლიკა.
     დიდი წარმატება მოიპოვა ჩვენმა მეცნიერებამ, ჩვენმა მწერლობამ, ჩვენ­მა ხელოვნებამ, საერთოდ კულტურისა და ცხოვრების ყველა დარგებმა. ვემ­ზადებით რა მომავალი არჩევნებისათვის, პოლიტიკური, საწარმოო აღ­მავ­ლობის ხანა... ჩვენი რესპუბლიკის ხელმძღვანელი, საქართველოს კო­მუ­ნის­ტური პარტიის (ბოლშევიკების) კომიტეტის მდივანი ამხ. კანდიდ ნეს­ტო­რის ძე ჩარკვიანი.
     მზრუნველობას, რასაც იგი იჩენს საქართველოში მეცნიერების შემდ­გო­მ­ი აღორძინებისათვის.
     ეს გვავალებს უფრო ფართოდ გავშალოთ შემოქმედებითი მუშაობა.
     ხელი შევუწყოთ ჩვენი სამშობლოს ძლიერების შემდგომ [განვითარებას] გან­მტ­კიცებას.
     სტალინური კონსტიტუციით მინიჭებული უფლების  განხორციელებას.
     ამხ. კ. ჩარკვიანი, რომლის ხელმძღვანელობითაც დღითი დღე წინ მიდის ჩვე­­ნი რესპუბლიკა.
     ამიტომ ვუჭერთ მხარს ამხ. კ. ჩარკვიანის კანდიდატურას საქართველოს ბოლ­შევიკების ხელმძღვანელად.
     [ჩვენ], [ქართველი მწერლებისთვის] ქართველი მწერლები გან­სა­კუთ­რე­ბით აღვნიშნავთ იმ დიდ მზრუნველობას, რომელსაც ამხ. კ. ნ. ჩარკვიანი იჩენს ჩვენ­დამი.
     [ამიტომ] მხარს ვუჭერ ჩვენი აკადემიის პრეზიდენტის წინადადებას - სა­ქართ­ველოს ბოლშევიკების სახელოვანი ხელმძღვანელი - ამხ. კანდიდ ნეს­ტო­რის ძე ჩარკვიანი დასახელებულ იქნეს საქართველოს უმაღლესი საბჭოს დე­პუტატობის კანდიდატად, ვინაიდან
     
                                             ჩვენი ქვეყნის მომავალი
                                             საგანია თქვენი ზრუნვის -
                                             [საქმე ქველი არის დროშა
                                             ჩვენი მძლავრი საუკუნის!]

                                                                                                               გალაკტიონ ტაბიძე (სსსრ მეცნიერებათა აკადემიის
                                                                                                                 ნამდვილი წევრი, საქართველოს სახალხო პოეტი)
                                                                                                                                                                            1951 წ., 9 იანვარი